84 წაკითხვა„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება გამიზნული პროვოკაცია იყო ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაშლელად. სამადაშვილი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს შეცდომის გამოსასწორებლად ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის. მისივე განცხადებით, ამით პრობლემა სწრაფად მოგვარდება. „ნიკა გვარამიას დაპატიმრება შეფასებულია, როგორც დამოუკიდებელი მედია მენეჯერის პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა. მე, ნიკა გვარამიას დაპატიმრების დღესვე მოვუწოდე საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს, რომ გამოიყენოს შეწყალების კონსტიტუციური […]

86 წაკითხვაყავლგასული თაღლითის ხელის გოგო, ვინმე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა არის ხვრელი რუსეთისთვის სანქციებისგან თავის ასარიდებლად. რეალურად ამ მოღალატეებს არანაირი ფაქტი არ აქვთ, რეალურად ეს მოღალატეები რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ანა ნაცვლიშვილის განცხადებას. „ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ დღეს ჩვენ გარშემო, მათ შორის პარლამენტში არიან თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, მოღალატეები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ […]

280 წაკითხვაუკრაინელებმა ეტყობა ვერ გათვალეს, რა რეაქცია მოჰყვებოდა საქართველოში მათ მოთხოვნას მეორე ფრონტის გახსნაზე. სულ რომ გარანტირებული გვქონდეს, რომ თოფი არ გავარდება აფხაზეთსა და ცხინვალში, იქ თოფით შესვლა არ გვინდა. ეს შეცდომა უკვე დავუშვით, – ამის შესახებ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა. „თუკი ამ პოლიტოლოგიურ პროცესებს დავუკვირდებით, ჩვენთვის ხელსაყრელია, რომ გამოვატაროთ ეს პროცესები. ზედმეტი აქტიურობა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს, […]

100 წაკითხვა„ვერც კოლექტიური მშვენიერაძეები და ვერც მისნაირი უტვინო ნაცპოლიტიკანები ვერაფერს დამაკლებენ, როცა სიმართლე ჩემი და თანამოაზრეების მხარეზეა“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიორგი მშვენიერაძის ფეისბუქ სტატუსს. „სექტამ თავისი მოკლე ჭკუით, ერთი წარაკუა ნაცენჯეოშნიკი მომიქსია. ვერც კოლექტიური მშვენიერაძეები და ვერც მისნაირი უტვინო ნაცპოლიტიკანები ვერაფერს დამაკლებენ, როცა სიმართლე ჩემი და თანამოაზრეების მხარეზეა. წადი რა, დითირამბები მიუძღვენი ბელად სააკაშვილს! ეგ უფრო მეტ-ნაკლებად გამოგდის […]

118 წაკითხვაუკრაინის ომი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ დიპლომატიური გზით, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიუხედავად იმისა, რომ  ორ მხარეს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. უკრაინულ ტელევიზიაზე საუბრისას მან თქვა, რომ მისი ქვეყანა შეიძლება იყოს ბრძოლის ველზე გამარჯვებული – მაგრამ  საბოლოოდ, ყველაფერი შეიძლება  “მოლაპარაკების მაგიდასთან” დაჯდომის შემდეგ შეჩერდეს. კონფლიქტი “სისხლიანი იქნება, იქნება ბრძოლები, მაგრამ ის საბოლოოდ დასრულდება მხოლოდ დიპლომატიის გზით”, – თქვა ზელენსკიმ. სამშაბათს, […]

108 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ქალაქ ქარელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების” ფარგლებში ქალაქ ქარელში მიმდინარეობს ჭავჭავაძის, თამარ მეფის და ეგნატე ნინოშვილის ქუჩებზე არსებული 15 შენობის ფასადის განახლება და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილი ადგილზე მოსახლეობას გაესაუბრა და მათთან […]

153 წაკითხვაპრემიერ – მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინმა ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან საქართველოს უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და მათი მხრიდან ეს უყურადღებოდ არ რჩება. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებას ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც მან განმარტა, ამ საკითხზე რუს […]

111 წაკითხვა „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტებმა აღმოაჩინეს უჩვეულო მავნე პროგრამა, რომელიც  მავნე პროგრამების შესანახად იყენებს Windows-ის მოვლენის ჟურნალებს. უფრო მეტიც, თავდამსხმელები სარგებლობენ  ტექნიკის ფართო სპექტრით, მათ შორის ლეგალური შეღწევადობის ტესტირების SilentBreak და CobaltStrike ინსტრუმენტებით.  ინფიცირების  ჯაჭვი ასევე მოიცავს დამხმარე მოდულების მთელ კომპლექტს, მათ შორის Go ენაზე დაწერილი მოდულებსაც. ისინი გამოიყენება იმისათვის, რომ შექმნან სირთულეები ბოლო დონის ტროიანების აღმოჩენისას. როგორც „კასპერსკის ლაბორატორია“ […]

405 წაკითხვასოსო მანჯავიძის პოსტი ფეისბუქში: აზოველებს საყვედურობენ-რატომ დანებდნენო. აღარ ჰქონდათ საკვები, წყალი, ტყვია-წამალი და დანებდნენ, რა უნდა ექნათ, დანებით წასულიყვნენ ტანკების წინააღმდეგ? ყველა მაკა ჩიჩუა ხომ არ იქნება, რუსს არავითარ შემთხვევაში რომ არ ნებდება? ჰო, კიდევ-რუსებმაც არ იცოდნენ, რომ უკვე დამარცხებულები იყვნენ. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გააფრთხილოს ვინმემ ბიძინა ივანიშვილი. სასწრაფოდ წაიკითხოს ივდითის ისტორია. ვინმე მშვენიერი ასული თუ მოევლინა, ან […]

175 წაკითხვაამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები მის დროულობასთან, საქმეში არსებულ ბრალდებებთან და პროცესთან დაკავშირებით. ადამიანები საქართველოში დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ საქმეში არ ყოფილა პოლიტიკური ჩარევა და არ განხორციელდა შერჩევითი დევნა,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აღქმაც კი, რომ შეიძლება იყოს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი დევნა, ძირს უთხრის […]

mediapress.ge@gmail.com