767 წაკითხვაპარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლას ეხმიანება: „ფაქტია, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და არასტაბილური ვითარება აზარალებს ქვეყანას. ევროპა ძალიან კარგად ხედავს არსებულ კრიზისს და იმასაც ხედავს, რომ კრიზისის გაგრძელება რუსეთის ინტერესებში შედის. როგორც სჩანს, ქართველი პოლიტიკოსები  ვერ აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე, რათა ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ხალხის ინტერესები დაეყენებინათ. ეს კრიზისი მალე უნდა […]

1,084 წაკითხვახაინდრავა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხს გამოეხმაურა. „მოლაპარაკებები არც შედგება. იქ, სადაც სააკაშვილია, არაფერი შედგება. სააკაშვილთან ერთად როგორ შეიძლება, რამე შედგეს? ვერასდროს ვერაფერი შედგა ძალადობის, უკუღმართობის, გარყვნილების გარდა. ამ ქვეყანაშია სხვა არაფერი მოუტანია. დღეს იმ მოძრაობის სათავეში დგას, რასაც სიბნელე ჰქვია. მოლაპარაკებები არ ჩაშლილა. მოლაპარაკებებმა ყველაფერი თავის ადგილას დაალაგა. ასჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ყველასათვის მოსაწონი ხელისუფლება არ არსებობს, […]

686 წაკითხვაკულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერმინისტრის  გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს ეხმაურება, „რადიო იმედის“ ეთერში: „გიორგი გახარია არ არის ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ეს როგორც მისთვის არის შეურაცხმყოფელი, ასევე ჩვენთვის. გახარია არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, პრემიერმინისტრი. ჩვენ ვიყავით მისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარმატებული გუნდი, და ასედადაც დავრჩებით მის გარეშე. მისი წასვლა ჩემთვის იყო ძალიან დასანანი, ძალიან გასაკვირი და […]

896 წაკითხვაპოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის შეფასება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ გააქტიურებასთან დაკავშირებით: ერთ-ორ სიტყვას მეც გეტყვით გახარიაზე, თუ შეიძლება… თავდაპირველად მის ძლიერ მხარეებზე გავამახვილოთ ყურადღება: 1. პანდემიის პერიოდში გახარია პანიკაში არ ჩავარდნილა. ავად თუ კარგად, სიმშვიდით შეხვდა ურთულეს გამოწვევას. პირველ ეტაპზე მოახერხა ძალების მობილიზება, ელემენტარული დისციპლინის დამყარება სამთავრობო უწყებებში, რათა კოვიდის შედეგად წარმოქმნილ სირთულეებს გავმკლავებოდით. საზოგადოების ნაწილში ის სიმშვიდესთან და […]

1,646 წაკითხვათამარ ჩერგოლეიშვილი იმ პირობებს ასახელებს, რომლის შესრულების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში შევა: „დამშვიდდით ქოცებო. შემოვა ოპოზიცია პარლამენტში, როცა: გამოვა რურუა გამოვა მელია დაინიშნება ვადამდელი არჩევნები ამის მერე, პარლამენტში, ოპოზიცია და ხელისუფლება მიიღებთ იმ ცვლილებებს, რაც საჭიროა ვადამდელი არჩევნების სამართლიანობისთვის. მარტივია. ძალიან ნათელი გეგმაა მგონი და რატომ აყოვნებთ, გაუგებარია.“– წერს ჩერგოლეიშვილი.

891 წაკითხვაშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საბანაძე სოციალურ ქსელში თავად წერს: მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი. ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან […]

1,082 წაკითხვაარსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა. „გილოცავთ დაგვიანებით, მაგრამ თქვენს პროფესიულ დღეს. რაც შეეხება მომავალს, პირველი მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლეს […]

1,061 წაკითხვა საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია „ტვიტერზე“ განცხადებას აქვეყნებს: „დღეს განვაცხადე, რომ ვრჩები ქართულ პოლიტიკაში და ვმუშაობ შესაბამისი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაზე. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება და რეალური დღის წესრიგის შექმნა ევროპული მომავლისთვის.” – წერს გიორგი გახარია.

1,148 წაკითხვა„მთავარის“ ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილი გიორგი გახარიას მომავალ პარტიას დააფინანსებს. „გვარამიას ბოდვებზე პასუხს ვერ გავცემ“ – პასუხობს ჩხარტიშვილი მედიას. „მთავარის“ ინფორმაციით, გახარიამ უკვე დაიწყო კონსულტაციები გუნდის შესაქმნელად, რათა ოლიგარქს ახალი ფსევდო ოპოზიცია „აჩუქოს“.

905 წაკითხვა,,მე ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი ის ფიგურაა, რომელიც შედარებით დამოუკიდებელია “ქართულ ოცნებაში” – აცხადებს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ,,ახალ თაობასთან” ინტერვიუში: ,,თუნდაც მისი პოზიცია მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. ცოტა განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდა და რეალისტური მიდგომა ჰქონდა. შედარებით დამოუკიდებელი ფიგურაა, ვიდრე ღარიბაშვილი. ის შესაძლოა ყველაფერში არ დაეთანხმოს არც ივანიშვილს და არც “ქართულ ოცნებას” და დააფიქსიროს საკუთარი განსხვავებული პოზიცია” – კითხვაზე, შეუძლია თუ […]