1,277 წაკითხვაპარტია მომავალი საქართველოს ლიდერი გიორგი ლაღიძე ამბობს რომ ხელისუფლება პოლიტიკური პროცესების სწორად მართვას ვერ შეძლებს, ამის ერთ-ერთ მაგალითდ არსებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ასახელებს: „ვფიქრობ ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ კარგი პოლიტიკური ალღო აქვს, მან იგრძნო გარკვეული საფრთხე და მოვლენებს დაასწრო. ის განერიდა ქართულ პოლიტიკას. არ არის გამორიცხული, რეალურად დატოვოს საქართველო. რამდენად შეძლებენ მის ფრთის ქვეშ დაზრდილი პოლიტიკოსები კობახიძის მეთაურობით ქვეყნის მართვას და […]

1,729 წაკითხვათვი­თონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მაც გა­მოთ­ქვა შიში, რომ გუნდში შე­საძ­ლოა ერ­თი­ა­ნო­ბა და­ირ­ღვეს, ვი­ნა­ი­დან არის ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის საფრ­თხე. ეს შიში ლო­გი­კას მოკ­ლე­ბუ­ლი არ უნდა იყოს იმ დროს, როცა უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში დღეს­დღე­ო­ბით ლი­დე­რო­ბის მსურ­ვე­ლი ბევ­რია, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე წო­ნი­ა­ნე­ბად კო­ბა­ხი­ძე, გა­ხა­რია და კა­ლა­ძე მო­ი­აზ­რე­ბა. არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა მალე მარ­ტივ მამ­რავ­ლე­ბად და­ი­შა­ლოს. ambebi.ge-ს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან” და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რი უყ­ვე­ბა: “ოპო­ზი­ცი­ა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის არ […]

1,802 წაკითხვაკობახიძის პარტიის თავმჯდომარედ წარდგენა გუნდში მსჯელობის შედეგია – მის თავმჯდომარეობას მივესალმები და დარწმუნებული ვარ, რომ ის ძლიერი პარტიის თავმჯდომარე იქნება, – აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გააკეთა. ამ კონტექსტში კალაძემ განმარტა, რომ კობახიძე ძირითად დროს პარტიის მშენებლობაში ატარებდა და პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. „კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ არა პრემიერ-მინისტრი, […]

1,839 წაკითხვა„ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო, ამნაირი რამე ცოტა გაუგებარია“, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გიორგი ვაშაძის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით. „მეტი რაღა უნდა ჩაიჩოჩოს? გასაკვირი ამბავია, რა აღარ გამიგია, როგორი მრუდე ლოგიკა არ მომისმენია, პროპაგანდა და სიცრუე გინდა ისტორიაში ან დღევანდელობაში, ასეთი რამ არ გამიგია. ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს გაიწიეო. ამნაირი რამე ცოტა გაუგებარია, რა. გაქრეს […]

1,775 წაკითხვა“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც 16 იან­ვარს “ექ­სპო­ჯორ­ჯი­ა­ში” გა­ი­მარ­თე­ბა. ყრი­ლო­ბა­ზე პარ­ტია ახალ თავ­მჯდო­მა­რეს და მის მო­ად­გი­ლეს აირ­ჩევს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად წას­ვლის შემ­დეგ, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მან თა­ვის მემ­კვიდ­რედ, ანუ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და­ა­სა­ხე­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭომ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა. ყრი­ლო­ბა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს გა­ნახ­ლე­ბულ შე­მად­გენ­ლო­ბა­საც და­ამ­ტკი­ცე­ბენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოქ­მე­დი საბ­ჭოს წევ­რე­ბი­დან გა­ნახ­ლე­ბულ პარ­ტი­ულ ორ­გა­ნო­ში აღარ […]

1,638 წაკითხვადიდ სამამულო ომსა და მეორე მსოფლიო ომში მიღწეული შთამბეჭდავი გამარჯვების მიუხედავად, ომის დასასრულს, 1945 წელს, საბჭოთა კავშირი ეკონომიკურად ძალზე დასუსტებული იყო.  ოთხწლიანმა ომმა საბჭოთა კავშირის მატერიალური რესურსები 2 ტრილიონ 569 მილიარდი აშშ დოლარის ექვივალენტით დააზარალა, რაც მთელი ეროვნული სიმდიდრეების 30%-ს შეადგენდა! სამხედრო ხარჯებმა 1945 წლის ფასებით (!) 192 მილიარდ დოლარს მიაღწია. გაჩანაგებულ და დანგრეულ იქნა 1710 ქალაქი და ქალაქის […]

2,200 წაკითხვაბიძინა ივანიშვილი თუ მართლა გაერიდება გადაწყვეტილებების მიღებას, „ქართულ ოცნებაში“ შიგნით დაპირისპირებები დაიწყება. დღეს გახარიას და კალაძის დაჯგუფებებია „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ძლიერი და ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ეს დაპირისპირება კი ძალიან მალე გამოვა სააშკარაოზე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გუნდში ისევ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. „ალბათ, რამდენიმე ადამიანთან დაიტოვებს კავშირს და ყველაზე […]

1,358 წაკითხვა„ქართული ოცნება“ არსებობს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ან არ არსებობს, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ნამდვილი წასვლა ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ მოხდება. „გვახსოვს როგორ „წავიდა“ ერთხელ, მაგრამ არსად წასულა. გადადის ნაჩვევ კულუარულ მართვაზე. მაშინ პარტია ლამის დაენგრა, იგრძნეს რა წნეხის ოდნავი მოშვება და ექსპერიმენტულ რეჟიმში ილუზორული ავტონომიურობა, კინაღამ […]

2,236 წაკითხვაპირველი, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის პოლიტიკიდან ივანიშვილის რეალური წასვლა და არა, წასვლის მორიგი იმიტაცია. მეორე, – იმ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გამარჯვებაზე საუბარი მიუთითებს იმას, რომ ან აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და საერთოდ არ ესმის რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, ან უბრალოდ, მორიგ „ტრიუკს“ გვიტარებს და უნდა, რაღაც, ფსევდო-რეალობაში გადაგვიყვანოს, – ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას. გია ხუხაშვილის განცხადებით, […]