Breaking News
Home / მთავარი სიახლე (page 70)

მთავარი სიახლე

„ჩემივე აშენებული სახლიდან ჩემს გაგდებას რომ ცდილობთ, ეგ სადაური წესია?“

თეა თუთბერიძე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წერილს ეხმიანება და „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს: „მე ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ თურმე სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს პარტიას (თავისივე შექმნილ პარტიას) და თურმე დავით ბაქრაძემ ან თუნდაც გიგამ, ან გიგიმ ან ვინმე სხვამ უნდა ჩაანაცვლოს ის. ბევრისგან განსხვავებით, ბელადომანიით არასდროს …

ვრცლად წავიკითხოთ

„ხელისუფლების საყურადღებოდ – ის, რაც ხდება, გაუგონარი უპასუხისმგებლობაა, ან პროფესიული უვიცობა“

ის, რაც ბოლო წლებია ლარის კურსთან მიმართებაში ხდება – გაუგონარი ან უპასუხისმგებლობაა, ან პროფესიული უვიცობა, ანდა მიზანმიმართული ბოროტება, როცა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ეკონომიკის დასამარებისა და ხალხის ძარცვის სტაბილურ უტყუარ ინსტრუმენტადაა გამოყენებული. ასეთ სიტუაციაში ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია და თუ არაფერი შეიცვალა, ვერც მოხდება. ახლა პირდაპირ საქმეზე გადავალ! რას გვთავაზობს სებ-ი? …

ვრცლად წავიკითხოთ

ვინ და სად ქადაგებს ღიად ისის-ის იდეებს საქართველოში

ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური ხალიფატის” მიერ საკუთარი მებრძოლებისადმი მოწოდება, ბრძოლის ველი თურქეთში გადაიტანონ, ქართველი ანალიტიკოსების თქმით, საფრთხეებს საქართველოსთვისაც მოიცავს. მამუკა არეშიძის განცხადებით კი, დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი საფრთხე ბოლო დროს ძალიან გაძლიერებული ისის-ის იდეების პროპაგანდაა, რადგან აღმოსავლეთ საქართველოში რადიკალი ისლამისტების ლიდერებმა პირდაპირი საჯარო ქადაგებები დაიწყეს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი”. “არეშიძის თქმით, …

ვრცლად წავიკითხოთ

შვილის მიერ მოკლული დედა – რიტუალური მკვლელობა თუ კანიბალიზმი

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი 76 წლის ქალის  მკვლელობა – გამოძიება გარდაცვლილის შვილს და მის 2 მეგობარს ადანაშაულებს. საქმის მასალების მიხედვით, გლდანის ძველ ნაგავსაყრელზე დანაწევრებული ცხედარი ღამით 2 ჩანთით აიტანეს. მკვლელობა კი გარდაცვლილი ქალის სახლში მოხდა. მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს და დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. მოგვიანებით ქალის ცხედარი …

ვრცლად წავიკითხოთ

„ზვარეს უმსგავსო ინციდენტმა ნათელი უნდა გახადოს რა შედეგებს მოიტანს ქართველი ხალხისათვის..“

ზვარეს უმსგავსო და აღმაშფოთებელმა ინციდენტმა ბრმებისთვისაც კი ნათელი უნდა გახადოს რა შედეგებს მოიტანს ქართველი ხალხისათვის უცხოეთის მოქალაქეებისათვის ქართული სასოფლო -სამეურნეო მიწების მიყიდვა. ჩინელი მუშებიც კი, გრძნობენ რა თავიანთი უზარმაზარი სახელმწიფოს მძლავრ მხარდაჭერას, ზემოდან უყურებენ ადგილობრივებს. ახლა წარმოიდგინეთ ესენი, თურქები, ირანელები თუ სხვები მიწის მესაკუთრეები რომ გახდნენ და კომპაქტურად დასახლდნენ. საუკუნეებია …

ვრცლად წავიკითხოთ

ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ზვარეში მომხდარ ინციდენტში დაზარალებულებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს

უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერი გიორგი თევზაძე საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამო, მათ მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კანონის სრული სიმკაცრით პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს: „ბოლო დღეებში, მედია-საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზვარეს მაცხოვრებლებს გოჩა მანჩხაშვილისა და კახა თიკანაშვილს, რომლებსაც ტყიდან შეშა მოჰქონდათ, გზაზე კომპანიის წარმომადგენლები …

ვრცლად წავიკითხოთ

ოდესელების ფულის გარეშე დარჩენილი მიხეილ სააკაშვილი – ინოვაციური პროექტი დასრულდა

ოდესაში მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი” დაიხურა, ცენტრის დახურვის მიზეზი უკრაინის რადას ახალი კანონი გახდა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს სერვისების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის მოქალაქეებმა უფასოდ უნდა მიიღონ, ხოლო მიხეილ სააკაშვილის მიერ გახსნილი ე.წ. ინოვაციური „მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი” ოდესის მცხოვრებლებს ფასიან მომსახურებას სთავაზობდა. მოქალაქეების მიერ „მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში” სახელმწიფო სერვისებისთვის …

ვრცლად წავიკითხოთ

„სააშკარაოზე გამოვიტანთ, ჩინელმა დამსაქმებლებმა როგორ მოკლეს ცემაში ჩვენი მოქალაქე“

გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის წარმომადგენლებსა და დასაქმებულებს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ ჩინური კომპანია ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო სივრცეს უხეშად არღვევს. „რეალურად ის საკანონმდემბლო სივრცე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, უხეშად არისდარღვეული კრიმინალური ელემენტების მიერ, ესენი არიან ჩინური კომპანიებისაქართველოში. ეს არ არის პირველი შემთხვევა. სულ …

ვრცლად წავიკითხოთ

რატომ ითხოვს ვანო ჩხარტიშვილი სხვის კუთვნილ ქონებას?

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. ჩხარტიშვილი თიბისი ბანკსა და შპს “აგრიკომს” უჩივის და ფოთის “წისქვილქარხნის”, იმ აქტივების დაბრუნებას ითხოვს, რაც თიბისი ბანკმა 2010 წელს აუქციონის წესით, კანონიერად გაასხვისა. ქონების გასხვისების მიზეზი ჩხარტიშვილის მიერ სასესხო დავალიანების გადაუხდელობა იყო. ბიზნესმენი ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში აუქციონის შედეგის ბათილად ცნობასა …

ვრცლად წავიკითხოთ

დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

ვაგზლის მოედანზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.ადგილზე ექსპრეტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. “პირველს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

ვრცლად წავიკითხოთ

„ჩემი კეთილი რჩევა იქნება ჩემო მეგობრებო..“ – თეა თუთბერიძე გიგი უგულავას პასუხობს

“თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, თეა თუთბერიძე, პატიმრობაში მყოფი, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება. “ფეისბუქის” პირად გვერდზე თეა თუთბერიძე წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ჩამოშორება, ამ პარტიის საბოლოო დეგრადაციას გამოიწვევს. “მიუხედავად იმისა, რომ გიგი ძალიან მიყვარს, ეს ყველაფერი იმისი გაგრძელებაა, რასაც სამწუხაროდ 2012 წელს გადააყოლეს …

ვრცლად წავიკითხოთ

„ სააკაშვილი მიუხედავად თავისი ექსცენტრიულობისა და გიჟობებისა საკმაოდ პრაგმატულია“

მე არამგონია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ძალიან სერიოზული პრობლემები გაჩნდეს, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებას. როგორც ექსპერტმა “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას განაცხადა,  სააკაშვილი მიუხედავად თავისი ექსცენტრიულობისა და გიჟობებისა საკმაოდ პრაგმატულია. “მე ვფიქრობ ეს შიდაპარტიული მანევრებია. ვიცით, რომ პარტიაში მოვლენების განვითარების ორი კონცეფცია არსებობს, აქ წმინდა მენეჯმენტ-პრობლემების გადაწყვეტაა …

ვრცლად წავიკითხოთ

„არა ჩინურ ნაწარმს“ – სოციალურ ქსელში საპროტესტო მოწოდებები ვრცელდება

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულ ქართველ და ჩინელ მუშებს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სოციალურ ქსელში გამოჩნდა მოწოდებები, რომ საზოგადოებამ ბოიკოტი გამოუცხადოს ჩინურ ნაწარმს, რაც ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოდან წასვლას აიძულებს.  

ვრცლად წავიკითხოთ

აკო მინაშვილი: „უნდა გვესმოდეს ივანიშვილის დამარცხება შეუძლია მხოლოდ ენმ-ს და მხოლოდ პრეზიდენტ..“

არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიის თამჯდომარის პოზიციაზე, რომელიც ჩვენ მიხეილ სააკაშვილის როლის და ჩართულობის ხაზგასმის მიზნით სიმბოლურად ღიად დავტოვეთ ( სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელი იყო, ვინაიდან მას მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს), უნდა იქნას არჩეულ  ენმ-ის სხვა ლიდერი. პრეზიდენტ სააკაშვილმა და ენმ- ის ახალგაზრდა და ნიჭიერმა გუნდმა მოახერხა ახალი, წარმატებული სახელმწიფოს …

ვრცლად წავიკითხოთ

„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ცვლილებების მოლოდინში – გიგი უგულავას ღია წერილი

აუცილებელია, პარტიამ თავისუფალი კენჭისყრით, კონკურენტულ გარემოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს… ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად, პირიქით, საერთო საქმის ღალატია ერთ წერტილში გაყინული ყოფნა, – ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ღია წერილშია ნათქვამი, რომლითაც ის თანაპარტიელებსა და მხარდაჭერებს მიმართავს. გავრცელებულ მიმართვაში უგულავა აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე უნდა ჰყავდეს პარტიას …

ვრცლად წავიკითხოთ

მომავალი დეპუტატების მომავალი თანამდებობები – „ოცნება“ საპარლამენტო პოსტებს 6 ნოემბრისთვის გადაანაწილებს

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო და სამთავრობო თანამდებობების გადანაწილებაზე კონსულტაციებს მართავს, მომავალი დეპუტატები კი, პარტიის პოლიტსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. for.ge-ს ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომა სავარაუდოდ, 6 ნოემბერს გაიმართება, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, საკადრო ცვლილებებზე საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან. თუ ვინ ჩაიბარებს საპარლამენტო თანამდებობებს და ვინ დარჩება მის მიღმა, ამის კონკრეტულად თქმა რთულია, თუმცა, …

ვრცლად წავიკითხოთ

„აბა, რამდენი ქართველი შეძლებს არ შევიდეს თუნდაც ჩინურ კაფე-რესტორნებში? “

ვენაცვალე სომხებს! ერთე-რთი იშვიათი ერია დედამიწის ზურგზე, რომელიც კოლექტიური სტრატეგიული ხედვითაა დაჯილდოებული. ურთულესი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ეს ერი ახერხებს უძლიერესი ლობი ჰყავდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში, ევროპის წამყვან სახელმწიფოებში და ყველა პარამეტრით ინარჩუნებს პოზიციებს რეგიონში! წარმოდგენაც კი მიჭირს, რა დაემართებოდათ ქართველებს მათ ადგილას რომ ეცხოვრათ… მაგალითად, მახსოვს ამ ათიოდე …

ვრცლად წავიკითხოთ

ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ირმა ინაშვილსა და ადა მარშანიას განიხილავენ

კანონმდებლობით, “პატრიოტთა ალიანსს” უფლება აქვს, პარლამენტში ვიცე-სპიკერი ჰყავდეს. ამ თანამდებობაზე კი პარტიის წევრი ნანა დევდარიანი ირმა ინაშვილსა და ადა მარშანიას ასახელებს. “მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაადეკვატურად დაბალი ხმებით შევიდა “პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში, მათ უნდა გამოიყენონ ყველაფერი, რაც კანონით ეკუთვნით. ხმები კი ცოტა აქვთ, მაგრამ ნებისმიერი პოზიცია პარლამენტში მათ …

ვრცლად წავიკითხოთ

კლინიკა „ბომონდი“ დარბეულია – მედიკოსები ჯანდაცვის და შსს მინისტრებს უსაფრთხოებას სთხოვენ

კლინიკა „ბომონდი“ დარბეულია. ჩალეწილია მინები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მწყობრიდან აპარატურაც გამოიყვანეს, მედიკოსები ჯანდაცვის და შსს მინისტრებს მათ უსაფრთხოებას სთხოვენ. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები მივიდნენ. თვითმხილველების განცხადებით, მათ ქვებით დალეწეს მინები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ინვენტარი. გავრცელებული ინფორმაციით დაზიანებულია სამედიცინო აპარატურაც. kutaisitoday.com

ვრცლად წავიკითხოთ

შესაძლოა ლარმა 2,5-იან ნიშნულს გადააბიჯოს

ეკონომისტი დავით ასლანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ლარმა 2,5-იან ნიშნულს გადააბიჯოს. ამის შესახებ მან PalitraNews-ის გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა. „შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ კვლავ განხორციელდა ადმინისტრაციული ნაბიჯები რეფინანსირების სესხების შეკვეცისა და ფულადი მასის შეკუმშვის კუთხით, ჩვენ შეგვიძლია ადმინისტრაციულად ლარის კურსი გავამყაროთ. არის მეორე გზა – გავაჩეროთ ის, რაც არის – 2,3-დან …

ვრცლად წავიკითხოთ

Powered by themekiller.com