464 წაკითხვახელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის! დაიწყო 2024. წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე რომ ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ, ამაზე მოგახსენებთ. სწორი კონფიგურაცია კი გამარჯვების მთლად ფორმულა თუ არა, მაღალი შანსი რომაა, ამაზეც ცოტას. […]

555 წაკითხვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6865 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6865 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6869 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9310 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9448 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0138 […]

507 წაკითხვაპარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება. როგორც გახარია სოციალურ ქსელ „X“-ში წერს, ივანიშვილის მხრიდან თავის მართლება სუსტი იყო. „კარგია, როგორც იქნა ივანიშვილმა ჩრდილიდან გამოსვლა მოახერხა. თავის მართლება სუსტი იყო, გამოწვევა მიღებულია. ყველას გილოცავთ ახალ წელს!“, – წერს გახარია.

194 წაკითხვავიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე, პატივს ვცემ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთობის სურვილი არა მხოლოდ გამოუთქვამს, არამედ დაუმტკიცებია საქმითა და ქმედებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, პოლიტიკოსი ნიკა მელია სოციალურ ქსელ „ფესიბუქზე“ წერს. მელიას თქმით, ასეთ ბრძოლაში მნიშვნელოვანია სწორი, ღირებულებითი ერთობა. „გამარჯვება ყოველთვის იწყება მიზნის არსებობით, გამარჯვების რწმენით, პრინციპულობით და მზაობით – იარო რთულ, მაგრამ მართალ გზაზე; ავირჩიეთ რთული გზა […]

180 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს 2024 წელს რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ყველაზე მასიურ საჰაერო დაბომბვას მოჰყვა. „ამერიკელ ერს შეუძლია იამაყოს სიცოცხლეებით, რომელთა გადარჩენაში დახმარება შევძელით, და მხარდაჭერით, რომელიც უკრაინას გავუწიეთ, რომელიც საკუთარ ერს, საკუთარ თავისუფლებასა და საკუთარ დამოუკიდებლობას იცავს. მაგრამ თუ კონგრესი ახალ […]

528 წაკითხვა„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ. მათივე ცნობით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების” ყრილობაზე საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ყრილობას 350-ამდე დელეგატი ესწრება.

158 წაკითხვა „კასპერსკის ლაბორატორიამ“ გააძლიერა თავისი გადაწყვეტა კონტეინერების გარემოს უსაფრთხოებისთვის ახალი შესაძლებლობებით და ძირითადი ცვლილებები განხორციელდა აპლიკაციის გაშვების დროს დაცვის თვალსაზრისით (აპლიკაციების უსაფრთხოების დაცვა მათი ფუნქციების შესრულებისას). როგორც კომპანიის ექსპერტები განმარტავენ, კონტეინერის განვითარება გამოიყენება სხვადასხვა სერვისების შესაქმნელად – ონლაინ რესურსებიდან საკვების შეკვეთისთვის, ფულის გადარიცხვისთვის, საგანმანათლებლო სერვისების მიწოდებით კომპლექსურ ციფრულ პლატფორმებამდე სამრეწველო ობიექტებში. ეს არის თანამედროვე მიდგომა Kubernetes, OpenShift და სხვა […]

142 წაკითხვაორი აზრი არაა, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაცრად უნდა რეაგირებდეს – უნდა მოვითხოვოთ შესაბამისი რეზოლუციების მიღება, იმპერიის დიდი დანაშაულის ისტორია უნდა იკერებოდეს , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საინტერესო და საყურადღებოა აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების განწყობა რუსეთთან დაკავშირებით და იმ საფრთხეებზე, რასაც აფხაზეთის რუსეთში […]

153 წაკითხვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6905 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9645 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9636 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0009 ლარი […]

875 წაკითხვაპარტია ,,მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში წერს ,,საკმაოდ დიდი ხანია პოლიტიკური განცხადებები აღარ გამიკეთებია, ძირითადად ბოლო პერიოდში დაკავებული ვარ საადვოკატო საქმიანობით, თუმცა საღად მოაზროვნე ადამიანი ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა გულგრილი ვერ დარჩება და შორიდან ვერ დაუწყებს ყურებას როგორ იმეორებს ოპოზიცია არაერთხელ დაშვებულ შეცდომებს. მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება და პოლიტიკური ვნებათაღელვა ნელნელა მატულობს, სავარაუდო კონტურები უკვე გამოიკვეთე […]