1,135 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული ს.მ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი კინოსტუდიის შენობაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების დროს, 1983 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს […]

1,884 წაკითხვაკარტოგრაფების საქმე – დაკავებული ნატალია ილიჩოვა თვლის, ირაკლი ღარიბაშვილიც უნდა გამოიკითხოს. ილიჩოვა უფლებადამცველებმა დღეს მოინახულეს და საქმის მასალები გააცნეს. კარტოგრაფი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს: „უფრო მეტად გააძლიერა სასამართლოს გადაწყვეტილებამ, როდესაც მან არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან, თავდებობასთან დაკავშირებით, მან დაინახა, რომ სასამართლო სრულად მოქცეულია პოლიტიკური გავლენების ქვეშ, უნდა გამოიკითხოს ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა ყველანაირად თავს არიდებენ, კითხვის ნიშნის […]

1,353 წაკითხვაპრაღის პოლიცია თავდასხმაში ეჭვმიტანილ საქართველოს მოქალაქეს ეძებს. ჩეხური მედიის ინფორმაციით, 27 წლის პირმა ოქტომბრის დასაწყისში პრაღის ცენტრში 29 წლის კაცს მძიმე დაზიანებები მიაყენა. პოლიცია საქართველოს მოქალაქის ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მას თან შესაძლოა იარაღი ჰქონდეს. სამართალდამცავმა ორგანომ შესაბამისი ზომები მიიღო საზღვრებზე ეჭვმიტანილის შესაძლო გაქცევის გამო. ძებნილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, პირი მსგავს დანაშაულში წარსულში ნასამართლევია. […]

1,257 წაკითხვაშემთხვევა 2020 წლის 1- ლი დეკემბრის დილას, დაახლოებით 6 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ჰოსპიტალის კარზე დააკაკუკნა, რა დროსაც დაცვამ ფანჯარა გახსნა და სწორედ ამ დროს იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა. კადრებში ჩანს, რომ დაცვის თანამშრომელი წინააღმდეგობას უწევს და თავდამსხმელი უმისამართოდ ისვრის. წაღებულია 4000 ლარამდე.

1,040 წაკითხვადაჭრა თბილისში – კლდიაშვილის ქუჩაზე 15 ნომერში 2 ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ადგილზე ამ დროისათვის პოლიციაა მობილიზებული. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრას წინ ჩხუბი უძღოდა და მეზობლებმა გასროლის ხმაც გაიგეს.

1,074 წაკითხვაწუხელ თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი მიშო მელიქიშვილს ჯერ ყელი გამოჭრეს და მერე სახლს ბენზინი მიასხეს და დაწვეს. სახლში მეორე მამაკაციც პარტია კანონი და სამართალის წევრი ლევან შაბურიშვილი იმყოფებოდა, ის მძიმედ არის დაჭრილი. რაც შეეხება მიშო მელიქიშვილის მდგომარეობას ის ამჟამად საავადმყოფში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

1,147 წაკითხვაგუდაურში მომხდარი თაზო გორთამაშვილის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობდა, ბრალდებულის საქმეზე საკმარისი ნაფიცი მსაჯულის შერჩევა ვერ მოხერხდა. კობიაშვილს კი 9-თვიან პატიმრობაში ყოფნის ვადა უახლოეს დღეებში ეწურება. შესაბამისად, სასამართლომ მისი დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეყილება დაცვის მხარისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. “დაცვის […]

1,068 წაკითხვაშსს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილს გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული ორი პირი – ა.ხ. და ა.კ. ქრთამის მიცემის, მუქარისა და იძულების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს – თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ […]

1,123 წაკითხვათედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე აკაკი ხუსკივაძე დააკავეს, აკაკი ხუსკივაძე ერთ-ერთი იყო იმ პირთაგან, რომლებიც გობეჯიშვილის ახლობელმა ზაალ ზაალიშვილმა დაასახელა. ზაალიშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ამავე დროს, თედორე გობეჯიშვილის მეგობრები, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე, თედორე გობეჯიშვილის სამსახურიდან ხმაურით წამოსვლის შემთხვევაში სანაცვლოდ ჯერ თანხას ჰპირდებოდნენ, უარის მიღების შემდეგ კი დაემუქრნენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ციხეში მოხვდებოდა. აკაკი ხუსკივაძე საბურთალოს პოლიციასთან მისი ავტომობილის ჩხრეკის […]

1,104 წაკითხვამარნეულის სოფელ ახლოლალოში დედა-შვილი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს და მის 22 წლის ბიჭს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. მკვლელობა სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილები პროზექტურაში არიან გადასვენებული. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.