268 წაკითხვამაგრად ვიქნები მტრის ჯინაზე! -ამ ბრძოლიდან ფეხის მოცვლას არსად ვაპირებ. სადაც არ უნდა გადამსვან, გამომკეტონ, 500 გისოსი მიმამაგრონ, ხომ იცით, რომ ეს პირობითია,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო აუცილებლად გაითავისუფლებს თავს. „ყველაფერი რაც ჩემს თავს ხდება, რაც საქართველოს თავს ხდება, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. ეს არის დიდი უსამართლობა ჩემი ხალხის მიმართ, ეს […]
საზოგადოება
348 წაკითხვამოსკოვის ოლქში ქარხანაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” მოსკოვის ოლქის გუბერნატორზე, ანდრეი ვორობიოვზე დაყრდნობით ავრცელებს. გუბერნატორის თქმით, ქალაქ სერგიევ პოსადში “ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში” აფეთქების შედეგად ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს, 52-მდე გაიზარდა. “ექვსი ადამიანი რეანიმაციაშია – მათ დამწვრობები და თავის ტვინის ტრავმული დაზიანებები აქვთ, კიდევ 22 ადამიანი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაშია გადაყვანილი. […]
340 წაკითხვაგარემოს ეროვნული სააგენტო სატელიტურ სურათებს ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, ადასტურებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება. ამასთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას. „სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს პირველად დასკვნაში მკაფიოდ […]
362 წაკითხვა“საქაერონავიგაცია” შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “საქაერონავიგაცია” კატეგორიულად უარყოფს ტელეკომპანია “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “საქაერონავიგაციის” კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებელი ტენდერის გამოცხადების დაჩქარება შოვის ტრაგედიამ განაპირობა. როგორც მათ მიერ განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია პირველის სიუჟეტში მიზანმიმართულად მოხდა “საქაერონავიგაციის” საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციის საგანგებო სიტუაციების სამაშველო სამსახურთან […]
415 წაკითხვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, განისაზღვრა კონკრეტული ლოკაციები, სადაც თეორიული გამოთვლებით, შეიძლება, რომ ცხედარი აღმოაჩინონ. როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სტიქიის ზონაში მობილიზებული როგორც დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. მისივე ინფორმაციით, უკვე შეხვდნენ მეწყრის დროს კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებიც სამუშაო პროცესს გაეცნენ. „გუშინ გვქონდა ოჯახის წევრებთან შეხვედრა. დავგეგმეთ, რომ ვერტმფრენის საშუალებით შეგვეყვანა […]
235 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტრო შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები. „დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა […]
265 წაკითხვამიმდინარე წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) საქართველოში 27 057 დანაშაული აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცავმა ორგანოებმა 16 738 ფაქტი (61.86 %) გახსნეს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დანაშაულის ყველაზე მეტი – 7437 შემთხვევა (გაიხსნა 4112) ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა სხვადასხვა სახის ნარკოდანაშაულის 2899 (2652) ფაქტი; ოჯახში ძალადობის 2153 (1763) შემთხვევა; ძალადობის 1572 (825), ხოლო მუქარის 2019 (1824) ფაქტი. ამასთან, რეგისტრირებულ დანაშაულთა […]
259 წაკითხვათბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სახლი ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია 17:00 საათიდან თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდან. „მომსახურების მიღება, ასევე, შესაძლებელია თბილისის ვარკეთილისა და გლდანის იუსტიციის სახლებიდან. თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის […]
326 წაკითხვასამხრეთ კორეაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა. ათასობით ადამიანი ამ დრომდე ევაკუირებულია. ქვეყანაში ძლიერი წვიმები, რომელმაც მეწყერი გამოიწვია, სამი დღეა გრძელდება. ამასთან, უხვი ნალექის გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც, ათობით დასახლებული პუნქტი დაიტბორა. სტიქიის შედეგად გათიშულია ელექტროენერგია, ასევე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ოფიციალური ინფორმაციით, 10 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, რამდენიმე კი დაშავებულია.
300 წაკითხვაუკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს. „დღეისთვის სამშობლოში მხოლოდ 383 უკრაინელი ბავშვის დაბრუნება შევძელით. რუსეთის ფედერაცია ჩვენი ბავშვების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის და არაა დაინტერესებული იმაში, რომ ოჯახები ხელახლა გაერთიანდნენ“, – წერს ლუბინეცი. ლუბინეცი უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას და სამხრეთ კორეის პირველ ლედის კიმ […]