1,059 წაკითხვა3 სექტემბერს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, ვინ იქნება წარდგენილი პრემიერის პოსტზე. გია ვოლსკიმ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით და პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრის გიორგი გახარიას წარდგენასა და შს მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი ხვალ გახდება ცნობილი. „არის ასეთი მოსაზრება, მე ვერ ვიტყოდი, რომ უსაფუძვლო მოსაზრებაა, […]

1,598 წაკითხვასაქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერმინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, მთავრობა კი მოვალეობას ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნამდე გააგრძელებს. საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება სჭირდება. კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტმა მთავრობას ნდობა უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს. მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებულმა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა უნდა წარადგინოს. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის […]

2,080 წაკითხვახაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. ამის შესახებ „ინტერპრენიუსს“ სუს-ში დაუდასტურეს. მათი თქმით, აღნიშნული მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. „ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე“, – აცხადებენ […]

1,304 წაკითხვათბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგის განახლების საფუძველი რუსეთის პოზიციის ცვლილება შეიძლება გახდეს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „რაიმე კონტაქტები რომ გვქონდეს, ისინი რომ განვაახლოთ, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთის პოზიციაში ჩვენნაირ პატარა მეზობელთან მიმართებაში ცვლილებები მოხდა. ასევე რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ ურთიერთობა არ შეიძლება აგებულ იქნას იძულებაზე. როდესაც ჩვენ დავინახავთ მკაფიო სიგნალებს ამ […]

2,121 წაკითხვაარც ერთი განვითარებული ქვეყანა ამ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. შესაძლოა, ვიღაცას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს და არ ეთანხმებოდეს რაღაცებში „ქართულ ოცნებას“, თუმცა ეს არის ის თემა, სადაც გაერთიანება უნდა იყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა ოკუპაციას წინსვლით და განვითარებით უნდა ებრძოლოს. “არც […]

2,400 წაკითხვა„მე გეუბნებით, რომ სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის“ – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. ვოლსკის განცხადებით, მამუკა ბახტაძე არის ინტელექტუალური, ენერგიული და ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც მართვა შეუძლია. „დიდი ხანია, რაც მედია კითხვას სამთავრობო ცვლილებების შესახებ სვამს. როდესაც არის საკვაძნო, გარდამტეხი პერიოდი, ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, დგება წინასაარჩევნო წელიწადი, მედიასაშუალებების წარმომადგენლები ყოველთვის სვამენ კითხვას მოსალოდნელ […]

1,434 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება. „პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვთქვი, რომ არასდროს გავაკეთებდი კომენტარს სააკაშვილის განცხადებებზე. მაგრამ, მისმა ბოლო ინტერვიუმ, 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან ურთიერთობის შესახებ, გადაკვეთა ყველა ზღვარი და ზიანს აყენებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს. სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს ისტორიას და შეურაცხმყოფელია ჩვენი მოკავშირე ერებისთვის და ლიდერებისთვის, რომლებიც საქართველოს გვერდით დგანან დამოუკიდებლობის მოპოვების […]

2,083 წაკითხვაცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” გავრცელდა სია, თუ სად იყვნენ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. გთავაზობთ ამ სიას: გიგი წერეთელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს 04:30 საათზე, დაბრუნდა 9 აგვისტოს; დავით ბეჟუაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს, კვლავ დატოვა 15 აგვისტოს; კანდიდ კვიციანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა […]

1,560 წაკითხვა„ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე, უზრუნველყოს მშვიდობა და აარიდოს ქვეყანას განსაცდელი. სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ ეს არათუ არ გააკეთა, არამედ თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, საოკუპაციო გეგმის განხორციელება გახადა შესაძლებელი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს. პრემიერი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ასევე აცხადებს, „ჩვენი ერის კონსოლიდაციით, მუხლჩაუხრელი შრომით, გაცხადებული მიზნების მიღწევით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან […]

2,005 წაკითხვასაქართველოს პარლამენტის შენობის წინ გრძელდება ე.წ. ანტისაოკუპაციო მიტინგი, მოწოდებით — გადადგეს შს მინისტრი გახარია. გახარია კი ჯიუტობს, გადადგომას არ აპირებს. არც აქციის მონაწილენი აპირებენ დაშლას, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. დავუშვათ დაკმაყოფილდა, რას მოიმოქმედებენ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, რომლებიც ისე მიეჩვივნენ ამ ღონისძიებას, როგორც სამსახურში სიარულს? დიახ! აქცია მათი სამსახურია, ერთობ განსხვავებული და უცხო, აქციაში არმონაწილე საზოგადოების — მისდამი […]