1,637 წაკითხვა„მზად ვარ ველაპარაკო სააკაშვილს თუ მას ხედვა აქვს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ის მზად არის ელაპარაკოს ყველა პოლიტიკურ ფიგურას, როცა საკითხი ეხება დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას. „როცა ეხება საკითხი დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას, მზად ვარ ველაპარაკო ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის სააკაშვილს, თუ მას ხედვა აქვს […]

2,399 წაკითხვა„გიგი უგულავას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“ – ეს განცხადება პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ის, რაზეც პროკურატურა გიგი უგულავას ედავება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, არის გარკვეული კითხვები რაზეც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. „ვფიქრობ, საარჩევნო წელს აქტიური პოლიტიკოსის დაკავება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს როგორც საქართველოში, ისე ჩვენს უცხოელ პარტნიორებში. მე ვფიქრობ, ხელისუფლება საერთაშორისო […]

1,625 წაკითხვაპრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიუნხენში კონფერენციაზე დღეს გაემგზავრა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი გახარია მიუხენშია, სადაც ასევე იმყოფება სერგეი ლავროვი და შესაძლოა გახარიასგან საქართველში ჩამოსასვლელად უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს, პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ლავროვსა და გახარიას შორის მსგავსი ტიპის შეხვედრა არ იგეგმება. „ეს არის სიცრუე. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და სერგეი ლავროვის შეხვედრა […]

1,408 წაკითხვარუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთის დელეგაცია თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. ამასთან, კარასინი აცხადებს, რომ კონკრეტულად ვინ გაემგზავრება საქართველოში, ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში მიმდინარე წლის მაისშია დეგეგმილი.  

1,964 წაკითხვა“ჩვენ, ოპოზიციას, რომელიც აქ ვიკრიბებით, არ დაგვრჩა სხვა გზა გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები, რაუნდები და კონსულტაციები პირსისხლიან ივანიშვილის რეჟიმთან” – ეს განცხადება “ლეიბორისტების” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, გიგი უგულავას წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა. შალვა ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი ქუჩის აქციებისთვის მზადების რეჟიმზე გადადის და ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს წყვეტს. “მივმართავ სრულიად საქართველოს, პირსისხლიანმა დიქტატორმა გადალახა წითელი […]

2,000 წაკითხვანინო კალანდაძემ, ზაზა ბიბილაშვილმა და მარიამ გერსამიამ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. შესაბამის განცხადება ჭავჭავაძის ცენტრის წარმომადგენელთა სახელით გაავრცელეს. “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკვე თითქმის 2 წელია, სრულად ჩამოვშორდით პარტიულ საქმიანობას და, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მთლიანად ფოკუსირებული ვართ „ჭავჭავაძის ცენტრის“ განვითარებაზე – ცენტრისა, რომლის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას სამოქალაქო განათლების, კრიტიკული აზროვნებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გავრცელების გზით. ამ […]

1,915 წაკითხვაექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე  „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მოარული ხმები გაზვიადებულია, რაც შეეხება წულუკიანის თანამდებობიდან წასვლას, შარაშენიძე აცხადებს, რომ: „ვფიქრობ, რომ არ დაბრუნდება და ეს მოარული ხმები გაზვიადებულია. ჯერ ერთი, საკანონმდებლო პრობლემები აქვს, მეორეც, ის იმ კომფორტის ზონიდან, რომელშიც დიდი ხანია, იმყოფება, არ გამოვა ასე მარტივად.  დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად წავა წულუკიანი. […]

1,613 წაკითხვაპარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სენატორების მიერ გამოგზავნილ წერილებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფელებას დემოკრატიის მშენებლობის კუთხით პრობლემები აქვს, რომელიც უკვე ქვეყნის უცხოელი პარტნიორებისთვის აშკარაა: „მე ვფიქრობ, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უპასუხოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების წერილებს. ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფელებას დემოკრატიის მშენებლობის კუთხით პრობლემები აქვს. ჯერ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დაპირებამ, რომ 2020 წლის […]

2,314 წაკითხვა მე რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი. ამას არ აქვს არანაირი გამართლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც ლევან იზორიას ძმა, ვახო (კიტა) იზორია მაიორ გიორგი დვალიშვილს უპირისპირდება. „იზორიას კი არა ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები, ყოველდღიურად თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ […]