ლალი ცერაძის წიგნიდან – „საქართველოს მხედრიონი!“
ჩვენი შეკრების ერთადერთი მიზეზი იყო საქართველო მშვიდობიანად გასულიყო საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ და სამოქალაქო დაპირისპირება შეგევეჩერებინა. ყველანაირად გვინდოდა ჩვენი ქვეყნის დაცვის სადარაჯოზე ვმდგარიყავით და ვინც ასეთი რწმენით იყო განწყობილი თანდათან ერთად ვდგებოდით და ვერთიანდებოდით.
სამწუხაროდ, ყველას ასე არ ესმოდა საკითხის მოგვარების გზები. ლიდერები ერთმანეთს ხშირად ეჯიბრებოდნენ და ძალოვანი ხერხების გამოყენებით აპირებდნენ სეპარატისტებთან და თვით ოსური და აფხაზურ მოსახლობასთან ურთიერთობას. უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ჯაბას და მხედრიონელების პოზიცია არ ემთხვეოდა ამ მოსაზრებებს და ომის გაჩაღების
კატეგორიული წინააღმდეგები ვიყავით. ამის გამო დაპირისპირება დაიწყო გვარდიის სარდალთან თენგიზ კიტოვანთან.
ამავე დროს ახალი ჩამოსული ბატონ ედუარდ შევარდნაძეს საკითხების მოგვარების სრულიად სხვა ხედვა ქონდა. და ახლადშექმინლი „სამხედრო საბჭოში“ შეიქმნა გაურკვევლობები და შეუთანხმებლობები.
საუბედურიდ, საქართველოში გამავალი რკინიგზის ხაზზე გამავალი ტვირთები, რომელიც სამხრეთ კავკასიას აკავშირებდა რუსეთს, აღმოჩნდა კრიმინალების და ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე გვარდიელთა და თანამოაზრეთა თავდასხების ობიექტი და ფაქტიურად სომხეთი იზოლაციაში აღმოჩნდა. დაგვედო სახლემწიფო ვალები. საჭირო იყო ამ საკითხის სასწრაფოდ მოგვარება.

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ კავკასიაც აღელდა და სურდათ ცალკე არსებული მუსულმანური „მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ შექმნა და მისი დედაქალაქი უნდა ყოფილიყო აუცილებლად შავ ზღვაზე გასასვლელით დედაქალაქით სოხუმში.
ამას დაემატა კიდევ ის ხელმოცარული მასა, რომელიც კაზაკების სახით და ათასი რჯულის დაქირავებული ბოევიკის სახით დაიძრა ჩვენი ქვეყნის დასაპყრობად და ქართველების გაყრის შემდეგ სურდათ აფხაზეთში ჩასახლება.
ედუარდ შევარდნაძის და აფხაზეთის პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას მოლაპარაკებით ვითომდა უნდა განხორციელებულიყო რკინიგზის დაცვის ერთობლივი ღონისძიება და სხვადასხვა მიზეზებით ამ ერთობლიობაში მივიღეთ სამოქალაქო ომი აფხაზეთში.
და 1992 წლის 14 აგვისტოს, როდესაც პირველი შეტაკება მოხდა ჩვენი ჯარების და აფხაზების რაზმებს შორის და პირველი მსხვერპლი გაჩნდა ორივე მხრიდან დაიწყო კიდევაც ომი. ბატონი ჯაბა ყველანაირად ცდილობდა შეეჩერებინა ეს კატასტროფა, ჩაფრინდა კიდევაც სოხუმში შეხვდა აფხაზურ მახარეს და მოლაპარაკება დაიწყო კიდეც, მაგრამ, საუბედუროდ, ამ შეხვედრაზე არაფრით არ გამოცხადდა ვლადისლავ არძინბა და მდგომარეობა უფრო გამწვავდა.
ჩვენ უნდა გადაგვეწყვიტა როგორი პოზიციით უნდა შევხვედროდით ამ სიტუაციას და შედარებით გვიან ჩავერთეთ საბრძოლო მოქმედებებში. ამავე დროს ველოდებოდით იარაღის გადმოცემას და მცირე ნაწილი მოგვცეს თუ არა გადავფრინდით სოხუმში. ერთი ღამე დავრჩით და მეორე დღეს უკვე კატარღებით გადაგვიყვანეს გაგრაში.
გაგრაში ბზიფის ხეობაში უკვე ჩამოდიოდნენ გადამთიელები: კაზაკები, ჩეჩნები და ყველა ხელმოცარული დაქირავებული. პირველი შეტაკება მოხდა კიდეც „შავნაბადას“ ბატალიონის დესანტირებისას და, სამწუხაროდ, შესანიშნავი ბიჭები დაეღუპათ.
გაგრის დაცვა მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივაც, რომ რუსეთთან საზღვარი ყოფილიყო დაცული და ესკალაცია უფრო არ გაძლიერებულიყო.
ჩვენი სამეგობროს პატარა ჯგუფი მთელი ენთუზიაზმით და მოწადინებით ჩავებით ბრძოლებში და თავი არ დაგვიზოგია: მე, ალიკო მეტრეველი, მამუკა ბარათაშვილი, ლევან ცაგარეიშვილი, გიო ხუციშვილი, ნიკუშა თხელიძე, სამსონ ბრეგვაძე, ამირან პაპუნაშვილი და სხვები.
გაგვაგზავნეს პოზიცებზე მთაში და ბიჭებმა მართლაც ვაჟკაცურად იომეს. მას შემდეგ რაც გიგა არველაძე დაჭრეს შეტევაზე გადასვლის დროს, დაიღუპნენ მიშიკო ბურძგლა, პავლიკა იოსელიანი და სხვები ჩვენ შეტევა მაინც გავაგრძელეთ და მთის საჭირო პერიმეტრიდან მოწინააღმდეგე გავდევნეთ კიდეც.
ეს იყო ჩვენი პირველი საბრძოლო ნათლობა და მე ვიტყოდი „საქართველოს მხედრიონმა“ მართლაც სანაქებოდ გაართვა თავი. იმ პოზიციაზე დაგვტოვეს ერთი კვირა. არავინ ჩქარობდა ჩვენს შეცვლას. 28 აგვისტოს კოლხიდის შტურმის შემდეგ გამოგვიყვანეს და სწორედ ჩვენი ვაჟკაცური ბრძოლის შედეგი იყო ის, რომ მოსკოვის ჩარევით დაიდო 1992 წლის 3 სექტემბერის სამშვიდობო შეთანხმება და რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი დადგა გარანტად რომ არ მოხდებოდა ხელახალი ესკალაცია.
ამ ხელშეკრულებით გაგრა უნდა დაეტოვებინათ არაფორმალურ შეიარაღებულ შენაერთებს და რჩებოდა მხოლოდ ადგილობრივი კომენდტურის წარმომადგენლები და რეგულარული ჯარის ნაწილები. შემოიყვანეს კიდევაც 101 ბატალიონის ბიჭები.
სამწუხაროდ, გაგრის სამშვიდობო ხელშეკრულება მუხანათურად დააღვიეს აფხაზებმა და 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრაში შემოიჭრა ათასი ჯურის ბოევიკი ჩეჩნების საველე მეთაურის შამილ ბასაევის მეთაურობით და ამ მშვენიერი ქალაქიდან მოხდა ქართული მოსახლეობის განდევნა და გენოციდი.
გაგრის ტრაგედიამ ყველანი შეგვძრა, რადგან ეს იყო მაგალითი იმათთვის, ვინც სერიოზული დაფიქრებით არ ეკიდებოდა საქმეს და ეს ეხებოდათ პირველ რიგში პოლიტიკოსებს, რომელთა დანაშაულებრივმა შეცდომებმა მოსახლეობის დაუნდობელი ამოწყვეტა გამოიწვია.
რაც შეეხება „მხედრიონს“, უნდა ითქვას რომ ჩვენ თავი არ დაგვინანია და ღირსეულად ვიცავდით ჩვენს ქვეყანას. ეს იყო ჩვენი ახალგაზრდა თაობის მოხალისეების, სრულიად გამოუცდლი ბიჭების დიდი სიყვარულის გამოვლინება საქართველოს მიმართ, მამულის მიმართ, ხალხის მიმართ.
მენანება თითოეული ის ჩვენი მეგობარი, რომელიც მარადისობის საკუთრება გახდა და ყველაზე ის არის გულსატკენი, რომ დღევადელ დღეს აშკარად ჩანს, რომ იკარგება რაღაცა სათუთი დამოკიდებულება ერთმანეთს შორის, ურთიერთგაგება ვეღარ ყალიბდება. ამას სხვადასხვა ფაქტორები იწვევს. ჩვენ დროს თაობა თაობას ზრდიდა. როცა ღირსეული საქციელი უნდა დაფასდეს და ეხლა ღირსების კრიტერიუმებიც კი შეიცვალა.
ყველაზე დასანანია, ის რომ პოლიტიკური ვითარება მეომარი კაცისთვის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ძალიან გაურკვეველი იყო. მართვის სისტემაში ჩანერგეს უცხო ქვეყნის და მათ შორის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, მე ვიტყოდი ჯაშუშები, რომლებიც როგორც ედუარდ შევარდნაძის, ისე მიხეილ სააკაშვილის დროს დაუნდობლად ანადგურებდნენ მეომარი კაცის ღირსეულ სახეს და ჯერ ციხეებში ამოაყოფინეს თავი და შემდეგ საერთოდ მოაშორეს აქტიურ პოლიტიკას.
სამაგიეროდ წინა პლანზე წამოიწია მევახშეების, უცხო ქვეყნის დაქირავებული ლაქიების და საზოგადოებისთვის უღირსი პირების განდიდებამ და სახელმწიფო მართვის სადავეებთან ყოფნამ.
ჩვენ დროს სირცხვილი იყო უსწავლელობა და უმუშევრობა. დღეს პირიქითაა გაუნათლებლობა და უპასიხისმგებლობა დამკვიდდრდა.
ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს სწორედ შინაგანი ღირსეული საწყისებით და გაერთიანდეს მამულის სიყვარულში. საქართველოს თუ გადაარჩენს მხოლოდ ჩვენი ბიჭების უანგაროდ დაღვრილი სისხლი და მათი თავდადების ღირსი პატრიოტული საზოგადოებრივი აზრი.
ინტერვიუ ჩაწერილია 2025 წელს.