ლერი მანგიაშვილი – „საჯარიმო (შტრაფნოი) ასეულმა შრომაში თავი არ დაზოგა“

ლალი ცერაძის წიგნიდან – „საქართველოს ჯარისკაცის ჩანაწერები“


საქართველოში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო. ახალგაზრდა კაცი ვიყავი და რუსეთის ჯარმოვლილს უფრო გამოცდილად მიმაჩნდა თავი. დუშეთიდან ვარ და ავღანეთში ნამსახურებ ვეტერნთა ჯგუფის მეთაურად ამირჩიეს. ყოველთვის ვცდილობდი სამართლიანი ვყოფილიყავი.

და როდესაც ეროვნული მოძრაობის დროს გამწვავდა ეროვნებათაშორისო ვითარება, ჩვენს რაიონში ვცდილობდით ხელი შეგევშალა ყველანაირი დაპირისპირებისათვის. იმ ოცდაორი სოფლიდან, რომელშიც კომპაქტურად ცხოვრობდნენ როგორც ქართველები, ისე ოსები არც ერთი სოფელი არ დარბეულა და კონფლიქტი არ მომხდარა.
მოსახლეები შეძლებისდაგვარად გავერთიანდით და სოფლებთან პიკეტები მოვაწყვეთ და ურიერთკომუნიკაციაც გვქონდა, მაგრამ მაინც შიშის ქვეშ მყოფი ოსური მოსახლეობა დაიძრა, თანდათან სახლებს ტოვებდა და გადიოდა ხეობიდან.

ამავე დროს დაიწყო ქართული ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბება და ჩვენც ვცდილობდით საქართველოს დამცველთა რიგებში ჩავმდგარიყავით. ჩვენი ხელმძღვანელი გახდა რუსეთის ჯარიდან წამოსული ოფიცერი მალხაზ გაგნიძე. მეც წამოვიყვანე ჯარიდან ოთხი ჩემი მეგობარი სერჟანტი და ჩავდექით გვარდიის რიგებში. ეს იყო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს შექმნილი გვარდიის შენაერთი სოფელ ახალ ტონჩში. უმაღლესი დონის შეიარაღება გადმოგვაბარეს. ეს იყო გამწვანების სამინისტროს ახლადაშენებული სანატორიუმი. ჩვენი პოლკის მეთაური იყო ანზორ კალეხაშვილი და მოადგილე იყო ჩემი მეგობარი გოჩა ნაყეური.

შემდეგ მოვიდა ბრძანება ჩვენი სამაჩაბლოში გადაყვანის შესახებ. მაშინ ოცმეთაური ვიყავი. ჩვენ ვიდექით სოფელ ქემერტში. იქ ისეთი ადგილებია სპეციალური მანქანით თუ გადახვალ სხვაგვარდ მგზავრობა ძალიან ძნელია. როდესაც სურსათის ჩამოსატანად წავედით „გაზ-66“-ით მეღვიკისის შტაბში და უცებ შტაბიდან შემოგვესმა თეთრი არწივის მეთაურის გია ყარყარაშვილის გაბრაზებული ყვირილი – „ტანკი როგორ დატოვეთო?! როგორ არ ააფეთქეთო?!“ მაშინ ტანკის დანაკლისი ძალიან საწყენი იყო.

რატომღაც უცებ გადავწყვიტე გავსულიყავი ჯგუფიდან და დაზვერვა ჩამეტანებინა. დავიბარე – „ბიჭებო, მე გავდივარო!“ და დვიძარი ლიახვისკენ. ერთ სოფელს გავცდი, შემდეგ მეორეს და მოულოდნელად პირდაპირ ამ ჩვენს არ ტანკს წავაწყდი ბუჩქებში. ისე იყო მიმალული ვერაფრით ვერ მიაგნებდი. იქვე ოსების პოზიცია გამოჩნდა და მეტი გამოსავალი რომ არ მქონდა ავხტი და ამ ტანკში ჩავხტი. მოვათვალიერე და დავინახე შიგნით ჩარჩენილი ჭურვები და „პე-კა-ტეს“ ტყვიამფრქვევი დახვეული ტყვიების ლენტებით. ტანკს სახურავი-ბაშნია ლუქი ქონდა მოგლეჯილი და ხაზები ქონდა დამწვარი. ამიტომ დაქოქვა ვერ შევძელი. მივხვდი ამ ტანკით ჩემი გამოსვლა შეუძლებელი იყო. ამ მოძრაობებით მიწა ჩამოიყარა და ხმაური გაისმა. ჩავსაფრდი, ავტომატი შევაყენე. მოწინააღმდეგე მეგონა. თუ ვინმე თავს შემოყოფდა იქვე მოვკლავდი არ ვაცოცხლებდი. შემდეგ დავაყურადე და როდესაც ვერავითარი ჩქამი ვეღარ გავიგონე, რამდენმე ხანში ქუდი ავწიე და რადგან არავინ არ მესროლა გადავწყვიტე ეს ტყვიამფრქვევი მომეხსნა, მაგრამ ის ვერ გავითვალისწინე რომ ზედ ტყვიების ლენტა მოყვებოდა. მოვქაჩე და რომ დაეშვა და ახრიგინდა ეს მეტალი გავშრი – მთელი ხეობა ახმიანდა და ღმერთს ვეხვეწებოდი – როგორმე გააჩერე მეთქი ეს ლენტის რახუნი. ისევ გადავრჩი. საბედნიეროდ, ვერავინ ვერ გაიგონა.

ავიკიდე ეს ტყვამფრქვევი, ჩემი ავტომატი და ლენტაშემოხვეული ნელ-ნელა წვალებით იმავე გზით გამოვაღწიე. ჩემმა ბიჭებმა დამინახეს დ ყვირილით შემომეხვივნენ – „ლერი, ბიჭო ვინ მოკალიო?!“. ნივაში ჩავჯექით და გია ყარყარაშვილთან შტაბში მივედით. გიაც გაკვირვებული მიყურებდა – „რა ხდებაო?!“ ვუპასუხე – „ეს ტყვიმფრქვევი ჩვენი 101-ე ტანკიდან მოვხსენი, დაზიანებულია და ამიტომ ვერ გამოვიყვანეო“. გია გადამეხვია და ბრძანება გასცა „ჩემგან ლერის ერთი ყუთი ტყვია-წამალი და ხელყუმბარები გადაეცითო!“
იმ ტანკის გამოსატანად „თეთრი არწივის“ მეომრები არ მინდოდა წამეყვანა და თან მეორე ტანკიც მჭირდებოდა სათრევად. ჩემი ბიჭები წავიყვანეთ და ის ხუთი ჭურვიც გამოვიტანეთ. დავიძარით მაღლა სოფლისკენ მეორე 102 ტანკის გამოსატანად. იქ დაგვხვდა პოლკოვნიკი, რომელსაც ისე გაუხარდა თავისი ტანკის პოვნა, რომ ვარსკვლავები მოხსნა თავის ბუშლატას და შემომაცვა. თქვენ წადით და ჩემი ტანკიც წამოგეწევათო.

„ტაბლეტკა“ მანქანაში ჩემს ძმას კობას ჩასძინებოდა. ხელში ავტომატი ეჭირა. ავაცალე და ჯუფთან ერთდ გავედი. შუქების გარეშე მოდიოდა ტანკი და გაისმა გასროლა. ჭურვი ხეს მოხვდა. ტალღამ ძლიერად ამიტაცა და სადღაც დავეცი. დავიჭერი და არაფერი აღარ მასხოვდა. მხოლოდ ისეთ რაღაც ზღაპრულ სიამოვნებაში მოვხვდი და გადავედი რომ ამ ქვეყანაზე არ ვიყავი. როდესაც გონი დამიბრუნდა ლევან ასათიანის „ბე-ემ-პეში“ ვეგდე და სისხლისაგან ვიცლებოდი. კბილები ჩამომცვივდა და 33 წვირლი ნაღმის ნამსხვრევი მომხვედროდა კისერში.
გზაზე პოლიციის პიკეტი შეგვხდა და ვიღაც პოლკოვნიკმა დაიწყო ყვირილი – „ამ „ბე-ემ-პეში“ კლავთო ამ ბიჭსო?!“ გადამათრიეს მის მანქანაში და მარტო მახსოვს იმ ცელოფნების შარიშური და ის სისხლის სუნი. ამ ქვეყნად ხან მივდიოდი ხან მოვდიოდი. ისევ იმ სამოთხეში მინდოდა დაბრუნება.

გორში ექიმებმა ვერფერი გამიგეს, რადგან სულ ნემსივით ჭრილობები მქონდა არტერიასთან ახლოს, კისერს ვერანაირად ვერ ვამოძრავები. ძალიან მაწვალეს.
ჩემს ძმას კობას როგორც კი გამოუღვიძია ბიჭებს უთქვიათ ლერი დაიჭრაო და გზაზე ვილისით გამომკიდებია. მომავალ ტანკს ვერ დაუნახავს და ზედ გადაუვლია ამ მანქანისთვის ისე რომ შუაზე გაუჭრია და ისინიც ძლივს გადარჩენილან. კობა მოვიდა როგორც იქნა და დამტიროდა – „ძმაო ლერი, არ მომიკვდეო!“ ფიზიკურად მაღალი ძლიერი ბიჭი იყო ლეიბიანად დამტაცა ხელი და თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამომაქანა.

მესამე დღეს მოვარდა დედაჩემი. დამტიროდა – „ვაიმე შვილებოო“. ვუთხარი „დედა რას დამტირიხარ, ხომ ხედავ გადავრჩი მეთქი“! მითხრა „შვილო, ცხინვალში შენი ძმა კობაც დაუჭრათო“.

ისედაც გაპარვა მინდოდა და ახლა რაღა გამაჩერებდა. ჩემს მეუღლეს დავურეკე და ვთხოვე სასწრაფოდ ჩამოეტანა ტანსაცმლის ახალი კოპლექტი. ჩემმა ცოლსძმამ ყველაფერი მომიტანა, მაგრამ არ უნდოდათ ჩემი გაშვება. ექიმს რომ დავმალვოდი ლიფტით არ ჩავაყვანინე თავი კიბით ჩავედით და როგორც კი გავედით საავადყოფოს კარებში ჩემი ექიმი არ დამხვდა. სიგრეტს ეწეოდა. რომ დამინახა დაიწყო ყვირილი – „რას შვრები ბიჭო?! ეხლავე დაბრუნდი საწოლშიო ასკოლკები გაქვს მოკვდებიო!“ დიდი ხმაურის შემდეგ ხელი მომაწერინეს საბუთზე და გამოვაღწიეთ.

სწრაფად ჩამიყვნეს მღვრიკისში. „სვიაზის“ მანქანით დაუკავშირდი ქემერტს და მითხრეს კობას ოპერაცია გაუკეთეს უკვე ნარკოზშიაო. ჩემი ცოლისძმა იქ დავტოვე და დავიწყე ამ ტყეში ფეხით გადასვლა. დაახლოებით 18 კილომეტრი უნდა გამევლო კისერშეხვეულს, ეს იყო ნამდვილი აგონია. ნახევრად გათიშული ვიყავი და მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა ჩემი ძმისთვის ჩამეხედა თვალებში და ცოცხლისთვის ჩამესწრო.

სიცხე მომცა. ვგრძნობდი ვკვდებოდი. თვალთ დამიბნელდა.წყალს ვისხავდი სახეზე და მაინც ვაგრძელებდი გზას – ჩემი საყვარელი ძმის ნახვა მინდოდა. უცებ „ბე-ემ-პეს“ ხმა შემომესმა. თითქმის უკვე მისული ვიყავი. მოვიხედე და როგორც წყალში გაიხედო ისე დავინახე ბიჭები მომდევდნენ. იქ ძალიან სწრაფად უნდა გაიარო, რადგან სამიზნე ხარ. ბიჭებმა ამათრიეს მანქანაზე და გზა განვაგრძეთ. თურმე გია ყარყარაშვილს გაუგია ჩემი ამბავი და მეომრები გამომადევნა – „იმ ბიჭს სწრაფად უშველეთო!“

თამარაშენში მიმიყვანეს. ჩემი ძმა შებინტული უგონოდ იწვა. ერთი ძალა მოვიკრიბე, დავიჩოქე და დავსუნე. როგორც მისი სუნთქვა გავიგონე არაფერი აღარ მახსოვს. დამაწვინეს მის გვერდით. ჩემს ძმას როდესაც თვალები გამოუხელია დამინახა საწოლზე გვედით უწევარ. გაკვირვებულს თავი უკვე სხვაგან ეგონა, რადგან წინა დღეს თბილისში დამტოვა. დაუწყია ყვირილი – „ექიმო, ექიმო ეს ვინ არისო?!“ თვალებს არ უჯერებდა. უთხეს – „ნუ ნერვიულობ შენ ძმა არისო ლერიო“
შემდეგ გადმოგვიყვანეს დუშეთში. მთელი სოფელი ჩვენს სანახავად დადიოდა.

ამის შემდეგ გზაზე წამოვედით. შვიდი სული ვიყავით მე, ჩემი მეუღლე, ჩემი მამიდაშვილი, მისი მეუღე და სამი ბავშვი. ვიღაცის დიდი სისწრაფით ნივა წამოგვეწია და გადაგვაგდო. რაღაც ხეს დავეჯახეთ და ბეწვზე გადაგვჩით დუშეთის ხევში დაგაჩეხვას. ჩვენმა მანქანამ კვამლი გაუშვა. ძალიან გავმწარდი. აშკარად თავისი თავზეხელაღებულობით მთელ ოჯახს გვკლავდა. აღჭურვილი ვიყავი სამხედრო ტანსაცმელში და იარაღით. ვიღაცამ გაგვიჩერა და გამწარებული დავედევნე იმ ნივას. არ შესული დუშეთის შესახვევთან დავინახე ეს ნივა და დავაყარე ეს ჩემი ავტომატი. ლულამ მიმტყუნა და ვერ მოვახვედრე. გააღო მანქანის კარები და გაკვირვებული მეკითხებოდა – „რა ხდებაო?“ ავიღე და ეს კონახი ჩავცხე და ჩავცხე. იმას მისცეს „ლიშენია“ მე კიდევ დამაკავეს. როგორც ექსპერტიზამ აჩვენა ტყვიები ვერ გავიდა საზურგეში მხოლოდ წვერები ჩანდა.

სასამართლოზე არც გავსულვარ ვერც მოსაწრეს, მაგრამ ციხეში ვიჯექი. ამ დროს ტელევიზროში ვხედავდი რამ აფხაზეთში ომი დაიწყო და სულ პატარა ბიჭები იხოცებოდნენ. ვერ ვუძლებდი ამის ყურებას, ბრძოლა მეწადა და ამ დროს გამოჩნდა პატიმრობაში მყოფი მამუკა ტლაშაძე და მან ითავა გაგვეკეთებინა „საჯარიმო ბატალიონი“. ეს ჩვენი აზრი გავუზიარეთ ციხის უფროსს მიშა მაისურაძეს, რომელიც სასწრაფოდ მონდომებით დატრიალდა. დაავალა გვარდიელი პატიმრების სიის შედგენა. ასეთი 600 კაცი აღმოჩნდა და მან წაიღო პარლამენტში ჩვენი წერილები. უარი მოგვვიდა. შემდეგ ედუარდ შევარდნაძესგანაც უარი მოგვივიდა. დავიმუქრეთ გავიდოდით ჩვენით.

მეორე დღეს მოგვაკითხეს „თეთრი არწივის“ ბიჭებმა. გვითხრეს რომ დილით მოგვკითხვდნენ, ჩაგვაცმევდნენ ფორმებს და ვინც გამოგვყვებოდა გაგვიყვანდნენ. მითხრეს, რომ შრომასთან უმძიმესი ვითრება იყო და შესაძლოა იქიდან ცოცხალი ვერ დავბრუნებულიყავით. ზოგმა თავი შეიკავა და შევგროვდით ას კაცამდე. ჩაგვაცვეს და ბადრაგით „იკარუსის“ ავტობუსებით აეროპორტში გადაგვიყვანეს. იქიდან კი სოხუმში, ბაბუშერაში. ეს იყო 1993 წლის 12 ივლისი.

სოხუმში გია ყარყარაშვილი დაგვხვდა. იქ ჯგუფებად დავიყავით და დავირქვით: „თეთრი არწივი“, „შავნაბადა“, „ავაზა“ და „დაზვერვა“. „თეთრი არწივის“ ჯგუფის მეთაური ვიყავი მე. სინოპში დაგვირიგეს იარაღი და მოულოდნელად დაიწყო კიდეც „გარადით“ დაბომბვა. ეს იყო 1993 წლის 15 ივლისი. გიამ დაიყვირა – „დაიშალეთო, ვიღაცა კოორდინატებს აძლევსო! მე „იკარუსში“ შევვარდი და გადავრჩი, მაგრამ, საუბედუროდ, იქვე მდგარ ურალზე ბევრი „დე-შე-ბე-ლი“ და „თეთრი არწიველი“ ბიჭი დაიღუპა. ძალიან მძიმე საცქერი იყო. მივხვდით რომ სიკვდილი ჩვენს გვერდზე დააბიჯებდა. აშკარად განწირულები ვიყავით.

იქ თევსმეტსართულიანი კორპუსები იდგა და ბიჭებს გუთხარი – „ზღვა არ მინახია და როგორმე ავიდეთ მეთქი“. გამომყვნენ. კარები გავხსენი და გადაიშალა ზღვა. გადაიშალა და დავტკბი ამ ხედით. ქვევით როდესაც გადავიხედე ხასიათი შემეცვალა. დავინახე დგას სახმელეთო დაცვა და დაბლა ტანკი დგას გაფუჭებული და ჩაბმული აქვს ტრაქტორს გადაათრევს და ასროლინებს გადმოიყვანს და ასროლენებს. ბიჭებს ვუთხარი – „თუ ამ ტექნიკით ვაპირებთ ბრძოლას კარგად არის ჩვენი საქმე მეთქი“.

აფხაზებმა დაიწყეს ისევ სოხუმის „გრადით“ დაბომბვა. სირბილით ჩავედით ქვევით. მოვძებნე შედარებით უსაფრთხო ადგილი და პირდაპირ გაზონზე დაღლილს ჩამეძინა. არც სროლა მესმოდა, აღარც გრუხუნი. ეცადნენ ჩემს გაღვიძებას და გავუბრაზდი – „ყველგან სროლაა და აღარ მეშინია მეთქი“.
ჩვენი მეთაურად „თეთრი არწივიდან“ დაგვინიშნეს თემურ ელისაშვილი და ჩვენი პატიმრებიდან იყო სოსო ქარჩაიძე. რომლებიც პირველივე ბრძოლაში დაგვეჭრნენ. ჩვენ ერთმანეთს არც ვიცნობდით წესიერად სახელები და გვარებიც არ ვიცოდით ერთმანეთის. სასადილოში ბიჭმა ამოიღო კონდახიანი „ა-კა-ემი“ და გამიხარდა სასწრაფოდ გავიქეცი საწყობში, მაგრამ შემრჩა რუმინული ავტომატი. კიდევ კარგი თემურ ელისშვილს რუმინული ავტომატებისთვის რუსული ტყვიები გადაუცვლია და არ გვიღალატა. ვენაცვალე თემურის სულს იმისმა გონიერებამ გადაგვარჩინა.

დავიძარით შრომისკენ. გვიბრძანეს, რომ ჩემი ჯგუფი უნდა შევსულიყავით. ათი ბიჭი შევგროვდით და სასაფლაოებიდან შევედით. შეგვხვდა სოხუმის „სკორპიონის“ ბიჭები. რადგან რუსული ფორმები გვეცვა თვიდან კინაღამ დაგვცხრილეს და შემდეგ როცა გაარკვიეს ვინც ვიყავით და წავიდნენ. ვეხვეწეთ ტყვიამფრქვევი დაეტოვებინათ, არ მოვგვცეს. გვეწყინა. შრომაში შევედით და არსად დენი არ იყო. ბიჭებს ვუბრძანე არაფრით არ შესულიყვნენ სახლებში შიგნით. ნახევარ შრომაში შევედით. დაზვერვაზე წასულებს წამოგვეწია თემურ ელისაშვილის ჯგუფი. თემურის ვითხარი – „მეთაურო, ჩვენ შევედით მაგრამ იქ არავინ არ დაგვხვდა“. წყალსაცავსა და კლდეს შორის მოვხვდით. თურმე აფხაზები ელოდებოდნენ, რომ მთელი რაზმი შევეტყუებინეთ და როგორც კი შევქუჩდით დაგვიშინეს და რა დაგვიშინეს ყველა მხრიდან ცეცხლის წვიმა მოდიოდა. ეს იყო სრული ჯოჯოხეთი.

დავინახე სახლის ზევიდან გვისვრიან. დავითრიე გრანატამიოტი და პატარა ბორცვს ამოვეფარე. მინდოდა როგორმე მომეხსნა ის მსროლელი, მაგრამ ვერაფრით ვემ მოვარტყი, რადგან წინ რკინის ბადე მიშლიდა ხელს. სამაგიეროდ მიწინაამდეგემ ამომიღო მიზანში და ჩემს გარშემო ტყვია-ტყვიაზე ეცემოდა. თავს არ მაყოფინებდნენ და უკვე შეუძლებელი იყო იქ გაჩერება. სახურავიდან განუწყვეტლივ ისროდენ. ბიჭები იჭრებოდნენ და მესმოდა მათი ყვირილი, შველს ითხოვდნენ.
იქვე რუსის ბიჭი იყო იგორი ერქვა. დავუძახე რომ სროლით მიეპყრო ყურადღება და მოვასწარი წყალცავის შენობაში გადავხტი. სახურავს ვესროლე და უცებ ვიგრძენი, რომ თავში მომხვდა და თითქოს მომწყვიტა თითქოს მომაძრო. გრანატამიოტი რომ ვესროლე იმის ტალამ დამარტყა. გონზე მოვდიოდი ნელ-ნელა. ვგრძნობდი თითქოს ყურებიდან სისხლი მომდიოდა, ხელი მოვისვი და სისხლი არ მქონდა. არ მინდოდა ბიჭებს დავენახე რა დღეში ვიყავი, რადგან ბევრს ჩემი იმედი ქონდა. სახლის სახურავის აფეთქების შემდეგ ბიჭებმა შეძლეს და გაიშალნენ. მეც თანდათან გონზე მოვდიოდი და გავედი.

შეტევა შეტევით მივიწევდით წინ. რამდენჯერმე გადავედით პოზციებზე. უკან არ დაგვიხვევია. ის მახსენდება ჩემი ყუმბართმტყორცნის ჭურვები ქონდა მიბარებული ერთ მეგრელ ბიჭს და მოულოდნელად ჩემი ავტომატიანად და ჭურვებიანად გაიქცა და მიმატოვა. დამტოვა ცარიელი ყუმბარმტორცნის და ხელყუმბარების ამარა. ბიჭები მიყვიროდნენ – „რატომ აღარ ისვრი? მოგკლესო?!“ ვუპასუხე – „რა ვქნა გამექცა და ვერაფერს ვერ ვიზავო“. უკვე დილა იყო რიჟრაჟი თენდებოდა და უკან გაქცევას წინ წასვლა ვარჩიე. რაღა უნდა მექნა გავიქეცი და სანგარში ჩავხტი და ზედ მიტოვებულ ჭირხვლიან ტყვია-წამალს არ დავახტი.

 

ეტყობა აფხაზებს დარჩათ. აბა ვიმარჯვე და იქ სროლა გავაჩაღე. ბიჭებს გაუხარდათ. დიდი შემოტევები და შეტევები მიდიოდა. სასწრაფოებს გაყავდათ დაჭრილები და მიცვალებულები. სასწრაფოებსაც არ ინდობდნენ და ესროდნენ. რამდენიმე ბიჭი დაიკარგა კიდეც ბრძოლის დროს.

ერთი შეტევის დროს ბუჩქებში დავინახე ფეხებში დაცხრილული ფრიდონ სისოიანი. ნიშნად გავისროლე და მოირბინა ტყუპისცალმა ძმამ ტარიელმა და გამოვიტანეთ დაჭრილი. მაგრამ მეორე დღეს, საუბედუროდ, ტარიელი და მამუკა ტლაშაძე მოგვიკლეს. რამდენიმე ბიჭი დაგვეკარგა ვერ ვიპოვეთ. შეტევაზე გადავდიოდით და ჩამჯდარი ვიყავი მხარზე მება „ერ-პე-კა“ ტყვიამფრქვევი. უკან კიდევ ტანკსაწინააღმედგო ჭურვი მეკეთა. ტყვიით დატენილი ლიფჩიკები მეცვა. თავზე კასკა მეხურა და მამუკას ვკითხე – „თავზე რატომ არ დაიხურე მეთქი?! მიპასუხა- „ხომ იცი ვერ ვიტანო“. უცებ გაისმა მინამიოტის ჭურვის საშინელი ხმა და გამისროლა როგორც სიგარეტის ნამწვი. გადავვარდი. სისხლი ღვარად მოდიოდა. თვში და ბიბილოში მომხვდა ნამსხვევი. გადავჩი. როგორც იქნა წამომაყენეს და როდესაც მამუკასთან მიმიყვანეს გადმოაბრუნეს და შადრევანივით ასხავდა თავიდან სისხლი. თვისი ცისფერი თვალები შემომანათა. თითქოს რაღაც მეხვეწებოდა. ბიჭებს არავის თავი არ დაუზოგიათ მართლა „სმერტნიკები“ ვიყავით. ყველანი ღმერთმა აცხონოთ. წინა დღით შრომაში ჟურნალისტმა მამუკა არეშიძემ ჩამოგვკითხა და ეს ჩვენი „შტრაფნიკების“ საჯარიმო ასეულის კადრები შემორჩა. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის.

ყუმბარტმტყორცნის სროლით, ყურებიდან სისხლი მომდიოდა და ზურგი მქონდა დამწვარი. სოხუმში გამოგვიყვანეს და ექიმმა რომ მნახა მიხრა სასწრაფოდ თბილისში კვლევით ინსტიტუტში დაწექიო. გადამახვიეს. რაღაც ქაფები მომასხეს. თანდათან გონება მიბრუნდებოდა, მაგრამ იმ კვირამ სასიცოცხლო ძალები სულ წამართვა.
როგროც იქნა ბაბუშერამდე ძლივს მივაღწიე და დავინახე თვითმფრინავი, რომელზეც ასვლა შეუძლებელი იყო, რადგან ხალხის ზღვა რაოდენობა მიაწყდა. ვიფიქრე მე აქ ვერ ავალ, მოვკვდები მეთქი. ძირს ბიჭებს ჯგუფებად ეძინათ. ერთმა მეთაურმა ჩანთა დადო და გამომკითხა – „საიდან მოდიხარო?“ მე ვუპასუხე „შრომიდან“ მოვდივარო“. აბა წამოიშალნენ ბიჭები, შემომეხვვნენ. მეკითხებოდნენ რა ხდებოდა და „იქ ხომ მტერიაო?“. ვუპასუხე ჯერ-ჯერობით ჩვენ ვართ მეთქი და მომხედეს, დამაბანინეს, მაჭამეს. სადაურობა მკითხეს და დუშელი ვარ მეთქი. მეთაურმა მითხრა მეც დუშელების სიძე ვარო – თიანეთის ბატალიონის მეთაური იყო გოჩა სახლთხუციშვილი. დათო ჩახმახაშვილიც იქ გავიცანი. გოჩამ დაავალა ჩემი გადაყვანა და თბილისის თვითმფრინავში, რადგან ჭურვები უნდა გადმოეტვირთათ და მართლაც ლიუკიდან შემაძვრინეს და იქ მარტო მე ვიყავი. უცბად წინა კარებებიდან მოაწყდა ხალხი და გადავისო იქურობა.

ვიღაც კაცმა სამი ბავშვი მომაბარა – „როგორმე გაიყვანეო“. ამოვიდა ნოდარ ნათაძე, რომელსაც ცხინვალიდან ვიცნობდი – „გადამეხვია, აქაც არ მანებებ თავსაო?“ იცინოდა.ძალიან ცუდად ვიყავი. აშკარად ნერვებმა მიმტყუნა. სულ იმის შიში მქონდა ზღვიდან არ ესროლათ და არ ჩამოვეგდეთ. როგორც იქნა გამოვაღწიეთ და როდესაც თბილისს მოვუახლოვდით თვითმფრინავი აეროპორტში ვერ დაჯდა. სამჯერ გადავიდნენ რუსთავისკენ და დავბრუნდით, მაგრამ ვერ ვჯდებოდით. სულ პატარა გასაძრომი რომ ყოფილიყო სადმე იმაში გავიდოდი. ძალიან ვინერვიულეთ.

როგორც იქნა აეროპორტში დავეშვით. ჩამოვყვანე ის სამი ბავშვი და დამხვედრებმა შემომთავაზეს მანქანით გადაყვანა. გზაში ახლა ბენზინი გაუთავდათ. ღამე იყო. სახლში ფეხით გადავწყვიტე წასვლა და ვგრძნობდი ძალები მტოვებდა. ბუჩქებამდე მივედი და დილამდე გადავწვიტე იქვე დავრჩენილიყავი და უცებ მანქანამ გააჩერა. მკითხა – „ომიდან მოდიხარო?“ ეგრევე ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს თემქაზე. გზაში გაირკვა რომ დუშელები იყვნენ ჩემი ძმის მეგობრები. გაუხარდათ შენს ძმას ვახარებთო.

სახლში მისულს მარტო ჩემი სიდედრის კივილი მახსოვს და სასწრაფოდ ჩემებმა წამიყვანეს საავადმყოფოში კვლევით ინსტიტუტში. გვერდზე პალატაში „სავარშიკების“ ჯგუფის მეთაური ზურა თათარაშვილი დამხვდა დაჭრილი. „შტიკნოჟით“ იღებდა ნამსხვრევებს. ძალიან თავდადებული ადამიანია.

ჩემი საავადმყოფოში წოლის დროს 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაიკარგა კიდეც. ძალიან განვიცადე აფხაზეთის დათმობა. რამდენიმე ხანში საშინელი ტრაგედია დამატყდა და უბედური შემთხვევით ჩემი საყვარელი ძამიკო კობა დამეღუპა და ძალიან გულნაკლული ვარ. სამწუხაროა რომ საქართველოში იკარგება ვაჟკაცური და რაც მთავარია ეროვნული სულისკვეთება. ჩვენი ბიჭების დაღვრილი სისხლი და თავდადება თუ გაამხნევებს ხალხს და სახელმწიფო ჩამოყალიბდება იმ იმედით ვარ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *