„სითი მოლი“ ძლიერ აფეთქებას გადაურჩა

1,324 წაკითხვა

„სითი მოლი“აფეთქებას გადაურჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იდგა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მობილიზება მოხდა. „სითი მოლის“ შენობის საფუძვლიანად დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ შენობაში, ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული გაზქურის 8 სანთურა.

„თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა. რომ ქავთარაძის 1 ნომერში მდებარე სავაჭრო ცენტრში ძლიერი გაზის სუნი იდგა.ადგილზე დროულად მისული თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ჯგუფებმა ლაზერული აპარატით შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა.ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. “თბილისი ენერჯის” სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით ობიექტს გაზმომარაგება შეუწყვიტეს.

შენობის საფუძვლიანად დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ სითი მოლის შენობაში, ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული გაზქურის 8 სანთურა.

სითი მოლი აფეთქებას გადაურჩა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მინდინარეობს.

“თბილისი” ენერჯი მადლობას უხდის იმ ადამიანს ვინც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და შეგვატყობინა საშიშროების შესახებ. კომპანია ასევე მადლობას უხდის საკუთარ თანამშრომლებს , რომლებმაც უსწრაფესად გაანეიტრალეს საფრთხე და შენობა ძლიერ აფეთქებას გადაარჩინეს.

„თბილისი ენერჯი“ ყველას მოგიწოდებთ – იყავით ფრთხილად და ყურადღებით. გთხოვთ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. მუდამ შეამოწმეთ გაზის დანადგარები რათა თავიდან ავირიდოთ უბედური შემთხვევები, რომელიც სამწუხაროდ ხშირად ადამიანების სიკვდილით მთავრდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Next Post

„შალვა რამიშვილი საზმაუს დირექტორობის საუკეთესო კანდიდატია” - ნინო ჯანგირაშვილი

სამ აგვ 18 , 2020
1,324 წაკითხვავასილ მაღლაფერიძის გადადგომას საზმაუს ხელმძღვანელის პოსტიდან ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: „ყველაზე სწორი კანდიდატურა საზმაუს დირექტორის პოსტზე არის შალვა რამიშვილი. საერთოდ მიყვარს, როცა ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია.“