მიხეილ სააკაშვილი – მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ

406 წაკითხვა

მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ. ეს რთული გზაა – დაუღალავები, შეუპოვრები და დაუმორჩილებლები უნდა ვიყოთ!- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი მიმართავს ახალგაზრდებს, რომ მათ თანამებრძოლად მიიღონ.

„მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ. ეს რთული გზაა – დაუღალავები, შეუპოვრები და დაუმორჩილებლები უნდა ვიყოთ!

ჩვენ მარტივი არჩევანი გვაქვს – კონსტიტუციას ვიცავთ, მყარად ვადგავართ ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებასა და მსოფლიოს პროგრესული ნაწილის მხარდამხარ სვლას ვაგრძელებთ ან რუსეთის მონობას ვთანხმდებით.

ვამაყობ თქვენით და თქვენი იმედი მაქვს!

თქვენ გაგვიძეხით წინ და ჩვენ, წინა თაობა გამოგყვებით!

მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად!- წერს სააკაშვილი.

Next Post

ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს რომ ვერ მიუახლოვდეს, არსებობს მხოლოდ ერთი გზა, საარჩევნო ყუთი

პარ მაი 31 , 2024
406 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს რომ ვერ მიუახლოვდეს, მხოლოდ ერთი გზა არსებობს, საარჩევნო ყუთთან“, – წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში. თავად დონალდ ტრამპმა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს „სირცხვილი“ და „გაყალბებული“ უწოდა და სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ საქმეზე გავლენა ბაიდენის ადმინისტრაციამ მოახდინა. „ნამდვილ განაჩენს […]

შესაძლოა მოგეწონოთ