რომან გოცირიძე – აშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული – გამოდის, ეს არის წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ ლიდერების განბანვა

125 წაკითხვა

აშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული – გამოდის, ეს არის წინასაარჩევნოდ, “ქართული ოცნების” ლიდერების განბანვა, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” ლიდერების ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება შეაფასა.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, “ქართული ოცნების” ლიდერების “შემოწმება” ეჭვებს ბადებს.

“ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება როგორც ცნობილია, ხდება შემთხვევითობის პრინციპით. ასე იყო წესი, თუ ახლა არ შეცვალეს რამე. არავინ იცის თუ ვისი დეკლარაცია უნდა შემოწმდეს. აქ პირდაპირ დალაგდა “ქართული ოცნების” მთელი უფროსობა, პრემიერ-მინისტრით დაწყებული, დამთავრებული მურუსიძით. ანუ, ყველა იმ ადამიანის “შემოწმება” იწყება, რომელთა მიმართაც არის სერიოზული ეჭვები. თუ წინასწარ გააფრთხილე, დეკლარაციას ლამაზად დაუწერ და შემდეგ წინასაარჩევნოდ გამოაცხადებ, რომ “აი, ხომ ხედავთ” მთელი “ქართული ოცნება” შევამოწმეთ და ვერანაირი ხარვეზი ვიპოვეთ, ან ტექნიკური ხარვეზები გამოვავლინეთ, რომელიც არსებითად არაფერს ცვლის”, ეს პირიქით, გამოდის წინასაარჩევნოდ, განბანვა “ქართული ოცნების” ლიდერების. ამიტომ ეჭვს იწვევს. როგორი კომისიაც არ უნდა შექმნა, თავად ის გვარები და სახელები, რომელიც ამ ფორმით შეირჩა, მათი შემოწმება ეჭვებს ბადებს. აშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული“, – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. მათივე ცნობით, ბიურო, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტის დეპუტატების, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციებითაც დაინტერესდება.

Next Post

კახა ოქრიაშვილი - ვინმეს სჯერა, რომ პრემიერის მიერ დანიშნული კადრი პრემიერის კორუფციაში შესაძლო ჩართულობას ობიექტურად შეისწავლის?!

ორშ იან 22 , 2024
125 წაკითხვაპარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“, ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს გენერალური პროკურორი პარლამენტში დაიბარა. ამის პასუხად, ქურდებით გატენილმა „ოცნებამ“ ანტიკორუფციულ სამსახურს 300 მაღალჩინოსნის, მათ შორის პრემიერის შემოსავლების შესწავლა დაავალა. ეს ყველაფერი დემოკრატიულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, რომელიც სისტემური კორუფციით, როგორც ონკოლოგიით დაავადებული არ არის, ძალიან კარგი იქნებოდა. მაგრამ საქართველოში ვინ ნიშნავს […]

შესაძლოა მოგეწონოთ