
ეს ინტერვიუ აფხაზეთის ომის აქტიური მონაწილე, სამი შვილის გიორგის, ნოდარიკოს და არჩილის მამა, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერ ბიძინა პირველთან ჩავწერეთ. იგი თავადადებით იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის თავდაპირველად შენაერთ “გორდაში” და შემდეგ “საქართველოს მხედრიონში”. ჩემი აზრით, ზუსტად ასახავს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მეომრების ხვედრს.
1990-1991 წლები ეს იყო ჩემი აზრით, პოლიტიკური უმწიფარობის დრო საქართველოს ისტორიაში. არც მაშინდელმა პოლიტიკოსებმა და არ იცოდნენ ქვეყნის მართვა და მით უმეტეს დემოკრატიული მართვა. დემოკრატიას რამხელა თვითმოთოკვა და შინაგანი მსხვერპლის გაღება სჭირდება არ იცოდნენ. იცოდნენ მხოლოდ საბჭოთა დრონდელი მდგომარეობით რეჟიმთან დაპირისპირება, დისიდენტობა, მაგრამ არ იცოდნენ ნგრევის შემდეგ აღდგენა და სახელმწიფოებრივი ურთიერთდამოკიდებულებების გაფრთხილება. ამაში იყო მათი პრობლემა.
მათ განათლებაც და შინაგანი მენტალობა მაინც ქონდათ საბჭოთა კლიშეებში მოქცეული. მათი ხედვა იყო არა საქართველოს ახალი რეალობიდან, რომ ბოლოს და ბოლოს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ახლა ეკონომიკისთვის და ხალხისთვის უნდა მიეხედათ, არამედ საბჭოთა კავშირიდან, საბჭოური სისტემიდან.
ამ დროს დიდი გული ქონდათ, საქმე მინიმალური და მათმა აზრებმა კი გაუსწრეს საქართველოს რეალურ სიტუაციას. მაგრამ ყველაზე საშიში, რამაც მიიყვანა ქვეყანა კრახამდე იყო ის, რომ გაერთიანების ნაცვლად დაყვეს საკუთარი საზოგადოება და ხალხი.
კომუნისტების მმართველობის დროს ხალხი ისეთ იზოლაციაში და წნეხში იყო, რომ მათთვის ინფორმაციული ვაკუუმის გამო არ იყო კარგად ცნობილი საბჭოთა და კომუნისტურ წყობილებასთან მებრძოლი ადამიანების სახელები. ნაკლებად იცნობდნენ შემდგომში საქართველოს მართლაც და რომ ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას, მაგრამ კარგად ახსოვდათ თავისი ანტიკომუნისტური ვითომდა საქმიანობის მომნანიებელი მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას შვილი ზვიად გამსხურდიას მოღალატური მონანიება-აღსარებები.
კომუნისტებმა 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიის შემდეგ და საბჭოთა კავშირის დაშლისას, ისე რაღაც ძალიან უმტკივნეულოდ გადააბარეს ხელისუფლება ზ. გამსახურდიას და მის პოლიტიკურ გაერთიანებას “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”, რომ დღეს უკვე აშკარად ჩანს, რომ რაღაც საეჭვო გარიგებები არსებობდა მათ შორის. უნდა ითქვას, რომ იმათ ვინც ხელი შეუწყო ზვიად გამსახურდიას მოსვლას ხელისუფლებაში კარგად გათვალა, რომ ეს პიროვნება იყო ამავე დროს შინაგანად გაუწონასწორებელი ადამიანი. ფაქტიურად მედროვეები და მისი საკუთარი ოჯახის წევრებიც კი კარგად იყენებდნენ მის ამგვარ, ვიტყოდი, ავადმყოფურ მდგომარეობას. ჩემი აზრით, ეს გამოწვეული იყო მისი შიშებით და ამგვარად მართვა კი არაპროგნოზირებად რეალობას ქმინდა და ხვალ რას იზავდა და მოიმოქმედებდა ძნელი გამოსაცნობი იყო.
ზვიად გამსახურდიამ მოახდინა ფაქტიურად ხელისუფლების უზურპაცია. შემოიტანა სახელმწიფოს მართვის სისტემაში და იურიდიულ სივრცეში პრეზიდენტის ინსტიტუტი, როცა ეს არ იყო განსაზღვრული არც სახალხო რეფერენდუმით, არც კონსტუტუციით. მან თავის მონა-მორჩილ პარლამენტში დაინიშნა თავისი თავი უზენაეს საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ და შემდეგ უკვე პრეზიდენტად აარჩევინა თავი.
სამწუხარო ის იყო, რომ ვითომდა პატრიოტული ძალა და პარტია “მრგვალი მაგიდა” – თავისუფალი საქართველო”, ვერ მართავდა პოლიტიკურ პროცესებს იმგვარად, რომ მოეხდინა ყველა საქართველოს მოქალაქის იდეოლოგიურ-პოლიტიკური გაერთიანება მამულის სამსახურში. ისე მაგალითად, როგორც მოხდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც კეთილგონივრად გაერთიანდნენ ერთმანეთში და შედარებით იოლად გამოეხსნენ საბჭოთა და რუსეთის იმპერიებს. ამაში მათ ხელს უწყობდა ისიც, რომ მათ ჩვენთან შედარებით ახალი დაკარგული ქონდათ დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრივი მართვა იცოდნენ. იქ კომუნისტი და ეროვნული მოღვაწე ქვეყნის საკეთილდღეოდ უმტკივნეულოდ გაერთიანდა, მათ მობილიზებულად დალუქეს ყველა ფაბრიკა-ქარხანა და მხოლოდ რუსეთისგან საბოლოოდ გათავისუფლების შემდეგ აამუშავეს. ჩვენსავით სახელმწიფო ქონება თურქეთში ჯართად სრულიად უპასუხისმგებლოდ არ გაუყიდიათ.
ამასთან, დაიწყეს კომუნისტების დატოვებული ქონების განაწილება და დაუშვეს შეცდომები, რომელმაც ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა. ამავე დროს შეცდომები დაუშვეს სამეზობლო ქვეყნებთანაც. შიდა და გარე პოლიტიკური გაურკვევლობა ეკონომიკურ დესტაბილიზაციას აღრმავებდა.
დასავლეთ ევროპის პოლიტიკოსები დაკვირვებით აკვირდებოდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და 1989 წლის ცხრა აპრილის სისხლიანი ტრაგედიის შემდეგ მათში ჩამოყალიბებული სიმპათიები ჩვენი ქვეყნის მიმართ თანდათან იცვლებოდა, რადგან სახეზე იყო პოლიტიკური სიბეცე, ეკონომიკის მართვის უმწიფარობა, სტაგნაცია და ვარდნა. ამავე დროს აშკარად არ მოსწონდათ და აღიზიანებდათ ის ფაშისტური და ნაციონალისტური თუ ნაცისტური ლოზუნგები და იდეოლოგია, რომლის ქადაგებაც (“საქართველო ქართველებისთვის”) ამ ჭრელ ნაციონალურ სივრცეს უფრო და უფრო აპირისპირებდა ერთმანეთთან. არავითარი მოქალაქის ან საერთოდ ადამიანის უფლებების დაცვასთან საქმე არ ქონიათ. ამან მართლაც საქართველო, სადაც ყველანაირი ნაციონალობის და რჯულის ადამიანი ცხოვრობდა სრულ კატასტროფამდე მიიყვანა.
ამავე დროს არ ყავდათ საჭირო კადრები, რომლებმაც ქვეყნის მართვა იცოდნენ, საქმე იცოდნენ, ეკონომიკა და სტრუქტურები იცოდნენ.
არანაირი რეფორმები არ ტარდებოდა, არც პრივატიზაციის, არც მიწის, არც პოლიტიკური მშენებლობის. იქამდე დავიდნენ, რომ სოციალიზმი გამოაცხადეს ეკონომიკის მართვის საწყისად და როდესაც მომზადებული მიწის და სხვა რეფორმები შეიტანეს ზ. გამსახურდიასთან შესათანხმებლად, გადააყენეს კიდეც პრემიერ მინისტრობიდან თენგიზ სიგუა და დანიშნეს ბესარიონ გუგუშვილი.
ის პარტიები და პირები, რომლების ხედავდნენ, რომ ქვეყანა იქცეოდა გარე იზოლაციაში და დიქტატურა მზადდებოდა ალაპარაკდნენ ამის შესახებ, მაგრამ გამსახურდიას და მის მთავრობას არავისთან დიალოგი არ სურდა. და პირიქით, როცა მოამაგრეს ძალოვანი სტრუქტურები, პირველ რიგში ეროვნული გვარდია და შსს დაიწყეს მოწინააღმდეგეების დაპატიმრება მათი არგუმენტების მოსმენის და გვერდში ამოყენების ნაცვლად.
აფრენილი თვითმფრინავი უცბად უკან დასვეს და ისე დაიჭირეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები გია ჭანტურია და ირინა სარიშვლი, მამუკა გიორგაძე. შემდეგ – კონორეჟისორი გოგა ხაინდრავა, მხედრიონის ლიდერი ჯაბა იოსელიანი. ხელს უშლიდნენ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ოპოზიციურ ლიდერებს ხელი, რომ არ შეეშალათ 1991 წლის 23 აპრილს საქართველოს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით აიკრძალა პატიმრობაში მყოფ პირებს კენჭისყრა პრეზიდენტის პოსტზე, ჩამოერთვათ იურიდიული უფლებები. აიკრძალა კიდეც პარტიების რეგისტრაცია და პრესის რეფორმაც შეჩერდა
გაზეთები გააუქმეს, ტელევიზია გაიფიცა და ქუჩაში დაჯდა, დააპატიმრეს და გაყარეს სამსახურებიდან წამყვანი დიქტორები მათ შორის ვალერი კვარაცხელია. ზვიადის გვარდიის ლიდერი ლოთი ქობალია შეიჭრა “იმელის” შენობაში და დაარბია ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერის ირაკლი წერეთლის ოფისი. ახლა აბსურდული ბლოკადა გამოუცხადეს რუსეთის იმპერიას და გადაკეტეს სამტრედიასთან რკინიგზა ვითომ ამით ვინმეს რამეს დააკლებდნენ.
თბილისის მოსახლეობის უმეტესობა მხარს აღარ უჭერდა გამსახურდიას რეჟიმს და ჩატარდა კიდეც 70 ათას კაციანი მიტიგი მისი გადადგომის მოთხოვნით. ამის საპირისპიროდ, პრეფექტებს ჩამოყავდათ ავტობუსებით რაიონებიდან მაცხოვრებლები და ქალაქი აქციეს დიდ საკარვო მიტინგად. ჯაბა წერდა თავის წიგნში “საველე კარვებით გარემოცული მთავრობის სასახლე ცენტრალური ბაზრის შენობას, შორიდან კი ყორჩიხა-ხანის საომარ ბანაკს გავსო” და მართლაც, სახელმწიფო მანქანას თანდათან და სწრაფად ეკარგებოდა სახელმწიფოებრივი სახე და ერთგვარ კომიკურ-პროვინციალური სპექტაკლის დეკორაციას ემსგავსებოდა.
საიდანღაც გამოვიდნენ ვითომდა ზ. გამსახურდიას მხარდამჭერებად რაღაც გაურკვეველი მენტალობის ადამიანები და განსაკუთერებით ქალები, რომლებიც ზვიადის სურათებით ათენებდნენ და აღამებდნენ მთავრობის სახლის წინ, სანთლებს უნთებდნენ და ეთაყვანებოდნენ მის სახებას. და ისინი თავისდაუნებურად ახდენდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის სრულ დისკრედიტაციას.
ზვიადის ქალების ლოზუნგები იყო: “ძირს საფრანგეთის პრეზიდენტი მიტერანი! ძირს ამერიკის პრეზიდენტი ბუში! ჩვენი მესია ზვიადია, “ზვიადი საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო”. ზვიად გამსახურდია და სამშობლო ერთ რანგში აიყვანეს.
საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ძალიან უმართავი და არაპროგნოზირებადი გახდა. ადამიანები დადიოდნენ მიტინგებზე და არა სამსახურებში.
დაუპირისპირდნან მთელ ევროპულ პოლიტიკურ სპექტრს და ამერიკას. დასავლეთი კი ითხოვდა რეფორმებს და საქართველოში ამის ჩამტარებელი კაცი შვილი არ იყო.
ზვიად გამსახურდია გადავიდა საზოგადოების მართვის დიქტატურულ მეთოდებზე. არანაირი დემოკრატიის ნიშანწყალი არ იყო. მისი პოლიტიკური სიბეცე და ამპარტავნობა სახეზე იყო. თანდათან სულ რამდენიმე თვეში ქვეყანა მივიდა თვითიზოლაციამდე.
ასევე ზვიადი დაეჯახა იმ ქართულ პატრიოტულ მენტალიტეტს, რომელსაც თავს რუსეთმა დაატეხა 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კოშმარი. მოსახლეობა, რომელსაც ჰაერივით ესაჭიროებოდა და სურდა თავისუფლება და ღირსეული ცხოვრება სხვა ქვეყნების გვერდიგვერდ ჩავარდა ზვიად გამსახურდიას ნამდვილად არადემოკრატიულ და არაცივილიზებულ, ჩამორჩენილ მმართველობაში.
კრიზისი უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ეს ვითომდა ეროვნული ხელისუფლება იძულებული გახდა რუსეთის მმართველების და განსაკუთრებით სამხედროების დიქტატს დამორჩილებოდა. ამ დროს საქართველოს მყიფე დამოუკიდებლობის სიტუაცია ქონდა. სხვა ქვეყნებიდან საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, აღიარების პროცესი ის ის იყო მიმდინარეობდა. ხელფასებიც კი რუსეთიდან რიგდებოდა. ქონება რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი და ბევრი ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები და გარიგებები მოსახელობისათვის უცნობი რჩებოდა. ფაქტიურად რუსეთის სამხედრო ბაზების და შტაბების არსებობის პირობებში საქართველომ დამოუკიდებლობა მიიღო და შემდგომში ცდილობდა ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას.
დღეს მე ვფიქრობ, შეიძლება მაშინდელი ურაპატროტი საზოგადოება ზედმეტად მომთხოვნიც იყო ზვიად გამსახურდიას მიმართ, რომელმაც პრეზიდენტად გახდომის შემდეგ დაიწყო ერთგვარი დამთმობი პოლიტიკის გატარება რუსეთის ხელმძღვანელთა მოთხოვნებისადმი.
რუსეთშიც მიმდინარობდა კომუნისტური მმართველობის დემონტაჟი და დემოკრატიული ძალების მოსვლა ხელისუფლებაში, როდესაც აქაც მოხდა გაუთვალისწინებელი მოვლენა – სამხედრო ძალოვანმა სტრუქტურებმა სცადეს აღედგინათ კომუნისტური მმართველობა და გამოაცხადეს განსაკუთრებული მდგომარეობა (ეგერთწიდებული „გე-კა-ჩე-პე“). მაგრამ მთელი მოსკოვის მოსახლეობა დაწვა ტანკების ქვეშ და ბოლოს შედარებით დემოკრატი მმართველის ბორის ელცინის გუნდს ჩაუვარდა მმართველობა. ამ გადატრიალების მცდელობისას ზ. გამსახურდიამ დაიკავა ორჭოფული პოლიტიკა და ეს უკვე აღარ აპატიეს თავისივე მეგობარმა მინისტრებმა და დაიწყო კიდეც სამოქალაქო ომი თბილისში და შემგომ ეს სამოქალაქო ომი გავრცელდა სამაჩაბლოშიც, სამეგრელოშიც და აფხაზეთშიც.
ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩამოვიდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჟურავლიოვი და ზვიადის გვარდიის დაშლა დაავალა (რომელიც თავის დროზე მას სწორედ თავის საყრდენ ძალოვან სტრუქტურად უნდოდა გამოეყენებინა) და გადაყავს შსს დაქვემდებარებაში. ვითომდა კრემლს ეწყინებაო საბჭოთა ჯარის პარალელურად გვყავდეს ჩვენი ჯარიო. აი, ამაზე კი უკვე სერიოზული დამანგრეველი კონფლიქტი შეიქმნა ზვიად გამსახურდიას მთავრობაში და მას დაუპირისპირდნენ საკუთარი ძალოვანი მინისტრი თენგიზ კიტოვანი და პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა.
ეს რა თქმა უნდა აღიზიანებდა იმ საზოგადოებას, რომელსაც სურდა რუსეთისაგან რეალური დამოუკიდებლობა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ზვიადის შემდეგ ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ გაექცა რუსეთის ამ ზესახელმწიფოს ძალიან სერიოზულ დაინტერსებას საქართველოს მიმართ. და ყველა გახდა იძულებული დადგომოდა ამ ქვეყნის მიმართ დათმობის პოლიტიკას. თუმცა ეს დათმობა მოხდა სამაჩაბლოს, აფხაზეთის დაკარგვის და 1992-1993 წლების, 2008 წლის ომების მსხვერპლის შემდეგ. ტერიტორული მთლიანობის აღდგენის კუთხით ამ დათმობებს არანაირი შედეგები არ მოუტანია. და ხვალ კიდევ შეიძლება მეტი უბედურება მოხდეს.
ეგზალტირებული და შესაძლოა ინსპირირებული მოვლნები სწრაფად განვითარდა. უნივერსიტეტის ინტელიგენცია კიბეზე დაჯდა აქციით. ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რეფორმების ჩატარებას, დამოუკიდებლობას და ეკონომიკურ აღორძინების გზაზე გადასვლას. გააქტიურდა რუსთაველის საზოგადოება და სახალხო ფრონტი. რუსთაველის პროსპექტზე ორი მოწინააღმდეგე მიტინგი ჯერ ავტობუსებით გაყვეს და შემდეგ შეეჯახნენ ერთმანეთს კიდეც. ამავე დროს მოხდა განხეთქილება და კრიზისი დაიწყო თვით გამსახურდიას მომხრებში. დეპუტატებმა ვაჟა ადამიას თაოსნობით და “მერაბ კოსტავას” საზოგადოება ტოვებს უზენაესი საბჭოს. სახეზე იყო პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი.
თბილისი იდგა ყალყზე.
ამ კაცს, ზვიად გამსახურდიას, სურდა ერთპიროვნული მმართველობა და მეფობა და არა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითრება და მართვა საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებების დაცვით. და ამის საპასუხოდ მან მიიღო კიდეც მოქალაქეთა უკმაყოფილება და ბოლოს თავის გასროლილ ტყვიებს მოჰყვა პასუხი ცეცხლით და დააქციეს კიდეც თბილისი. სწორედ ეროვნული გვარდია ორად გაიყო და ცეცხლი დაუშინა ერთმანეთს. სრულიად უდანაშაულოდ დაიღუპა თბილისის ბევრი მოქალაქე, გადაიწვა და დაინგრა რუსთაველის პროსპექტი, სოლოლაკი, ვერა. ეს იყო ახლადდაბადებული სახელმწიფოსთვის სრული სისხლიანი კრახი.
შემდეგ ზვიადის ავტორიტარულმა რეჟიმმა და უმწიფრობამ პოლიტიკური სპექტრი იმდენად გააღარიბა, რომ ჩიხში შევიდნენ. ვინ უნდა მოსულიყო საქართველოს სახელმწიფოს სათავეში ისეთი, რომელიც იცნობდა ქვეყანას, ჰქონდა საერთაშორისო კავშირები და გავლენები და შედარებით დემოკრატიისკენ შეეძლო გადაედგა ნაბიჯები. რა თქმა უნდა ასეთი პოლიტიკურ არენაზე მაშინ ჩანდა მხოლოდ ყოფილი კომუნისტი და რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ეროვნებით ქართველი ედუარდ შევარდნაძე. რეალურად რა ძლები იდგა მისი ჩამოყვანის საწყისებთან თითქოსდა ცნობილია, რომ ეს იყო იმ დროისთვის ჯერ კიდევ ძლიერი კომუნისტურ-მაფიოზური წრეები, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ეს აქცია ვიზუალურად განახორციელა პატრიოტული გაერთიანება “საქართველოს მხედრიონის” ლიდერმა ჯაბა იოსელიანმა, მისმა გუნდმა და ინტელიგენციის იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც მას პირადად იცნობნდნენ და ენდობოდნენ. თუმცა შემდგომში ბატონი ჯაბა იოსელიანი მის ჩამოყვანას უკვე გადააფასებს და იტყვის რომ “ძველ ტიკჭორაში ახალი ღვინო არ ჩაისხმევა!”. რადგან ისევ გაგრძელდება ერთპიროვნული მაართველობისკენ მისი სწრაფვა და პრეზიდენტის ინსტიტუტის უფრო გაძლიერება.
ედუარდ შევარდანძეს დიდი იმედებით დახვდა აეროპორტში თბილისის ინტელიგენცია და საზოგადოება, რომელიც დაღლილი იყო გაუსაძლისი ყოფა-ცხოვრებით და ომით და უკვე სურდა მშვიდობა და სტაბილურობა. მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოში დემოკრატიული წყობის ნაცვლად ახლა უკვე ნახევრად-კომუნისტური ფსევდოდემოკრატიული მმართველობა დაამყარდა. საქმე ის იყო რომ ბატონმა ედუარდმაც არ იცოდა როგორ უნდა ემართა ქვეყანა სხვაგვარად არაავტორიტარულად და არც მან ჩაატარა რეფორმები და მანაც ქვეყანა შეიყვნა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჩიხში. ედუარდ შევარდანძეც ვერ განთავისუფლდა მასში კარგად გამჯდარი საბჭოთა ადმინისტრაციული მმართელობის ბიუროკრატიული სისტემის არსისგან. თუმცა მის დროს გახდა საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა.
მის დროს უკვე სხვაგვარად დააქციეს საქართველო, ჩაატარეს ნულოვანი პრივატიზაცია და გაიტანეს მთელი ფაბრიკა-ქარხნები ჯართად. ეკონომიკა განიცდიდა დიდ სტაგნაციას. დენის, გაზის, საწვავის მაფია ცალკე ანადგურებდა გაძარცულ ქვეყანას.
თავდაპირველად ედუარდ შევარდნაძემ აიღო სწორედ ორიენტირი – ევროკავშირზე და ამერიკასთან ურთიერთობის დლაგებაზე. სურდა კიდეც, რომ აქ განლაგებულიყო ამერიკის და ნატოს ჯარები, მაგრამ მაშინდელმა პოლიტიკოსებმა ბატონი ედუარდი ჩაითრიეს საშიშ თამაშში, ფაქტიურად არაფრით არ დაეხმარნენ და ამის გამო დაპირისპირებული რუსეთის ხელისუფლება უკვე ჩვენი უთაობით მოწყობილ პროვოკაციას აღვივებს აფხაზეთში და საბოლოოდ განაიარაღებულ რეგიონს დავკარგავთ კიდევაც.
ორივე რეჟიმმა დაუშვა ერთი და იგივე საბედისწერო შეცდომა ზვიადიმ გააღვივა ომი საკუთარ მოსახლეობასთან სამაჩაბლოში, შევარდანძემ აფხაზეთში და ორივემ ამ დანაშაულებრივი შეცდომით დაკარგა ყველაფერი. ამ მმართველობებს საყოველთაოდ აღიარებულ დემოკრატიულ პრინციპებთან არ ქონდათ საერთო არაფერი.
მაგრამ ქვეყანაში იყო სამშობლოზე შეყვარებული, გულანთებული პატრიოტი ხალხიც. რომელსაც რეალურად არც ახედებდნენ პოლიტიკურ პროცესებში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იყენებდნენ, რომ იტყვიან საზარბაზნე ხორცად.
ეს თქვენი წიგნი არის საქართველოს თავდადებულ შვილებზე, მეომრებზე, რომლებიც მართლაც რომ ალალად და სრულიად უანგაროდ დადებენ თავს დემოკრატიისათვის და სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. მე მესმის მათი გულსფექვაც. მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან უკვე კარგად გამოჩნდა ის პოლიტიკური მოღალატური დანაშაულები, რომელთაც მათ დაუბნელა თვალის ჩინი, მაგრამ უდაოდ შეწირულ პატრიოტებად და გმირებად აქცია. ისინი ჩაიწერენ ჩვენი მამულის დიდების წიგნში დიდება მათ სახელებს და აფერუმ მათ ვაჟკაცობას. რაოდენ უსუსურად გამოიყურებიან წასული და მიმდინარე პოლიტიკანები მათ თავდადების ფონზე.
არც ერთს, არც გამსახურდიას და არც შევარდანძის რეჟიმებს არ აწყობდათ მხედრიონის სამხედრო ორგანიზაცია, მით უმეტეს მისი პოლიტიკაში მოსვლა.
ე. შევარდანაძის პოლიტიკა გახდა ეროვნული თავისუფლებისაკენ მიმართული ძალების დისკრედიტაცია და მათი როლის და ამაგის დაკნინება. იმისთვის, რომ მის ავტორიტარულ რეჟიმს შეიარაღებული პატრიოტი, რომელიც მართლაც დემოკრატიისათვის და სამშობლოსათვის იბრძოდა იარაღი არ აეღო ხელში მის წინააღმდეგ, ლოზუნგად გაიხადა – “ყველა მეომარი ციხეში” და ყველაზე ავტორიტეტულები ტერორისტული აქტებით ამოახოცინა.
ამისთვის იყენებდა ძველ კომუნისტურ მეთოდს ცრუ ინფორმაციების და რეალობის შეზავებით ახდენდა საზოგადოებრივი აზრის იმგვარად ფორმირებას, რომ მას რაც გინდა დაეშავებინა სწორედ მისთვის მიეცათ მხარი და მოწინააღმდეგეს თვით ეგზალტირებული პოლიტიკანები გაუსწორებოდნენ. მიქსევა-მოქსევა მისი მეთოდი იყო.
ბატონმა ჯაბამ არაერთხელ მიუთითა, რომ საქართველოში მორიგი ავტორიტარული რეჟიმი მყარდებოდა და ქვეყანა ინგრეოდა, მაგრამ სანამ საქართველოს მხედრიონი და გვარდია სამოქალაქო ომში იყო გადართული და მიცვალებულს მიცვალებულზე მოასვენებდა ედუად შევარდანძემ მოასწრო და თბილისში შემოიკრიბა თავისი მე ვიტყოდი არა პოლიტიკოსები, არამედ თანამზრახველები და საკმაოდ გაიმაგრა პოზიციები.
დაიქვემდებარა ასევე ძალოვანი სტრუქტურები და გააძლერა და დააფინანსა მისთვის საჭირო პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებები. და ამის შესანიშნავი მაგალითი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც სურდა ხელში აეღო ძალაუფლება. Eე. შევარდანძემ იმდენად გაიდგა ფესვები, რომ, როდესაც თავისი პოლიტიკური კრახის შემდეგ გადაგდა, სულ მუხლდაჩოქილები ეხვეწებოდნენ დარჩენას.
ამ პოლიტიკურ თამაშს შეეწირა ახალგაზრდა იმედისმომცემი და ეროვნული პოლიტიკოსი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლედერი გია ჭანტურიაც. ეს ახალგაზრდა კაცი მთელი არსით იმდენად მზად იყო უკვე საქართველოს პრეზიდენტობისთვის, რომ უკვე ასაკიან ედუარდ შევარდნაძეს ზურგში მიყვებოდა და თავისი ქარიზმით და ენერგიულობით გავლენით და ავტორიტეტით მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. ნაკომუნისტარი ედუარდი ამას მთელი არსებით კარგად გრძნობდა და სასიკვდილო განაჩენმა არ დააყოვნა. გია ჭანტურია საკუთარ სადარბაზოსთან დაუნდობლად დაცხრილეს.
კიდევ მიმდინარეობდა სხვა უჩინარი მოვლენები, რომლების დაკავშირებული იყო ტრანსნაციონალურ პროექტებთან და დიდი ფულის კეთების მაფიასთან. იმიტომაც, რომ დაკნინებული მილიციის და შენიღბული უშიშროების საქმის ყურში ყოფნით, დაიწყეს შავი სამყაროს და ქურდების მიერ კონტოლირებადი შავი ფულის კეთება და მართვა.
ამ საქმოსნობაში არ იღებდა მონაწილეობას მხედრიონის და სხვა პატრიოტული ფორმირებების ის ბიჭები, რომელიც წინა ხაზზე სიცოცხლეს წირავდნენ და მიწაში წვებოდნენ. მონაწილეობას არ იღებდნენ ასევე მათი ოჯახებიც, რომლებსაც ტყუილად გაულანძღეს დახოცილი შვილები და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს, რადგან სახელმწიფომ ისინი არ აღიარა გმირებად.
ეს არც იყო გასაკვირი ავტორიტარული სახელმწიფოსგან, მაგრამ გასაკვირი იყო თვითონ მხედრიონისგან, რადგან სათანადო პატივს და ზრუნვას არც ეს ორგანიზაცია მიაგებდა მათ. თანდათან მხედრიონის კრებულშიც კრიზისი შეიქმნა, რადგან მხედრიონის რიგებში გამოჩდნენ ისეთი პირები, რომლებიც ფაქტიურად იგნორირებდნენ მეომრებით, იშოვეს დიდი თანხები მათ ზურგს უკან და უბრალო მეომარი კი თან იბრძოდა, თან შიმშილობდა. ეს განუკითხაობა საბედისწერო გამანადგურებელი შედეგის მომტანი იყო ამ პატრიოტული ფორმირებისთვის.
ამავე დროს, მხედრიონი ყველა მხრიდან გაუგებრობაში აღმოჩნდა და ფაქტიურად მისი ბედი გადაწყვეტილი იყო და კიდეც დაიშალა. ყველაზე მეტ უხერხულობაში არიან დღემდე ჩავარდნილი მათი შთამომავლები. “მოქალქეთა კავშირი” და ედუარდ შევარდნაძე მათ მოიხსენიებდა, როგორც ყაჩაღებს და ბანდიტებს. ზვიად გამსახურდია, როგორც უშიშროების აგენტებს და რეჟიმის გადამტრიალებლებს, როცა ამაში მხედრიონს წვლილი არ მიუძღვოდა.
1991 წლის ბოლოს მხედრიონის დიდი ნაწილი უშიშროების იზოლატორში პატიმრობაში იმყოფებოდა და სულ ათი კაცი გარეთ შიმშილობდა ოპერის ბაღში. მათ ფიზიკურად არ შეეძლოთ სამხედრო და მითუმეტეს არაკონსტიტუციური გადატრიალების განხორციელება.
ზ. გამსახურდიას მმართველ კლანებს საკუთარი დანაშაულებრივი შეცდომები სურდათ ვინმესთვის გადაებრალებინათ და იდეოლოგიური მანქანა აამუშავეს იმ მხრივ, რომ ყველა წარუმატებლობა და ნგრევა დაებრალებინათ იმ საწყალი ათი ბიჭისთვის, რომელიც ოპერის ბაღში დემოკრატიისათვის შიმშილობდა. ე. წ. “სისხლისმელ ბანდად” გამოცხადებულ ჯაბა იოსელიანს და მის ამფსონებს.
“საქართველოს მხედრიონს” არ ქონდა პოლიტიკური სახე და ზვიად გამსახურდიას და ედუარდ შევარდანძის კარგად დაგეშილი პოლიტიკური იდეოლოგიის წყალობით და დახმარებით მას საერთო პატრიოტული მამულიშვილური სახეც დააკარგინეს.
მთავრობის გამოუცდლმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებამ და სტიქიურმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია ქართველი ერის გახლეჩა იმითაც, რომ სხვა ეთნიკურ ჯგუფებზე დაპირისპირებამ უკურეაქცია მიიღო და ახლა თვით ქართველები დაეჯახნენ ერთმანეთს. საქართველოს მთავრობას იმდენად აერია შიდა ვითარება, რომ არ დარჩა დრო და საშუალება დაელაგებინა ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკასთან, რუსეთთან და ევროპასთან.
ამდენად საქართველო იმყოფებოდა ცაიტნოტში და მზადდებოდა სამოქალაქო ომი, რომლის სათავეში აღმოჩნდა თვით ზვიად გამსახურდიას აგრესიული პოლიტიკის ყოფილი გამტარებლები პრემიერ მინისტრი თენგიზ სიგუა და ეროვნული გვარდიის სარდალი თენგიზ კიტოვანი, ასე რომ ვთქვათ არაპროფესიონალი მეგობარ-მინისტრები და მათი მომხრეები. ეს დაპირისპირება გადაედო მთელ ქვეყანას. სამხედრო გადატრიალება გადაიზარდა სამოქალაქო ომში.
დაზარალდა მაშინდელი პოლიტიკური სპექტრიც და მხედრიონის პატრიოტთა გუნდიც. რადგან ისინი იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები და საკუთარი სიცოცხლის დათმობა მოუწიათ სხვისი არაკეთილსაიმედო საქმეების დასალაგებლად.
ზვიად გამსახურდიას პოლიტიკა საფუძვლად დაედო ედუარდ შევარდანძის პოლიტიკას, რომელმაც შთანთქა როგორც “მხედრიონი”, ასევე ბევრი პატრიოტი პოლიტიკოსი და დაჯგუფება. მიუხედავად იმისა, რომ მას უფრო მეტი პოლიტიკური გამოცდილება ქონდა, ვერც მან დააბალანსა საგარეო პოლიტიკური კურსი, ხან რუსეთის პრეზიდენტს ხვდებოდა, ხან ამერიკის პრეზიდენტს, ხან გერმანიის კანცლს და სხვებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მოუწია მაინც რუსეთის მიერ შექმნილ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (ეს-ენ-გე) შესვლა, თუმცა უკვე დაკარგა ჩვენი ძირძველი მიწაწყალი სამაჩაბლო და აფხაზეთი.
ე. შევარდანძემ შექმნა მართვის ნახევრადკომუნისტური კლანური მმართველობის სტილი, თავისი კორუფციული მანქანით და საეჭვო ეკონომიკური გარიგებებით და, საბოლოოდ, ეკონომიკური სტაგნაცია, უშუქობა და გაჭირვება დაიწყო. ამ დროსაც ვერ გაიშალა მუშაობა ახალ კაპიტალისტურ სისტემაზე გადასასვლელად, არ შეიქმნა საშუალო კლასი და მოსახლეობა უკიდურესად გაღატაკდა. გაიყინა ხელფასები და პენსიები, საქართველოს მოსახლეობამ მასიურად დატოვა სამშობლო და უცხო ქვეყნებს შეაფარა თავი.
თუ ზვიად გამსახურდიას მომხრეებში ყავდა დაბალი სოციალური მდგომარეობის ქალბატონები დამცველებად და მაამებლად, ბატონმა ედუარდმა შემოიკრიბა ქართული ინტელიგენციის და პოლიტიკოსთა ეგრეთწოდებული ბომონდის ქალბატონები და ახლა ისინი გვმოძღვრავდნენ ტელევიზიიდან. ამ ყველაფერმა ორივე შემთხვევაში ტრაგიკომიკური სახე მიიღო. ედუარდ შევარდანაძე მხოლოდ საკუთარი სკამის