ეს არის ჩვენი სისხლით, ჩვენი ტკივილით, შრომით მოპოვებული დამოუკიდებლობა

დღევანდელი აქციის მიზანი იყო კიდევ ერთხელ გვერდში დავდგომოდით ერთმანეთს, ჩაგვეხედა ერთმანეთისთვის თვალებში და გვეთქვა, რომ დამოუკიდებელ საქართველოზე მეტი ფასეულობა არ არსებობს – დამოუკიდებელ საქართველო ალტერნატივა არ აქვს და არავინ არ დაუთმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს მათ, ვინც გარედან უნდათ მართონ ეს ქვეყანა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს აქვთ სურვილი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა შეუზღუდონ და ნაცვლად იმისა, ქართველი ხალხი იღებდეს გადაწყვეტილებას, ვინ სურს, მართავდეს ქვეყანას და როგორ, ამ გადაწყვეტილებებს მცირე ჯგუფები უცხოეთიდან კარნახით იღებდნენ.

„ეს არის ჩვენი სისხლით, ჩვენი ტკივილით, შრომით მოპოვებული დამოუკიდებლობა, რომელიც დღეს უნდათ, შეგვიზღუდონ, ფრთები შეაჭრან ამ ქვეყანას და ნაცვლად იმისა, რომ ქართველმა ხალხმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, როგორი ქვეყანა უნდა, როგორ უნდა იმართებოდეს, ვინ უნდა მართავდეს მას, ამ გადაწყვეტილებებს იღებდნენ მცირე ჯგუფები ქვეყნის გარედან კარნახით. დღეს ამ საზოგადოებამ უთხრა ზუსტად ის სათქმელი, რომელსაც ქართველი ერი ყოველ ჯერზე აი ასეთი მომენტები როდესაც დგება ხოლმე, გამოდის და ამბობს ერთ სათქმელს, რომ დამოუკიდებელ საქართველო ალტერნატივა არ აქვს და არავინ არ დაუთმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს მათ, ვინც გარედან უნდათ მართონ ეს ქვეყანა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

  • -

    კახა კალაძე – ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როცა თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დაესხა

    ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კახა კალაძის თქმით, როდესაც თანამდებობის პირს ვიღაც…

    ვისი ინსტრუქციით არის გადაწყვეტილებები მიღებული, ერთი ადამიანისგან საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს მიღმა, ესეც აღარ ვიცით

    პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილი კარების მიღმა. ერთპარტიული შეკრება არის, რომელიც რა გადაწყვეტილებებს ან რატომ იღებს, არავინ იცის,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა,…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *