რომან გოცირიძე – ისეთ საკითხებზე, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტებს ეხება, „ქართული ოცნება“ არავითარი რეფორმის გატარებას არ აპირებს

175 წაკითხვა

ისეთ საკითხებზე, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტებს ეხება, „ქართული ოცნება“ არავითარი რეფორმის გატარებას არ აპირებს – არ შეასრულებენ რეკომენდაციებს, რაც მათ ძალაუფლებას შეასუსტებს, – ასეთია ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის შეფასება.

პარლამენტში გამართული შეხვედრიდან გამოსულმა გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლება არსებითი ხასიათის ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს. მან ამ კონტექსტში მართლმსაჯულების რეფორმა და საარჩევნო კანონმდებლობა დაასახელა.

გარდა ამისა, გოცირიძის ინფორმაციით, მმართველი გუნდი არც სამუშაო ჯგუფების შექმნას აპირებს, სადაც ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებების, მათ შორის ოპოზიციის ალტერნატიული შეთავაზებების განხილვა იქნებოდა შესაძლებელი.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციამ პროცესს საკუთარ მცდელობები არ უნდა დააკლოს.

„არის საკითხები, რომელთა ნაწილობრივი შესრულებაა შესაძლებელი და ასევე, არის ისეთი საკითხები, რომელზეც ევროკავშირის მხრიდან არის ნაკლები მოთხოვნა – ეს შეიძლება განხორციელდეს.

Next Post

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ გაარკვია, თუ როგორ ატარებენ კიბერკრიმინალები ექსპერიმენტებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით

სამ თებ 6 , 2024
175 წაკითხვა Kaspersky Digital Footprint Intelligence-ის გუნდმა წარმოადგინა მოხსენება „ჩრდილოვანი ინოვაცია: როგორ ექსპერიმენტებს ატარებენ კიბერკრიმინალები AI-ით ბნელ ქსელში“, რომელშიც სპეციალისტებმა გააანალიზეს შეტყობინებები დარკნეტში ChatGPT-ის და სხვა მსგავსი გადაწყვეტილებების გამოყენების შესახებ თავდამსხმელების მიერ დიდი ენობრივი მოდელების საფუძველზე. „კასპერსკის ლაბორატორია“ იტყობინება, რომ 2023 წელს, ჩრდილოვან ფორუმებსა და სპეციალიზებულ Telegram-ის არხებზე ნაპოვნი იქნა 2890 პოსტი, რომლებიც განიხილავდნენ ნეირონულ ქსელებზე დაფუძნებულ ჩეტბოტებს. პიკი იყო […]