„მივმართავ ყველა არასამთავრობო ვეტერანთა ორგანიზაციას, ყველა ვეტერანს“

4,456 წაკითხვა

„მე, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მებრძოლი და თადარიგის ოფიცერი, ძალოვან სტრუქტურებში დიდი გამოცდილებით, კარგად ვაცნობიერებ ქვეყანაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას, დღეს ყველაზე მეტად ვჭირდებით ქვეყანას და საკუთარ ხალხს“ – აცხადებს ემზარ ქვარიანი „მედიაპრესთან“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას. ქვარიანი ამბობს, რომ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა არასამთავრობო თუ პოლიტიკური ძალების გაერთიანების საჭიროება წარმოქმნა:

„მივმართავ ყველა არასამთავრობო ვეტერანთა ორგანიზაციას, ყველა ვეტერანს, ყველა გულანთებულ პატრიოტს, გავერთიანდეთ „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობის“ და ამ ღირსეული ადამიანის – გია ბერძენიძის  გარშემო. კიდევ ერთხელ გავძლიერდეთ და ერთიანი ძალებით ვიბრძოლოთ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

მე, ემზარ ქვარიანი, ამ დიდ ბრძოლაში პირადად გია ბერძენიძის და „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ გვერდით დავდგები, ერთგულად ვიბრძოლებ მის გვერდით მომავალ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რათა ვეტერანთა  ყველაზე დიდ მოძრაობას თავისი წარმომადგენლობა ჰყავდეს საკანანმდებლო ორგანოში. ვინც ფიქრობთ, რომ გია ბერძენიძე არის ის ადამიანი რომელიც ნამდვილად იმსახურებს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრას, დროა გავერთიანდეთ. „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ და გია ბერძენიძის სახით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში იქნება ადამიანი, რომელიც თითოეული ვეტერანის ინტერესებს დაიცავს.

Next Post

„ვის არიგებ ჭკუას, სად გაქვს იმდენი, რომ სხვა დაარიგო” – მეუფე იაკობი გიგი უგულავას

კვი მაი 17 , 2020
4,456 წაკითხვა„ციხიდან პატრიაქრის მიმართ გიგი უგულავას მიერ გარკვეული გზავნილები იყო. ვის არიგებ ჭკუას, სად გაქვს იმდენი, რომ სხვა დაარიგო, – ასე მიმართა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას. როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, უგულავა და ოქრუაშვილი არ არიან პოლიტპატიმრები, თუმცა “მათ საქმეში პოლიტიკა, რომ ჩარეული იყო ჩანდა“. „გათავისუფლება მივულოცე, ნებისმიერს მივულოცავ. რახან ეს მოხდა მე ვფიქრობ, რომ დიდი […]