„საქსტატი“ – აპრილში ეკონომიკა 11.8%-ით გაიზარდა

371 წაკითხვა

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.8% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0% განისაზღვრა.

სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

„საქსტატის“ ცნობითვე, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.

Next Post

მიხეილ სააკაშვილი - მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ

პარ მაი 31 , 2024
371 წაკითხვამივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ. ეს რთული გზაა – დაუღალავები, შეუპოვრები და დაუმორჩილებლები უნდა ვიყოთ!- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილი მიმართავს ახალგაზრდებს, რომ მათ თანამებრძოლად მიიღონ. „მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ. ეს რთული გზაა – დაუღალავები, შეუპოვრები და დაუმორჩილებლები უნდა ვიყოთ! ჩვენ მარტივი არჩევანი გვაქვს – კონსტიტუციას ვიცავთ, მყარად ვადგავართ ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებასა და […]

შესაძლოა მოგეწონოთ