ძალიან უცნაურად გამოიყურება ქალბატონი სალომეს განცხადება-ნინო ბურჯანაძე

296 წაკითხვა

ყველამ თავის პასუხისმგებლობაზე უნდა ისაუბროს და ცუდი არ იქნებოდა, პრეზიდენტს ერთი სიტყვა თვითკრიტიკულიც ეთქვა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პრეზიდენტი რომ თავის ადგილზე ყოფილიყო, ხელისუფლება ასე ვერ გათამამდებოდა.

„ძალიან უცნაურად გამოიყურება ქალბატონი სალომეს განცხადება. ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა პრეზიდენტისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა თავშია. არ ვგულისხმობ მხოლოდ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესს. პრეზიდენტი რომ თავის ადგილზე ყოფილიყო, რომ შეესრულებინა ის მინიმალური ფუნქციებიც კი, რომელიც მას ჰქონდა და აქვს მინიჭებული კონსტიტუციით, დღეს ქვეყანაში სრულიად სხვა ვითარება იქნებოდა. დაწყებული სასამართლოების შესახებ კანონზე ვეტოთი, რომელიც ძალიან სერიოზული განაცხადა იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან. არ აქვს მნიშვნელობა ვეტოს გადალახავდნენ თუ არა. ხელისუფლება ასე ვერ გათამამდებოდა პრეზიდენტი რომ თავის ადგილზე ყოფილიყო.

Next Post

შალვა პაპუაშვილი - მერაბიშვილმა სასჯელი კი მოიხადა მაგრამ...

ორშ თებ 13 , 2023
296 წაკითხვამართალია, ვანო მერაბიშვილმა კანონის წინაშე სასჯელი მოიხადა, თუმცა დანაშაულს აქვს როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური განზომილება და ის დანაშაულები, რომელიც მან ჩაიდინა, არანაირად არ აძლევს მორალურ უფლებას იყოს აქტიურ პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოლიგარქიულ მმართველობას უკვე თავადაც ადასტურებენ.