ჯანდაცვის სამინისტრო – ნეონატალური ასაკის ინტენსიური მოვლა და მკურნალობა, სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება და არ საჭიროებს თანაგადახდას, ისევე, როგორც მშობიარობა და საკეისრო კვეთა

293 წაკითხვა

ნეონატალური ასაკის ინტენსიური მოვლა/მკურნალობა, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სრულად და არ საჭიროებს თანაგადახდას, ისევე როგორც მშობიარობა და საკეისრო კვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

„ცალკეული მედიასაშუალებისა და ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნეონატალური ასაკის ინტენსიური მკურნალობა მხოლოდ 70%-ით ფინანსდება და მოქალაქეს 30%-იანი თანადაფინანსების გადახდა უწევს, არ შეესაბამება სიმართლეს და სახელმწიფო პროგრამის მიზანმიმართულ დისკდრედიტაციას ემსახურება.

მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებისას, ორგნიზაციებმა, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ ინფორმაციის გადამოწმება.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ნეონატალური ასაკის ინტენსიური მოვლა/მკურნალობა, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სრულად და არ საჭიროებს თანაგადახდას, ისევე როგორც მშობიარობა და საკეისრო კვეთა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, მიმართულია მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Next Post

ვახო მეგრელიშვილი - რომ დავფიქრდი, პრინციპში, რატომაც არა, მზის შუქზე გასეირნება შეიძლება ადამიანის უფლება იყოს

ხუთ იან 18 , 2024
293 წაკითხვარომ დავფიქრდი, პრინციპში, რატომაც არა, მზის შუქზე გასეირნება შეიძლება ადამიანის უფლება იყოს – მიხეილ სააკაშვილი ამის შემდეგ იქნება სრულიად იდეალურ მდგომარეობაში, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმრების მდგომარეობის შესახებ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნას და რეკომენდაციებს გამოეხმაურა. მეგრელიშვილის განცხადებით, დასკვნის თანახმად, სააკაშვილს „ვივამედში“ კარგად უვლიან. ამასთან, მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ „სააკაშვილს გარეგნულადაც ეტყობა, ჭამის პრობლემა […]