„ახლა სახალხოდ მოგახდევინებთ ბოდიშს!“ – ლალი მოროშკინა

2,431 წაკითხვა

ჟურნალისტი და ბიზნესმენი ლალი მოროშკინა ტელეკომპანია „ფორმულა“-ს, გადაცემა „შაბათის ფორმულა“-ში გასული სიუჟეტის გამო უჩივის.

საკითხი ეხება ქალაქ სიღნაღში ჩატარებულ მაჰათმა განდის 150 წლის იუბილესადმი  მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც ლალი მოროშკინას და ირაკლი კაკაბაძის ინიციატივით ჩატარდა მის კუთვნილ სასტუმროში, რაზეც “ფორმულა”-ს მასალაში ითქვა, რომ ღონისძიება ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ლალი მოროშკინას თქმითვე, „ფორმულა“-ს ჟურნალისტმა მასთან ჩაწერა ვრცელი ინტერვიუ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წამი დატოვეს მასალაში.

„მე და ირაკლი კაკაბაძემ გავაკეთეთ განდის დღე ჩემ სასტუმროში. ეს ახვრები იძახიან მერიამ დაგაფინანსათო! ნეტავ მართლა ასეთი გაგებული იყოს მერია, მაგრამ მართლა რომ კაციშვილს არაფერი გადაუხდია? უჭირთ გაგება, რომ ადამიანები ასე ალტრუისტულად იკრიბებიან. ამ ახვარ ნაცებთან ხომ არ მოსულა ადამიანობა.

მეც ჟურნალისტი ვარ და ალტერნატიული ჩაწერა ვაწარმოე იმ ინტერვიუსი, რომელიც „ფორმულაზე“ გავიდა! ნახევარ საათიანი ინტერვიუდან მხოლოდ 1 წამი მისცეს ეთერში! აღიძრა საქმე ტელეკომპანია „ფორმულა“-ს წინააღმდეგ.

მტკნარი სიცრუე, რომელსაც სასამართლო დაამტკიცებს. „ფორმულა“ კეზერას ბრბოვ, განა რამდენი აიღეთ და ირაკლი კაკაბაძის გაშავებაში? ესეიგი განდის დღეობა ბიუჯეტის ხარჯზე?

ახლა სახალხოდ მოგახდევინებთ ბოდიშს! დაიდება ყველა საბუთი! აბა არ გინახივართ ჩვენ ამ ნუსხაში! მერე? აი მერე დიიიდი სიურპრიზი გელით, ძალიან დიდი, თქვე ქვეშ-ქვეშა ვირთხებო! გიჭირთ იმის გაგება, რომ ადამიანი საკუთარ სახლში დაპატიჟებაზე ფულს არ იღებს, ხო? თფუი თქვენი საშუალო სქესი“– წერს ლალი მოროშკინა.

Next Post

„თქვენ ვინ ჩემი ფეხები ხართ“- ვახო მეგრელიშვილი კონფლიქტის დეტალებს ყვება

შაბ დეკ 5 , 2020
2,431 წაკითხვა„გირჩის“ დახურულ ჯგუფში ონლაინ კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც გირჩის 1000-მდე მხარდამჭერი ვახო მეგრელიშვილის მოსაზრებებს უსმენს, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. კონფერენციაში ბოიკოტის ნიშნად არ მონაწილეობს გირჩის ლიდერ ზურაბ ჯაფარიძე. ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ზურა ჯაფარიძე ცდილობდა მის თამაშგარე მდგომარეობაში  დატოვებას. “ნარატივი არის ასეთი, რომ იმ 55 ათასი ხმიდან, რომელიდ “გირჩმა” აიღო 50 ათასი ზურას მოტანილია და ამის გამო „, ხმას რატომ იღებთ საერთოდ, ამის სჯერათ […]

შესაძლოა მოგეწონოთ