1,617 წაკითხვანაცი რომ არ არსებობსდეს, ხელისუფლებას მოუწევდა მისი გამოგონება, – უკეთეს მეხამრიდს ვერასდროს ინატრებდა… რად უნდა მეხამრიდი?! როცა არსებობს ნაცი, ხელისუფლება ნაცებისგან იცავს სახელმწიფოს, ხალხს და საზოგადოებას… აბა, ნაცი რომ არ იყოს, საქმე უნდა იყოს და… საქმე ოხერი რამეა… შრომობ, აკეთებ, ასწორებ, ავითარებ და… სარგებლობას მთელი ქვეყანა ნახულობს.. და რა მერე?! ისედაც ცოტა ხანი ხარ ხელისუფლებაში და ამაზე უნდა დახარჯოს […]
1,504 წაკითხვაპარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ის ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა, რომელიც პარლამენტის ჭიშკარზე აქციის მონაწილეებმა დაკიდეს. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ბოქლომს უბრუნებს. „სამწუხაროდ, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა პირდაპირ ეთერში ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს. ესენი არიან ადამიანები, ვინც თავის დროზე ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ბოქლომი დაადეს მედიას, ბოქლომი დაადეს კერძო საკუთრებას, ბოქლომი დაადეს ინსტიტუტებს და […]
2,060 წაკითხვა«შუახევის საკრებულოს დეპუტატი »ქართული ოცნებიდან» ფატი ჭაღალიძე ბაია პატარაისთან ერთად სასტუმრო «პარაგრაფში», გენდერულ საკითხზე გამართულ ტრენინგებს ესწრება…» — ამის შესახებ ინფორმაციას შესაბამისი ფოტოსურათით ბლოგერი ირაკლი ჯანყარაშვილი ავრცელებს. «ბაია პატარაია ატრეინინგებს ქართული ოცნების დეპუტატებს, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სასტუმროში… როგორ მოგწონთ ეს მოცემულობა?» — რიტორიკულად კითხულობს ჯანყარაშვილი. «წარმოდგენაც არ მინდა, ბაია რა საკითხზე დაატრენინგებდა… ფოტო ეგრეთ წოდებული «ქალთა ოთახიდან», როგორც ამას სასტუმრო […]
1,909 წაკითხვაკალაძემ ცოტა ხალხი იყო გუშინო-ეს ის კალაძეა, რომელიც მაიდანის გამარჯვებამდე ერთი კვირით ადრე ამბობდა არაფერი ხდება, პროტესტი ერთი პატარა ქუჩით არის შემოფარგლულიო. ამას ხალხის თვლაზე უკეთესად ხალხისგან თავის მიერ მოპარული ფულის თვლა ეხერხება. ეს ის კალაძეა ვინც კომპანია “არქი”-ს მეშვეობით რომელიც ჩააბარა თავის სამტრედიელ კლასელს ბოლომდე ანადგურებს თბილისს. მიხეილ სააკაშვილი
1,875 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება შეწყვიტონ. უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პარლამენტის მუშაობისთვის ხელშეშლა კანონით იკრძალება. „17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე მთელი ღამის განმავლობაში პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები. ამასთან, რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ, მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა. […]
1,975 წაკითხვა“ქართული ოცნების” მომხრეები რომ ვიშვიშებენ, ეს რა სახალხო დამცველი გვყავსო, ესეც დაგავიწყდათ, ვინ გაიტანა რქებით ეს სახალხო დამცველი? თქვენ, ბატონებო, თქვენ! და ვისი კანდიდატურა ჩააგდეთ? გიორგი ფოფხაძის, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და დღეს მართლაც სახალხო დამცველი იქნებოდა და არა ერთი პარტიის რუპორი. ირმა ინაშვილი
2,781 წაკითხვაერთი წუთით ყურადღებას ვთხოვ ყველას! სრულიად აშკარაა რომ ხელისუფლება, რომელიც მთელი ეს წლები გავეშებული ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას, დღეს ცდილობს, სააკაშვილს და ნაციონალებს დააბრალოს პარლამენტში შეჭრის მცდელობა, ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთა 20 ივნისს. 20 ივნისს ეს უკვე ჭამა ბევრმა და ხელიდან იქნა გაშვებული უსერიოზულესი მუხტი ამ ხელისუფლებისთვის პასუხის მოსათხოვად და დიდი იმედია მეორედ ამას არავინ აღარ ჭამს! ივანიშვილის დიქტატურა […]
2,410 წაკითხვაახალი ინფორმაცია ვრცელდება ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით. ცნობილია რომ შემთხვევა გამთენიისას მოხდა, ახალგაზრდა მამაკაცმა, ლევან აბაშიძემ მისი და, თაკო აბაშიძე და დედა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ფეისბუქის პროფილით ირკვევა, რომ თაკო აბაშიძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მერიაში. ბოლო სამუშაო ადგილად კი ატელიე „მაკრატელი“ აქვს მითითებული. მეზობლების ცნობით, ლევან აბაშიძე ლონდონიდან რამდენიმე თვის ჩამოსული იყო. რა გახდა […]
1,550 წაკითხვააქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან ქვიშით დატვირთული ტომრები მიაქვთ. ისინი ტომრებს იმ მანქანიდან ეზიდებიან, რომელიც ზუბალაშვილების ქუჩაზე პოლიციამ გააჩერა. “ქვიშის ტომრები გვჭირდება პიკეტირებისთვის. კარვებიც ხომ პიკეტირებისთვისაა? თუ ამოქოლვას გულისხმობთ, ასე არ არის. თქვეს, რომ მანქანა ასაფეთქებლებზე უნდა შევამოწმოთო. ეს ხომ ანეკდოტია? ეს იყო ბრიყვული საბაბი, რაც ხელმძღვანელობამ პოლიციას უთხრა”, – განაცხადა გიგა ბიკერიამ.
2,477 წაკითხვაე, მაშინ გაბრწყინდება ივერია! (ინტერვიუ კოაბიტირებულ ქართველთან) – რა ხდება საქართველოში? – ეკლესიასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გამართული; «რუსთაველზე» კარვებია გაშლილი; ივანიშვილმა საკუთარი პარტია დაშალა და ოპოზიცია გააერთიანა; იმ გაერთიანებულ ოპოზიციაში ახლა გვერდი-გვერდ სხედან და ხალხისთვის იღწვიან ისინი, ვისაც ჯერ კიდევ გუშინ ტყვია არ ენანებოდათ ერთმანეთისთვის. – რას ნიშნავს ეს ყველაფერი? – ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ თითქმის ბოლომდეა მიყვანილი ჩვენთვის […]