გია ხუხაშვილი ,,ბიძინასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერეკლე მეორის ჰეროიზაცია, რადგან თვითონ აქვს დაგეგმილი მისი გზის გამეორება”

57 წაკითხვა

გია ხუხაშვილი – ,,ბიძინასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერეკლე მეორის ჰეროიზაცია, რადგან თვითონ აქვს დაგეგმილი მისი გზის გამეორება” ,,ტექნოლოგიურად ამ არჩევნებზეც მოხდა ის, რაც ყოველთვის ხდებოდა – როდესაც ხელისუფლება ბოროტად იყენებს ხოლმე ადმინისტრაციულ რესურსს, ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ ძალაუფლება როგორმე შეინარჩუნოს და გარკვეულწილად მზად არის იმისთვისაც, წითელი ხაზები გადაკვეთოს და მოახდინოს ძალაუფლების სრული უზურპაცია. ეს არ არის სიახლე, მსგავსი რამ ადრეც გვინახავს, თუმცა განსხვავება, ჯერ ერთი, ის არის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ძალადობის, შანტაჟის, მოსყიდვის და ა.შ. მასშტაბი არნახული იყო, და მეორე – ეს არ იყო მხოლოდ არჩევნები, რომელშიც ხელისუფლებას ვირჩევდით. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, რომელიც შეეხებოდა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორს ანუ უნდა გარკვეულიყო, საით მიდის ქვეყანა – დასავლეთისკენ, როგორც კონსტიტუციაში გვიწერია, თუ ბრუნდება რუსეთის იმპერიაში. სწორედ ამან შესძინა დიდი სიმძაფრე მთელ ამ პროცესს და ამიტომაც არის, რომ დღეს საზოგადოება მიღებული შედეგის გამო შოკიდან ვერ გამოდის. სხვა მხრივ, ახალი არაფერია, როგორც უკვე ვთქვი, ყველა ხელისუფლება ეპოტინებოდა ძალაუფლებას და ყოველგვარ მამაძაღლობაზე აწერდა ხელს”, – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ,,კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ცესკოდან ამერიკის არჩევნებამდე – დღე, რომელსაც მსოფლიოს “ამოტრიალება” შეუძლია.

,,არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს გაყალბება არ მოდიოდა მხოლოდ ხელისუფლებისგან და საქართველოს გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლით დაინტერესებული ძალები ამაში პირდაპირ მონაწილეობდნენ. კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ დასავლურ მიმართულებაზე ვერ ჩამოყალიბდა ერთი ლიდერი, რომელიც რეფერენდუმის თემას გაუძღვებოდა. ოპოზიციურ პარტიებს ამომრჩეველი განიხილავდა უფრო ცვლილებების ინსტრუმენტად და არა ლიდერად. დიდი შეცდომა იყო ისიც, რომ ოპოზიციამ არ მოახდინა სრული კონსოლიდაცია ამ სარეფერენდუმო განწყობილების გათვალისწინებით პრეზიდენტისა და მის მიერ ინიცირებული ქარტიის გარშემო… რატომღაც ოპოზიციამ მიიჩნია, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ჩემი აზრით, ორი რამ იყო გასაკეთებელი, რა შემთხვევაშიც ხელისუფლებას რაც არ უნდა ემამაძაღლა, მაინც არაფერი გამოუვიდოდა. ეს იყო წინასაარჩევნოდ სწორი კონფიგურაცია, რისი ცდებიც იყო, პრეზიდენტიც ჩაერთო, მაგრამ არაფერი გამოვიდა, და მეორე – ეს არჩევნები რეალურად უნდა ქცეულიყო არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების არჩევანად ანუ ყოველი ამომრჩეველი უბანზე უნდა მისულიყო იმ განცდით, რომ ირჩევდა გზას დასავლეთსა და რუსეთს შორის. ამას სჭირდებოდა სრული კონსოლიდაცია პრეზიდენტის ირგვლივ, რაც არ მოხდა”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

Next Post

შალვა პაპუაშვილი - პირადად მე არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, კითხვები მაქვს USAID მიმართ, რომელიც მას აფინანსებს - წინა ჯერზე ყველა პასუხისმგებლობას გაექცა, ახლა ვერავინ გაექცევა

პარ ნოე 8 , 2024
57 წაკითხვაპირადად მე არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს USAID მიმართ, რომელიც აფინანსებს მას – USAID-ის პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ეს ორგანიზაცია ახლა ცდილობს თაღლითურად არჩევნების ჩაშლას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ISFED პარალელური დათვლის შედეგებს არ აქვეყნებს, რათა სპეკულაციებისთვის ნიადაგი შექმნას. „მე პირადად არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს […]

შესაძლოა მოგეწონოთ