აშს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ირანის მოქალაქე, ირანული რეჟიმის ბრძანებით, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა

ირანის მოქალაქე, ირანული რეჟიმის ბრძანებით, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიებაში ფიგურირებენ ირანის 51 წლის მოქალაქე ფარჰად შაქერი, რომელიც თავისუფლებაზე რჩება, ასევე აშშ-ის ორი მოქალაქე – 49 წლის კარლაილ რივერა და 36 წლის ჯონათან ლოუდგოლტი, რომლებიც გუშინ, 7 ნოემბერს, დააკავეს.

გამოძიების თანახმად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შაქერის დაავალა აშშ-ში ირანული რეჟიმის კრიტიკოსებისთვის ეთვალთვალა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ლიკვიდაცია მოეხდინა.

თავად შაქერი აშშ-დან 2008 წელს იქნა დეპორტირებული, შესაბამისად ამ მიზნებისთვის ის თანამზრახველთა ქსელს იყენებდა – რივერასა და ლოუდგოლტს.

“დღეს გაჟღერებული ბრალდებები ააშკარავებენ ირანის მიმდინარე თავხედურ მცდელობებს სამიზნეში ამოიღონ ამერიკელი მოქალაქეები, მათ შორის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი, სხვა სამთავრობო ლიდერები და დისიდენტები, რომლებიც თეირანის რეჟიმს აკრიტიკებენ. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი – გამოცხადებული უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად – შეთქმულებაში იმყოფებოდა კრიმინალებთან და დაქირავებულ მკვლელებთან, რათა სამიზნეში ამოეღო და მოეკლა ამერიკელები ამერიკულ მიწაზე. ამას უბრალოდ ვერ შევეგუებით”, – განაცხადა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლენდმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გარდა ირანული რეჟიმი აშშ-ში სხვა პირების მკვლელობასაც გეგმავდა, კერძოდ კი ერთ-ერთ ამერიკელ ჟურნალისტს, რომელიც ირანული რეჟიმის ცნობილი კრიტიკოსია.

  • -

    შვეიცარია მზადაა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის

    შვეიცარიამ გამოაცხადა მზადყოფნა, ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს…

    ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *