
რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევის პოდოლსკის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარ დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ლოკალიზება შეძლეს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კი ჯერ კიდევ გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია 11 ერთეული სახანძრო ტექნიკა და 63 პერსონალი.
“ადგილზე 4 ადამიანი დაიღუპა, 1 კი – დაშავდა. ინფორმაცია ზუსტდება”, – აცხადებენ მაშველები.