699 წაკითხვა
რუსეთმა უკრაინის ჩრდილოეთით, სასაზღვრო პუნქტი დაბომბა, – ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
მათი ცნობით, პარასკევს ღამით ჩერნიგოვის რაიონის სოფელ სენკივკასთან დაახლოებით 10 ყუმბარა აფეთქდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყუმბარები რუსეთის ტერიტორიიდან იყო ნასროლი და ეს მეოთხე შემთხვევაა, როცა ტერიტორიის დაბომბვა რუსული ძალების რეგიონიდან გაყვანის შემდეგ ხდება. შეტევის შედეგად მესაზღვრეები არ დაშავებულან.
ცნობისთვის, უკრაინული ქალაქი ჩერნიგოვი რუსეთისა და ბელორუსიის საზღვრების სიახლოვეს მდებარეობს.