„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნის

314 წაკითხვა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებისთვის შტაბები იქმნება.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს გეგმა პარტიის ბიუჯეტის მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებისკენ მიმართვასაც გულისხმობს.

მისივე თქმით, გეგმა ზეპარტიულია და შტაბებში გაწევრიანება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.

„ჩვენი გუნდის დაპირების შესაბამისად, პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების შტაბის შექმნაა. ამ შტაბებისთვის ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ყველანაირი დახმარების უზრუნველყოფა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტის ნაწილის მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებისკენ მიმართვა, ჩვენი გეგმაა. საზოგადოებამ იცის, რომ კვირების განმავლობაში კონსულტაციები მიმდინარეობდა ერთ კანდიდატთან, გიორგი ჩალაძესთან. მას ეყოლება გუნდი, შტაბების ჩამოყალიბებასა და გამართვაზე პასუხისმგებლობას ის აიღებს. „ნაციონალური მოძრაობა“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილი თემის გააქტიურებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ხელი შეუწყოს. ეს ყველაფერი იქნება ზეპარტიული და შტაბებში გაწევრიანება შეეძლება ყველას, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილი სიცოცხლე მნიშვნელოვანია. მე მინდა ამ შტაბს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და ზემოაღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, მოქმედება ქვეყნის შიგნითა თუ გარეთ გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, რაც ძალიან მალე მოხდება.

„მე მიხარია, რომ ამ პარტიაში „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ მთავარი მუშაობის სტილი იქნება. ჩემთვის პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი რამდენად მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად იცით. ეს არის ლევან ხაბეიშვილის დეკლარირებული გეგმა. პრეზიდენტის გათავისუფლებაში არაერთი ადამიანია ჩართული. შტაბების კარი ყველასთვის ღიაა. პირველივე დღიდან ჩვენი მეგობრები სხვა პარტიებიდანაც გვეხმარებიან. უახლოეს დღეებში, გვექნება იმის პრეზენტაცია, თუ როგორ ვაპირებთ მუშაობას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. ეს ძალიან მალე მოხდება“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

Next Post

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6441 ლარი გახდა

შაბ თებ 4 , 2023
314 წაკითხვაეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6441 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6474 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8913 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9087 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0174 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ […]