„ეს იქნება იმის უტყუარი დასტური, რომ რაღაც დიდი შეთანხმება მოხდა“ – დემურ გიორხელიძე

1,916 Views

თუ აშშ სირიიდან და ერაყიდან სრულად გაიყვანს ჯარებს (რასაც პირი აშკარად უჩანს) და თუ შემდეგ ეს ავღანეთშიც მოხდება (ესეც იკითხება ქვეტექსტებში), –

ეს იქნება იმის უტყუარი დასტური, რომ
მსოფლიო პოლიტიკის უმთავრეს მოთამაშეებს შორის
რაღაც დიდი შეთანხმება მოხდა… ადრე თუ გვიან ეს შეთანხმებაც ცხად კონტურებს მიიღებს და ცნობილი გახდება…

შეთანხმება მსოფლიო პოლიტიკის მთავარ აქტორებს შორის არის საუკეთესო გარანტი დიდი კონფლიქტის თავიდან აცილებისა და ურთიერთპასუხისმგებლობა…

აშშ ცვლის პოლიტიკას და მალე სრულად აღიდგენს ძალასა და იმიჯს, რაც 90-იანებიდან 2016-მდე დაკარგა უაზრო ნეო-ლიბერალური და ნეო-კონსერვატული პოლიტიკის შედეგად…

დამოუკიდებელი ინგლისი მუდამ აშშ-ს პოლიტიკის ფარვატერში იქნება და, ამდენად, თავის ფუნქციას შეასრულებს – ისიც დაცულია დიდი რყევებისგან, რაც ევროპამ განიცადა და კიდევ უფრო განიცდის მალე (იმიტომაც დატოვა ეს სივრცე)… ინგლისი ყოველთვის საკმარისად იზოლირებული და თვითკმარი იყო კონტინენტური ევროპისგან, – ძალას ჯერ კოლონიალური სისტემიდან იკრებდა, ახლა – იდეურად და მენტალურად უახლოესი მოკავშირიდან – აშშ-დან მიიღებს…

გერმანია უკანასკნელი 6 წლის უაზრო პოლიტიკის შედეგად (მერკელის პოლიტიკური კრახი და მისი პოლიტიკის დასასრული) კიდევ უფრო დაზარალდება, რაც “ალტერნატივას გერმანიისთვის” პირველ პოლიტიკურ ძალად აქცევს და.. ეს შეცვლის სიტუაციას არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპაში…

საფრანგეთი, თუ შიდა სოციალურ დაძაბულობის შერბილებას შეძლებს (რაც წარმოიქმნა იმ უაზრო ნეო-ლიბერალური პოლიტიკისა და არანაკლები უაზრო და კარგად დაფინანსებული დერეგულირების პოლიტიკის შედეგად) და მაკრონის იდეები წარმატებას მიაღწევს (მის უკან უმძლავრესი ფინანსური ჯგუფები დგას), მაშინ საფრანგეთი თავს დააღწევს იმ პრობლემებს, რომელიც მას უპერსპექტივობისა და დიდი მარცხისაკენ ითრევს…

რუსეთში ხელისუფლების გადაცემა ფაქტობრივად დაწყებულია (ასე ჩანს ძალზე სუსტ მიმანიშნებელ კონტექსტებში)… თუ 2024 წელს ხელისუფლების გადაცემა მინიმალური ექსცესების პირობებში მოხდა, ეს მის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებას გააუმჯობესებს, რადგან დასავლეთში ხვდებიან, რომ რუსეთს შეუძლია ურთიერთსასარგებლო ფუნქციების შესრულება… ჯერ-ჯერობით მათ შორის ურთიერთნდობა მიზერულია!

ჩინეთი გააგრძელებს თავის წყნარ ექსპანსიას და გავლენების გაფართოებას და… გადააჯგუფებს მისი განვითარების შეკავებით დაინტერესებულ ძალებს, ანდა… გააძლიერებს მას ახალი ფართო კოალიციის შექმნის გზით: ეს უკანასკნელი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შეცდომებს დაუშვებს დასავლეთი.

საქართველო სადღაც დიდ გაუგებრობაშია მოხვედრილი:
მისი გონებასუსტი პოლიტიკური ელიტა დროს რამდენიმე ფაზით ჩამორჩენილი წარმოდგენების ფარგლებში აზროვნებს და მოქმედებს…

არ მეგულება ერთი გონიერი ადამიანი, რომელიც ცივილიზებულ მშვიდ და პოლიტიკური პასუხიმგებლობის საღი აზრის ფარგლებში დისკუსიისას საპირისპიროს დამტკიცებას შეძლებდეს.

მე კასანდრა არა ვარ:
პოლიტიკაში კასანდრას ფუნქცია ნულოვანი დატვირთვის მატარებელია…

პოლიტიკა – ტენდენციებია და მისი შეფასების უნარია აუცილებელი და მოქმედება და არა ის, რომ ხედავდე რეალობას ისეთს, როგორიც შენთვის სასურველია…

დემურ გიორხელიძე

Next Post

„შორენა თეთრუაშვილია პატრიარქი? რას ნიშნავს ამ უვიცი ადამიანის ეს განცხადება“

ორშ იან 6 , 2020
1,916 Viewsსალომე ზურაბიშვილი გასულია სამართლებლივი სივრციდან. შორენა თეთრუაშვილია პატრიარქი? რას ნიშნავს ამ მართლაც უვიცი ადამიანის ეს განცხადება: “პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას”. გამოდის რომ იგი არც კი გასცნობია საქმეს. დეკანოზ მამალაძეს საქმეში არაფერია პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაზე. საქართველოს მთავრობა, “მცხეთის სერობის” შემდეგ სულ გეუბნებოდით, რომ მაგ შეხვედრაზე თქვენ დაგამარცხეს. ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი, რაოდენ ეპოქალური მნიშვნელობის არ […]

mediapress.ge@gmail.com