„კიდევ ერთხელ იმაზე, თუ ვინ კლავდა გაბუნიას” – გოჩა მირცხულავა

1,279 წაკითხვა

გოჩა მირცხულავას პოსტი ფეისბუქში:

კიდევ ერთხელ გაბუნიას თემაზე…

კიდევ ერთხელ იმაზე, თუ ვინ კლავდა გაბუნიას. რატომ კლავდნენ? ალბათ არარელევანტური კითხვაა – პასუხი ყველამ იცის. თუმცა… აბსოლუტურად არარელევანტურია გაბუნიას მკვლელობის მცდელობის შედარება ლიტვინენკოსთან, სკრიპალებთან, ნემცოვთან… სპეცსამსახურებს საკუთარი დაწერილი და დაუწერელი კანონები აქვთ და ამ კანონების მიხედვით. თუნდაც სახელმწიფოს (კარგი თუ ცუდი ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს) ინტერესები მათ იმის უფლებას არ აძლევთ, როცა მოესურვებათ ადგნენ და ინფორმაციები მტრულად ან გნებავთ კეთილგანწყობილ სახელმწიფოებს (თუნდაც დემოკრატიის ციტადელს) მიჰყიდონ, მიაწოდონ…

საკუთარ ექსაგენტებს, რომლებმაც გაყიდეს ინფორმაციები ყველა სახელმწიფო სასტიკად უსწორდება. ნემცოვი რუსი პოლიტიკოსი იყო და მისი მკლელობა რუსეთის „სახელმწიფო“ ინტერესებში ჯდება, ისევე როგორც ანა პოლიტკოვსკაიას (ზოგს ქუჩა ჰგონია მოხლოდ) მკვლელობა, რომელიც სისტემას დაუპირისპირდა. რაც შეეხება გაბუნიას „გმირულ და უკიდურესად ცივილიზებულ“ გამოხტომას, ამის გამო არ კლავენ, მით უფრო სპეცსამსახურები ანუ სახელმწიფო. მაგრამ ამის გამო, კადიროვმა და ნებისმიერმა სახელმწიფოს კონტროლს გარეთ მყოფმა პერსონამ შესაძლებელია გამოიჩინოს ინიციატივა. სარგებლელი აქ მხარზე ხელის წამოფათურებაა – ანუ კეთილგანწყობა, რასაც კონკრეტული დივიდენდები მოჰყვება ხოლმე. ეს მაინც, იმათთვის ვინც რუსეთის ქმედებებში ვერასოდეს ხედავს ლოგიკას, მაგრამ ამ სახელწიფოს ალოგიკურობაც კი ლოგიკაში ჯდება და ამას არ ითვალისწინებს.

ახლა მეორე საკითხი – პრორუსილი ხელისუფლება და საფრთხე, რომელსაც ამ ტერმინის უკან ვხედავ. „ჩვენ ვამტკიცებდით“ (ვაკონკრეტებ – ხელისუფლებების ოპონენტები), რომ შევარდნაძის სახით საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავდა. „ჩვენ ვამტკიცებდით“ რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან იყო კავშირზე, მისი ხელდასმული იყო და არგუმენტებას ივანოვის ვიზიტიდან დაწყებული, პრეზიდენტის კგბ-ს ჯარებში სამსახურს და თემურ ალასანიას კავშირებს „ვიშველიებდით“, ამას ემატებოდა ომის მერე ენგურჰესის რუსეთისთვის სამართავად გადაცემა და უმარავი სხვა ეკონომიკური პროექტი.

„ჩვენი“ ლოგიკის გვირგვინი ვანო მერაბიშვილის ფრაზა იყო იმის შესახებ, რომ ფულს სუნი არ აქვს. „ჩვენ ვამტკიცებთ“, რომ ივანიშვილის ხელისუფლება რუსეთის მონა და ვასალია. ახლა კითხვა მაქვს: ამ მტკიცებებით რამე ზიანს ვაყენებთ თუ არა სახელმწიფოს? აი, მე ამერიკელი ან ევროპელი გადასახადის გადამხდელი, პოლიტიკოსი ვზივარ და ვფიქრობ – გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ეს სახელმწიფო და მისი მოსახლეობა გადავარჩინე შიმშილს, ამოვყვანე სამოქალაქო ომის „ნარჩენებიდან“, გადავარჩინე 2008 წელს, ვაძლევ დამხმარებებს, განათელების უფლებას, ვანხორცილებ ინვესტიაციას მის ეკონომიკაში და ესენი ყოველ ჯერზე ირჩევენ პრორუსულ – ანუ ანტიეროვნულ ძალებს. 2018 წელს, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც პრეზიდენტობის კანდიდატად ჰყავდა პრორუსი კანდიდატი (ეს ხომ მოვახერხეთ, რომ ამ ნარატივს ეცოცხლა)… ვინ არიან ესენი და რატომ უნდა დავეხმარო ან დავახარჯო ამათ განვთარებას რაიმე სახის რესურსი? და არის შესაძლებელი თუ არა, ერთ დღესაც „თქვან“ წავიდნენ ამათი დედაც… ჰო, ამერიკაშიც იგინებიან… ამიტომ, როცა ვამბობ მაქსიმალურად ფრთხილები უნდა ვიყოთ შეფასებებში რუსული ნარატივით, ამის წინაპირობა არის რიცხვები და/ან ნარატივის ფსიქოლოგიური გავლენა მასაზე.

ჩვენ ხომ ძალიან ხშირად გვავიწყდება, ჰიბიდული ომის პირობებში რომ ვცხოვრობთ, „სასარგებლო იდოტებიც“ ბლომად გვყავს და არც იმის გახსენება გვინდა, 2008 წლის აგვისტოში 80 კმ-ში ომი მიდიოდა, მტკვრის სანაპიროს გასწვრივ მდებარე რესტორნები კი გადაჭედილი გახლდათ და რუსული ჰანგებიც ისმოდა. ახლა, კიდევ კითხვა – NDI, IRI-ის კვლევებით ბოლო წლებში გაიზარდა თუ არა რუსული განწყობები? და აქ მნიშვნელოვანი როლი ხომ არ შესარულა მუდმივად იმაზე აპელირებამ, რომ ხელისუფლებაა პრორუსული? ჰკითხეთ ფსიქოლოგებს რა ეფექტი აქვს ამ „პრორუსულის“ კულტივირებას იმ მასისთვის, რომელიც ხან ბრძენი გგონიათ და ხან 5 კბ კარტოფილზე გაყიდულები. ეგენი არ წყვეტენ საბოლოოდ არჩევნების ბედს? და ბარემ ეს თემა რომ ამოვწურო, საქართველოში ვერასოდეს ვერ იქნება ხელისუფლება, რომელიც მის დასავლურ კურსს შეცვლის. ამიტომ, პრორუსილი – ანუ „ანტიეროვნული კურსი“ რომ ჰქონდეს რომელიმე ხელისუფლებას, პოლიტიკური ხელოვნება იმას მოითხოვს ეს კურსი სწორ კალაპოტში მოაქციო და არა იმას, რომ „რწმენაში განამტკიცო“ „37 მანეთიანი ტრამვის მატრებელი“ მოსახლეობა.

ახლა გაბუნიას საქმეს დავუბრუდეთ.

უკრაინა – მადლობა სპეცსამსახურებს ეს იმის მუხედავად, რომ ერთმანეთზე დაბოღმილი ქართული საზოგადოებისთვის ეს სიტყვა სრულიად მიუღებელი გახდა. მაგრამ აქაც კითხვა მაქვს. აი, იგეგმება გაბუნიას მკვლელობა. ქილერი თბილისშია და საქართველოს სპეცსამსახურებს არ აქვთ ინფორმაცია (გვარამიას ვერსია).

ატყობინებენ იმ პერიოდში, როდესაც პანდემიის გათვალისწინებით გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს და გაბუნიას დაცვა სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით უფრო მარტივია – მკვლელობა კი უფრო ძნელი. არა და, დაკვეთილი მკლელობის განხორციელება ქაოსის, ხალხმრავლობის და სხვა ყურადღების გადასატანი ფაქტორიების დროს უფრო ადვილია. „იმ დროს“ რომ მოეკლეათ? ან ეს რა ლოგიკაა – „ენდობიან“, „არ ენდობიან“… დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლოს სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების რომელი პუნქტი ითვალისწინებს კერძო პირის ინფორმირებას სიმპათია ანტიპატიის გათვალისწინებით და სახელმწიფოს იგნორირებას? ამ ფრაზით, ჩრდილი მიადგა უკრაინის სპეცსამსახურებს, ასე არ ფიქრობთ? ცუდია თუ არ ფოქრობთ – არასაიმედო პარტნიორის სახე დახატეს ნებისმიერი სხვა, უკრაინის პოტენციური პარტნიორისთვის.

ლოგიკა – უთვალთვალებდნენ და სპესამსახურები გვეგონაო. თურმე რეალობა ამ და სხვა შემთხვევაშიც შესაძლებელია იყოს განსხვავებული. ანუ ამ ლოგიკით – გაბუნიაზე თავდასხმა რომ მომხდარიყო, რადგან ვიღაცას ასე ეგონა, ქართველ სამართალდამცავებს შეტენიდნენ? უკრაინის მხრიდან შეტყობინების შემდეგ თურმე დაცვა გაძლიერდა. რა უშლიდა რუსეთის მონა და ვასალ ხელისუფლებას შეეტყობინებინა „კრემლისთვის“ ან კადიროვისთვის, ჩავარდა თქვენი დაგეგმილი ოპერაცია და მოდით ჩუმად გაიპარეთ, ჩვენ კიდევ ვიტყვით, რომ უკრაინელებმა „ჩაიკუკეს“ და არასწორი ინფორმაცია მოგვაწიოდესო.

ეს შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში აშშ-ის და ნებისმიერი სხვა პარტნიორის სპეცსამსახურებსაც რომ ჰქონოდათ შესაბამისი ინფორმაცია. გაბუნიაც ცოცხალი დარჩებოდა, არანაირი ვნებათაღელვა, თუნდაც ემოციურ დონეზე ამ ფაქტს არ მოჰყვებოდა.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც მაწუხებს ახლა: კენედის მკვლელოობა არ მზადდებოდა ოთხი თვე. რატომ გაეწელათ? რამ სხვა ხომ არ იყო და არის ამ ყველაფრის მიზეზი და მიზანი? ვინმე სხვა ხომ არ არის რეალური სამიზნე? თუ ძალიან არაპროფესიონალი ქილერი გამოუშვეს?

გუშინ დავსვი კითხვა და ლამის ჯვარს მაცვეს. ახლა განვმარტავ: რატომ დაიქირავა ჩეჩევმა კადიროვმა ინგუში ქილერი? ინგუშების სენტიმენტები საქართველოს და ქართველების მიმართ ცნობილია. ამის გარეშეც ინგუშეთში ბოლო წლებია მოქმედებს დაუწერელი კანონი იმ ადამიანის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც კადიროვთან თანამშრომლობაში იქნება შემჩნეული. ხომ ცხადია, რომ მკლელობის მერე თემა „გაბაზრდებოდა“.

გაითვალისწინეთ – ქილერი არ არის თავისი მოწოდებით თვითმკლელი ტერორისტი. ანუ მოეკლა გაბუნია და ამით ნებისმიერ შემთხვევაში სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა საკუთარი თავისთვის. ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ სამყაროში ყველაფერი წესებს ექვემდებარება – ბოლო-ბოლო ძმა კლავს ძმას და ღალატობს. უბრალოდ ეს კითხვაც რელევანტურია – რატომ მაინც და მაინც ინგუში? ამის პასუხად დამნაშავეს ეროვნება არ აქვს – არ მუშაობს. დიახაც, რომ აქვს.

ვიღაცამ დამიწერა – შანსს არ უშვებთ ხელიდან სუს-ს მადლობა უთხრათო – ყოველთვის ვიტყვი, როდესაც საკითხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ეხება. ისევე როგორც პერსონალურად მითქვამს და ვეტყვი ყოველთვის მადლობას ვანო მერაბიშვილს პატრულის შექმნისთვის.

მეტყვით ეს მათი სამსახურიაო. დაკისრებული საქმიანობის პირნათლად შესარულებას მხოლოდ პროფესიონალიზმი არ ყოფნის – კეთილსინდისიერებაც სჭირდება. კეთილსიდისიერება კი მორალური კატეგორიაა, ისევე როგორც მადლობა. და ამ ერთმანეთზე გაბოროტებულ საზოგადოებაში, სადაც სიმართლე მხოლოდ ის არის „რაც მე მინდა, და რასაც მე ვფიქრობ“ თუ აღმოჩნდება, რომ რაღაც იმაზე უკეთესია, ვიდრე ვფიქრობდი და ვვარაუდობდი, მადლიერების გამოსახატავ ემოციას არ დავიშურებ.

და ბოლოს – ჩემი საქმე არ არის ვინმეს მაამებელი ტექსტები ვწერო, ხელისუფლებას ან მის ოპონენტებს ოდა ვუწერო ან ლექსები ვუძღვნა. ჩემი საქმეა მოგეწონებათ ეს თუ არა, ვთქვა ის, რასაც ვფოქრობ. თუ აღმოვაჩენ რომ რაღაც შემეშალა, ამასაც ადვილად ვაღიარებ.

სულ ეს იყო რაც უნდა მეთქვა. ვიცი ახლაც არ მოგეწონებათ რაღაცეები. მაგრამ ისევ გაგახსენებთ – როგორც მახსოვს „მაშინ“ არხი ოფიციალურად გაემიჯნა გაბუნიას და ეთერიდან მოხსნეს. სენტიმენტები გვერდზე გადავდოთ და ისე შევხედოთ – ეს „აქტი“ რამეთი ჩამოუვარდებოდა ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მძიმე კომენტარებს კერძო არხის ჟურნალისტზე? არა! მე თუ მკითხვათ, უფრო მძიმე ქმედება იყო, ნებისმიერი სტანდარტით და ეს მაშინაც დავწერე, იმის მიუხედავად, რომ გაბუნიას „ცივილიზებული“ ტექსტი აბსოლუტურად მიუღებლად მივიჩნიე.

კითხვები კიდევ ბევრია, განსაკუთრებით ინტერესებზე და სავარაუდო შედეგებზე. მეტი ინფორმაცია მეტი განსჯის საშუალებას მისცემს ყველას“.

Next Post

Research Paper Assistance

ხუთ ივნ 18 , 2020
1,279 წაკითხვაIf you are in need of a few research paper help, you want to do your homework prior to making a final choice. There are a lot of great search service companies out there. But the important thing is to select one that fits your precise requirements and has experience writing your type of paper. There are lots of […]