მოსაზრებები და ვარაუდები იმუნიტეტთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო აბსურდული ხდება მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა იზრდება.
პაციენტები, რომელთაც უკვე ერთხელ გამოსცადეს და გადაიტანეს კოვიდ 19, ხელახლა შეიძლება დაინფიცირდნენ- ამის შესახებ ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ. მათი თქმით, ის ხალხი, რომლებიც აღნიშნული დაავადებისგან ინკურნებიან, მიდრეკილნი არიან იმუნიტეტის დაქვეითებისკენ რამდენიმე თვეში.
ლონდონის “KING’S COLLEGE’-ის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ანტისხეულები გამოჯანმრთლებული პაციენტების სისხლში მნიშვნელოვნად დაბალია სამი თვის შემდეგ, მათი გამოჯანმრთლებიდან სამი თვის შემდეგ, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი მოწყვლადები არიან ხელახლა ინფიცირებისთვის.
კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა “NHS FOUNDATION და ST GUY-ის
კლინიკის 90 პაციენტი და სამედიცინო მუშაკი, გამოვლინდა, რომ თავდაპირველად, ძლიერმოქმედი პრეპარატებით მკურნალობის პროცესში ცდის მონაწილეთა 60 %-ს გააჩნდათ დიდი რაოდენობით ანტისხეულები სისხლში. მკურნალობის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ გამოვლინდა რომ პაციენტთა მხოლოდ 17 %-ს ჰქონდა იმავე რაოდენობით ანტისხეულები.
ნიუპოსტი