
პედიატრი თემურ მიქელაძე იმ სიმპტომების შესახებ საუბრობს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცერებულ ბავშვებს უვლინდებათ. ექიმის თქმით, კოვიდ 19-ით ინფიცირების რიცხვმა პატარებში მნიშვნელოვნად მოიმატა.
მედიკოსი მშობლებს ყურადღების გამოჩენას სთხოვს და ურჩევს, რომ მინიმალური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც კი ბავშვი სკოლასა და ბაღს მოარიდონ.
„ბოლო პერიოდში, ბავშვების ინფიცირებამაც მოიმატა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ინფიცირება მოდიოდა უფროსებისგან, მშობლებისგან, ზოგ შემთხვევაში კი სკოლისა და ბაღის მასწავლებლებისგან.
კორონავირუსისთვის დამახასიათებელია ზოგადი რესპირაციულ-ვირუსული ინფექციის სიმპტომები. ბაღების გახსნის შემდეგ მოიმატა მომართვიანობამ ცხელების და სხვა რესპირატორული ინფექციების გამოც.
შეიძლება, ბავშვებში არც კი იყოს ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა. შესაძლოა, იყოს მხოლოდ
დიარეა,
ერთჯერადი ღებინება,
სუბფებრილური ტემპერატურა,
ხველა.
მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ. თუ მათ ბავშვს რაიმე ელემენტარული სიმპტომი (სურდო, ერთეული ხველა) ექნება, მიუხედავად ტემპერატურისა, არ უნდა წაიყვანონ სკოლასა თუ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. იქ მეტ-ნაკლებად ახდენენ თერმოსკრინინგს, მაგრამ ეს თერმოსკრინინგიც, ჩემი აზრით, არის ფორმალური. იმ პერიოდში, როდესაც თერმოსკრინინგს უკეთებ, ბავშვს შეიძლება ჰქონდეს აბსოლუტურად ნორმალური ტემპერატურა“
წყარო – დაიჯესტი