„ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიები გაჟღერებული აბსურდით ოპოზიციასვე აზარალებენ“ – თამთა მეგრელიშვილი

724 წაკითხვა

„მთავარისა“ და „ფორმულა“-ს მიერ მომზადებული სიუჟეტი, თითქოს ვიდეოფიქსაციის პროცესი ხარვეზებით მიდიოდა ერთი დიდი ტყუილია და 30 ოქტომბრის, საბოლოო დამარცხებისადმი შეურიგებლობას ნიშნავს.“- წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

„ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიები გაჟღერებული აბსურდით ოპოზიციასვე აზარალებენ, „აშავებენ“ რადგან ავიწყდებათ, რომ ვიდეოფიქსაციაზე უბნების დიდ ნაწილში პასუხისმგებლობა კინჭისყრით შერჩეულმა ოპოზიციის წევრებმა აიღეს.

მომზადებულ სიუჟეტში ირწმუნებიან, რომ კამერაში კარგად არ ჩანდა საარჩევნოდ მიმდინარე პროცესები და ვარაუდის დონეზე გაკეთებული დაშვებებით სიუჟეტში ქმნიან წარმოდგენებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

შეგახსენებთ, რომ გადაითვალა 800 უბანზე მეტი და ცდომილება რომელიც საერთო სურათს შეცვლიდა არცერთ მათგანში არ დაფიქსირებულა,

საარჩევნო პროცესის საჯაროობა, სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკის ნაწილია და პირიქით მათ სურდათ, რომ ჩანაწერები საჯარო ყოფილიყო და ამიტომ იტვირთება ყველა ჩანაწერი სპეციალურ სერვერზე დაინტერესების შემთხვევაში თქვენც შეგიძლიათ შებრძანდეთ და ნახოთ.

სიუჟეტში სიცრუის სიმბოლიკაა პრივილეგირებული ორგანიზაციის (სამართლიანი არჩევნები) წარმომადგენლის კომენტარიც, რომელიც გასულ არჩევნებზე საზოგადოებას ერთი თვის განმავლობაში ატყუებდა.

ფაქტია, ოპოზიცია იმდენად აიჭრა, რომ მისთვის დამაზიანებელი სიუჟეტების კეთებაზეა გადასული. რა გაეწყობა, მოვიმარაგოთ „პოპკორნი“ და ვუყუროთ. – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Next Post

„თან შიშით კანკალებენ, არ მოუკვდეთ ვინ ხართ, სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ“ - ნინო ჯანგირაშვილი

ორშ ოქტ 25 , 2021
724 წაკითხვანინო ჯანგირაშვილის პოსტი ფეისბუქში: ოცნების მხარდამჭერებო, ხვდებით ხო რა წარმოდგენა აქვს თქვენზე თქვენს ბელადს? ადამიანი შეიძლება ნებისმიერ წუთს მოკვდეს, მაგრამ არ გადაყავთ საავადმყოფოში, იმიტომ რომ თქვენ გეპრანჭებიან მეორე ტურის წინ, ემანდ თქვენი ხმები არ დაკარგონ. თან შიშით კანკალებენ, არ მოუკვდეთ, მაგრამ თან ძალაუფლების დაკარგვის უფრო ეშინიათ. ვინ ხართ, სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ, ბელადებიან ამომრჩევლიანად ასე სისხლმოწყურებული არაადამიანები? ცეცხლს ნუ […]