„ბოდიში, ბატონო ბიძინა, მეტს აღარ ვიზამ“ – ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, წერს:

„მინდა ვიკითხო და გავერკვე!
ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე და ცილისწამებაზე გული რომ გეტკინება, გული რომ დაგწყდება, რომ გაბრაზდები და ვიღაც მატყუარას, რუსეთის აგენტს, უსირცხვილო კაცს საკადრის პასუხს გასცემ – ცუდია???
დანაშაულია??? „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის შეურაცხმყოფელია?

მოკლედ აგიხსნით:
ესაა ჩემი პოსტი, რომელიც ელდარ გოგოლაძეს მივუძღვენი:
„ახლა, ეს კაცი უნდა იჯდეს და მემუარებზე მუშაობდეს. უნდა იწერდეს ამ ტყუილ-მართალს და ფიქრობდეს წიგნზე, რომელშიც, პირველ რიგში,თავად გამოჩნდება ადამიანად და პიროვნებად…
მაგრამ არა…
ასე ურჩევნია სიცოცხლის დასრულება… არაკაცის, ჩამშვების, მატყუარას, ბოზის სახელით!
მისი ნებაა.. მისი ღირსების საქმეა და ისემც უქნია, სარიც უთრია…
მე ივანიშვილს მინდა ვკითხო:
სად პოულობთ ამ დოქსოპულოებს?
გიფიქრიათ იმაზე თუ ვინ იქნება შემდეგი?
ან იმაზე, რატომ გიბედავენ ამდენი ტყუილის და ტალახის სროლას?……“

ქვემოთ მოყვანილი სქრინი და სიტყვები ეკუთვნის „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერ ქალბატონს, რომელიც სოცსივრცეში ამ პოლიტიკური ძალის პოზიციებს ამყარებს…

ლილე კილაძე – „ივანიშვილს არავის მითითება არ ჭირდება და ნუ წაიღეთ რა ტვინი ძმა ძმას ღალატობს ზოგჯერ ამდენი პროფესორობით დავიღალე“
მე როგორც ვხვდები, მსაყვედურობენ, რომ დოქსოპულო ვუწოდე და ბიძინას ვუსაყვედურე ასეთი ნაგავის გვერდზე ყოფნის გამო… „ძმა- ძმას ღალატობსო“…

რა გამოდის, რომ ელდარას ისეთი არაფერი დაუშავებია,რომ ეს ვინმე კგბ-შნიკი ბიძინას ძმაა და მე ვარ მტერი?…
მე ვარ დამნაშავე?
მე არ უნდა მეთქვა?
რისთვის დამაყარეს ქოქოლა???…
ბატონო ბიძინა!
მაპატიეთ, რომ მხარს გიჭერთ!
მაპატიეთ, რომ სიმართლეს ვამბობ!
მაპატიეთ, რომ გული შემტკივა!
ეტყობა, ეს ყველაფერი მიუღებელი და ზედმეტია თქვენი აქტივისთვის!!!
მეტს აღარ ვიზამ!!!
როცა ნაცები მაბულინგებენ, ვხვდები და ვიცი მიზეზიც და მიზანიც….
ახლა კი, დიდ გაუგებრობაში აღმოვჩნდი…
მე არ ვიცოდი, რომ გოგოლაძეს თქვენს ახლობლად თვლიდა თქვენივე გარემოცვა და ტყუილად გავლანძღე ის „პატიოსანი კაცი“ …
და მაინც, კიდევ ერთხელ გკითხავთ:
სად პოულობთ ამდენ დოქსოპულოს?…“

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *