იმ პირთა ნუსხა, რომლებსაც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ – თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა

2,094 წაკითხვა

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება”.

დადგენილების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდება ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდება, დაკავებული თანამდებობის მიუხედავად, უფლებამოსილი იქნება ატაროს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება დამოკიდებული აღარ იქნება მხოლოდ თანამდებობაზე, რაც თავდაცვის სისტემის მაღალი რანგის ოფიცრებს ამ თვალსაზრისით ათანაბრებს სხვა უწყებების (იგივე წოდების მქონე) თანამშრომლებთან.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

Next Post

„მთელი მსოფლიო ტაშს გვიკრავს და ეს სატანის ნაშიერები მაინც ვერ ოკდებიან! ამიტომ მეზიზღება ნაციონალები“

შაბ მარ 28 , 2020
2,094 წაკითხვარეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს: „მთელი მსოფლიო ტაშს გვიკრავს და ეს სატანის ნაშიერები მაინც ვერ ოკდებიან! ამიტომ მეზიზღება ნაციონალები! ამიტომ არ ვაპატიებ ამდენ ბოროტებს არასდროს არცერთ მათგანს! “ოცნება” კი გონს მოეგოს და როდესაც ეს უბედურება გადაივლის, აღძრას საქმე ნაციონალური მოძრაობის დანაშაულის გამო! ხალხი ამას ვეღარ გაპატიებთ! რესპუბლიკელების, ამ ამაზრზენი “ნასედკების” პარპაშს ბოლო უნდა მოეღოს! ასეთ უმძიმეს […]