„ე, მაშინ ჩაინგრა იატაკი და მოხვდათ მაცივარი თავში! “- ბონდო მძინარაშვილი

1,312 წაკითხვა

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის სახელით, საჯარო მოხელეების პირად ნომრებზე გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომელშიც ის პირობას დებს, რომ მათი გამარჯვების შემდეგ, სამსახურებიდან არ დაითხოვენ, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური არჩევანი გააკეთეს წარსულში.

„ეს მანიაკიც მიხვდა, რომ 31 ოქტომბრიდან ხელისუფლება არ იცვლება? 

აბა, საჯარო მოხელეებს რა დაპირებას აძლევს, – თავისი სექტანტების მაინც არ ეშინია?! ისინი თუ არ გაუშვა, ამათ სად ასაქმებს?!

ააა, გასაგებია, ნაცსექტანტები ფიქრობენ, – ახლა ამბობს ასე ჩვენი ბელადი, თორემ მერე ნახავთ, რაც მოხდებაო!

ვაშაძე რომ სააკაშვილს ბაძავს, კიდევ გასაგებია, მაგრამ სააკაშვილმა რომ დაიწყო ვაშაძის მიბაძვა, ე, მაშინ ჩაინგრა იატაკი და მოხვდათ მაცივარი თავში! “- წერს ბონდო მძინარაშვილი.

Next Post

„ვინც რამეს ბოლომდე ვერ მიხვდით, არა უშავს, გაგრძელება იქნება..“ - ირინა სარიშვილი

სამ ოქტ 27 , 2020
1,312 წაკითხვა ირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში: რა უცნაურად არის მოწყობილი ადამიანის ტვინი უფალო. ზის ქუჩაში ქალი, კაცი ან ბავშვი, გროშების მოლოდინში, გაწვდილი ხელით ითხოვს მოწყალებას და მას მათხოვარს ვეძახით. ზის ოლიგარქის მისაღებში მავანი, ათასების თუ მილიონების მოლოდინში და მას მოხერხებული და პერსპექტიული ადამიანი ჰქვია, მერე რა რომ მონაა. ძარცვავს ადამიანი ბანკს, სადაც ჩვენი ფულია, მიზეზი არავინ ვიცით, მაგრამ ის რა […]