2,008 წაკითხვა
ირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში:
რა უცნაურად არის მოწყობილი ადამიანის ტვინი უფალო.
ზის ქუჩაში ქალი, კაცი ან ბავშვი, გროშების მოლოდინში, გაწვდილი ხელით ითხოვს მოწყალებას და მას მათხოვარს ვეძახით.
ზის ოლიგარქის მისაღებში მავანი, ათასების თუ მილიონების მოლოდინში და მას მოხერხებული და პერსპექტიული ადამიანი ჰქვია, მერე რა რომ მონაა.
ძარცვავს ადამიანი ბანკს, სადაც ჩვენი ფულია, მიზეზი არავინ ვიცით, მაგრამ ის რა თქმა უნდა კანონს არღვევს და მას ყაჩაღს ვუწოდებთ სრულიად სამართლიანად და ვითხოვთ რომ დაისაჯოს.
მუშაობს მთავრობის დაკვეთით გავლენის აგენტი და მას ამჯერად სხვა ბანკი, სადაც ასევე ჩვენი ფულია, ამაში მთავრობისვე მითითებით დაახლოებით იმდენს უხდის, ან რამეს ყიდულობს მისთვის, რამდენიც აიმ ყაჩაღმა გაიტანა წინა ბანკიდან და ამას ყაჩაღობად არ ვთვლით.
კიდევ ბევრი რამე შეიძლება დაიწეროს, მათ შორის ამ ამბების გაგრძელებაც, მაგრამ ეს მერე იყოს – მთავარი ისაა რომ სიყალბემ წალეკა აქაურობა და ეს უნდა დასრულდეს.
ვინც რამეს ბოლომდე ვერ მიხვდით, არა უშავს – გაგრძელება იქნება…
ეხლა არჩევნებს და მერე ხმების დაცვას მივხედოთ.
უნდა მოვიგოთ!