კახა კალაძე ჟურნალისტს – ცდილობთ, შეფუთოთ თემა, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებს თავს ესხმიან – თავდასხმა იყო, რასაც ნიკა გვარამია, ნიკა მელია აშშ-ის ელჩთან მიმართებით აკეთებდნენ

თქვენ ცდილობთ, რომ შეფუთოთ თემა, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებს თავს ესხმიან. თავდასხმა იცით რა არის? თავდასხმა იყო, რასაც ნიკა გვარამია, ნიკა მელია ამერიკის ელჩთან მიმართებით აკეთებდნენ, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელმაც აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მისამართით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წევრების მხრიდან კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის მისამართით თავდასხმა არ ყოფილა და მათთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.

„თავდასხმა რა შუაშია? ვინმემ რაიმე შეურაცხყოფა მიაყენა? ადამიანმა გამოთქვა თავისი მოსაზრება, როგორც თვითონ ხედავს და როგორც თვითონ მიაჩნია. მე რას ვფიქრობ, ეს ჩემი საქმეა. თქვენ შეიძლება განსხვავებული მოსაზრება გქონეთ, მე შეიძლება განსხვავებული, ამ ადამიანს განსხვავებული. თავდასხმა სად იყო? ვინმემ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა თუ რას ეძახით თავდასხმას? ეს თქვენ ცდილობთ რომ შეფუთოთ თემა, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავს ესხმიან. თავდასხმა იცით რა არის? თავდასხმა იყო, რასაც ნიკა გვარამია ელჩთან მიმართებით აკეთებდა, თავდასხმა იყო, რასაც ნიკა მელია ამერიკის ელჩთან მიმართებით აკეთებდა. ეს არის თავდასხმა, შეურაცხმყოფელი განცხადებები. ამოიღეთ და ნახეთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *