დავით უსუფაშვილი – ვისურვებდი, რომ პოლიტიკური კინკლაობა მინიმუმამდე დავიდეს, ყველას მიეცეს საშუალება ევროპული სტანდარტების საქართველოს თავისი მოდელი წარმოადგინოს და რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერა მოიპოვოს

586 წაკითხვა

ვისურვებდი, რომ პოლიტიკური კინკლაობა მინიმუმამდე დავიდეს, ყველას მიეცეს საშუალება ევროპული სტანდარტების საქართველოს თავისი მოდელი წარმოადგინოს და რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერა მოიპოვოს, მერე პროცესი გადავა გადაწყვეტილების მიმღებ ინსტიტუტებში, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა დავით უსუფაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ძალიან კარგი რამ ხდება დღეს, კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ მმართველი პარტიის სრულიად გაუგებარი და არაადეკვატური პოლიტიკის ფონზე, საქართველოში თავისუფლების მოყვარე, პროევროპული ძალების უპრეცედენტო კონსოლიდაცია და სათანამშრომლო ვითარების ჩამოყალიბება ხდება. ეს ეხება პოლიტიკურ ძალებსაც, საზოგადოებრივ ძალებსაც, მოქალაქეებსაც და ა.შ. ამ დღეებში იყო ბევრი საინტერესო ღონისძიება ამ თვალსაზრისით. დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების საკმაოდ სერიოზული ჯგუფი წარმოადგენს თავის ხედვას, საქართველოში რა უნდა გაკეთდეს, ამ თემაზე პოლიტიკური პარტიებიც ვმუშაობთ. ვიცით, რომ პარლამენტში საინტერესო პროცესი მიმდინარეობს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად სათანადო დოკუმენტების მოსამზადებლად. დღეს, სახელისუფლებო პროპაგანდა მიმართულია იქით, რომ ამ ყველაფერს პარალელური, ალტერნატიული, თუ რაღაც სხვა პროცესები დაარქვას, სინამდვილეში, ეს არის მუშა პროცესი, ფართო ჩართულობით გამართული პროცესი, რაზეც ევროკავშირი მიუთითებს. ცხადია, ბოლო გადაწყვეტილება სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა მიიღონ, საპარლამენტო კომიტეტებში უნდა განვიხილოთ, სადაც ყველანი აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ რაც შეეხება მუშა პროცესს იქ ბუნებრივად, თანამოაზრეები ერთიანდებიან.

Next Post

„კასპერსკის ლაბორატორია“ ეფექტურად გვიცავს  პროგრამა-გამომძალველებისაგან

ხუთ ივლ 28 , 2022
586 წაკითხვა,,კასპერსკის ლაბორატორიი“ სამმა პროდუქტმა ერთდროულად გვიჩვენა, რომ მას შეუძლია უზრუნველყოს  ასპროცენტიანი დაცვა გამომძალველი პროგრამებისაგან  AV-TEST ტესტირების დროს. ეს არის ორი კორპორატიული გადაწყვეტა, Kaspersky Security for Business და Kaspersky Small Office Security, ასევე გადაწყვეტა სახლის მომხმარებლებისთვის Kaspersky Internet Security. როგორც თვითონ „კასპრსკის ლაბორატორია“  იუწყება, AV-TEST-ის სპეციალისტებმა შეამოწმეს, თუ როგორ გამოავლენენ თავს  ათ  სხვადასხვა სცენარისას   გამომძალველი პროგრამების   გადაწყვეტილებები იმ მოწყობილობებზე, რომლებზეც […]

შესაძლოა მოგეწონოთ