„აღარ იქნება ჩემი ფეხი ამ ტელევიზიაში სანამ ბოდიშს არ მომიხდიან“ – თემურ თათარაშვილი

1,930 წაკითხვა

მომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში, წერს:

„დღეს შედარებით ფრთხილი პოსტი დავწერე, არ მინდოდა მძაფრად მეთქვა ის რასაც სინამდვილეში ჩემგან და არამარტო ჩემგან იმსახურებს „ფარული კონვერტი“, რომელსაც გადაცემასაც ვეღარ ვუწოდებ ისე დაბლა დაეშვა და გაბანძდა უკვე. სიბინძურის და ცილისწამებების ბუდედ გადაიქცა. ამიტომ ამაზე აღარც შევჩერდები. მინდა პირდაპირ ტელევიზიას და მის ხელმძღვანელებს მივმართო: რას ერჩით ამ ტელევიზიას? რატომ აბანძებთ და უკარგავთ ყველანაირ ფასს და ღირსებას? ბატონ ქიბარ ხალვაშს ამისთვის ვგულშემატკივრობდით ამდენი ადამიანი რომ სიბინძურეები ბოლოს ჩვენსკენ მოემართათ ამ ტელევიზიიდან?

კატეგორიულად ვითხოვ ბოდიშის მოხდას და ვაცხადებ რომ არასდროს აღარ იქნება ჩემი ფეხი ამ ტელევიზიის არც ერთ გადაცემაში სანამ ფარული კონვერტიდან ბოდიშს არ მომიხდიან საჯაროდ!

სამარცხვინოა რაც ხდება და მოგმართავთ ბატონო ქიბარ და ბატონო პაატა სალია! ცილისწამება და ბოროტი ტყუილების ტირაჟირება არის დასჯადი!გთხოვთ აღკვეთოთ ეს მარაზმი თქვენს ტელევიზიაში რომელსაც ასე ვგულშემატკივრობდი აქამდე! ველოდები ბოდიშს!

მე არ ვიყავი გადაცემაში, ერთი შეუმდგარი ადამიანი იყო და ჩემზე მოიგონეს ამბავი და გოგოშკურად წაიჭორავეს ეთერში, ოღონდ მართლა გამარჯობითაც რო არ ვიცნობ…”

ია ფარულავა, იქვე პასუხობს თემურ თათარაშვილს:

„თემო, ჩვენ ამოვჭერით ეგ ეპიზოდი როგორც დაგპირდი. ხოლო შენს მიერ დაწუნებულ და გაბანძებულ გადაცემას ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს რ2 ზე”

შეგახსენებთ, ია ფარულას გადაცემა “ფარულ კონვერტში” სტუმრად ჰყავდა მოდელი და დიზაინერი, გიორგი ნაზღაიძე. ნაზღაიძემ იას უამბო, როგორ ერთობოდა კარანტინის დროს:

-ფოტოკოლაჟებს ვქმნიდი და ვაზიარებდა წარწერით, მაგალითად, თემო თათარაშვილის ფოტოე მეწერა: რა რაოდენობის თეთრი ფხვნილით დაეხმარა თათარაშვილი ქართულ შოუ-ბიზნესს.

ეს რომ გავაზიარე, ბევრმა ადამიანმა მომწერა ჩვენი საერთო მეგობრებიდან, რომ თემო გაბრაზებულია, ცოფებს ყრისო. ისიც კი შემომითვალეს თათარაშვილის მეგობრებმა, რომ სადარბაზოსთან დამხვდებოდნენ და მცემდნენ.

-თემომ დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ერთმანეთს არც კი იცნობთ.

-როგორ არ ვიცნობ, ბევრი საერთო მეგობარი გვყავს და შევხვედრილვართ, ერთხელ კაფეში ვისხედით ბევრნი და მუხლზე ხელიც კი დამადო.

-მუხლზე ხელი რა „პონტში“ დაგადო?

-ეგ არ ვიცი, თემოს უნდა ჰკითხო“

ალია

Next Post

„ნათელაშვილის მაგიდასთან შეკრებილთა შორის "ივანიშვილი იჯდა" - თაკო ჩარკვიანი

ოთხ ივლ 29 , 2020
1,930 წაკითხვა

შესაძლოა მოგეწონოთ