„ვანო მერაბიშვილის მთავარ, დიდ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ..“ – ნიკა მელია

1,495 წაკითხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ მიუხედავად ვანო მერაბიშვილის მიერ, კრიმინალთან ბრძოლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებისა, სანდრო გირგვლიანის საქმის შემდეგ, მას მორალური უფლება არ ჰქონდა დარჩენილიყო შს-მინისტრის თანამდებობაზე და ის უნდა გადამდგარიყო. ამის შესახებ ნიკა მელიამ ტვ პირველი-ს გადაცემა „რეაქცია“-ში განაცხადა და დასძინა, რომ მის თავს ვერ ხედავს იმ გუნდში, სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება, ამ კომენტარით მან დააზუსტა, რომ მერაბიშვილი არ არის ნაც.მოძრაობის სიაში.

„ვანო მერაბიშვილი არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში, მაშინ, როდესაც აბსოლუტური განუკითხაობა, ყაჩაღებისა და კრიმინალების ბოგინი იყო, ამას ვაფასებ, მაგრამ იმასაც ვაძლევ შეფასებას, რომ ბევრი რამ ძალიან რბილად, რომ ვთქვათ, იყო ანტიკონსტიტუციური.

მე პირადად, რაც მიმაჩნია მის მთავარ დიდ შეცდომად, როდესაც ბატონი გირგვლიანის ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, რომ დარჩენილიყო თანამდებობაზე.

სამწუხაროდ, ის დარჩა თანამდებობაზე და ხელისუფლებამ ჩათვალა რომ ხალხმა ეს დაივიწყა. სინამდვილეში ეს დაილექა და როგორც ტალღამ ისე, დემოკრატიულმა [ტალღამ] დაარტყა ყველაფერთან ერთად, 2012 წელს. მე პირადად, ჩემს თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი“ – განაცხადა ნიკა მელიამ

Next Post

„იმედის “გასისინებული” მატარებელი პროვინციული..“ - გია ხუხაშვილი

პარ სექ 18 , 2020
1,495 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: „იმედის “გასისინებული” მატარებელი პროვინციული ამპარტავნების ტრაგი-კომიკური მწვერვალია….“

შესაძლოა მოგეწონოთ