ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული იქნებიან პატრულ-ინსპექტორები

1,144 წაკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებს.

თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული იქნებიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურში შემსვლელი და გამომსვლელი პირების მიერ პირბადეების გაკეთებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.

Next Post

„სად არის იმნაძე, კუბოებით რატომ აღარ გვაშინებს? აა, უთხრეს, რომ..“ - ეკა კვესიტაძე

ხუთ ოქტ 15 , 2020
1,144 წაკითხვაეკა კვესიტაძის ფეისბუქ პოსტი: „სად არის იმნაძე, კუბოებით რატომ აღარ გვაშინებს? აა, უთხრეს, რომ არჩევნებამდე არაფერი თქვაო? კაი მაშინ“- წერს კვესიტაძე.