კენჭისყრის დღეს მასშტაბურ დარღვევებზე გაკეთებული განცხადებები არის სპეკულაციები და სხვა არაფერი

1,035 წაკითხვა

საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით,საარჩევნო ადმინისტრაციამ,მეორე ტურის დამთავრების შემდეგ,უმოკლეს ვადებში,გადაითვალა საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგები.

კენჭისყრის დასრულებიდან 6 დღის ვადაში სავალდებულო წესით,შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5 – 5 საარჩევნო უბნის შედეგების ნაცვლად,ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე,თითოეულმა ოლქმა გადაითვალა 7 – 7 უბნის მონაცემები.

საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესზე მონიტორინგს ახორციელებდნენ არჩევნებში ჩართული მხარეები:მედიასაშუალებები,ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები. მხოლოდ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები და აღნიშნულს არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

ყოველივე აღნიშნულისა და კენჭისყრის დღეს ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემდეგ გარკვეული მედიასაშუალებებისა და საარჩევნო სუბიექტებისგან არჩევნების გაყალბებასა და კენჭისყრის დღეს მასშტაბურ დარღვევებზე გაკეთებული განცხადებები არის სპეკულაციები და სხვა არაფერი” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები: “დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრის დირექტორი დავით ლილუაშვილი და “მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრის დირექტორი მაია ხარაძე

Next Post

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო

ოთხ ნოე 3 , 2021
1,035 წაკითხვაელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო და არ შეწყვეტს მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ საავადმყოფოში. როგორც მან განაცხადა, დღეიდან ის პარლამენტის შენობაში, ბიუროს ოთახში დაბინავდება და მხოლოდ წყალს მიიღებს.

შესაძლოა მოგეწონოთ