წარმოუდგენელი მანიპულაცია და შანტაჟია საქართველოს წინაშე – სვიმონ ჯანგულაშვილი

,,მაგ კაცს სჭირდება ფსიქოთერაპია და ალბათ ფსიქიატრიც, რომ რეალობა მიიღოს, ბედს შეეგუოს, დამშვიდდეს, დაფიქრდეს, მოინანიოს, კათარზისი და განწმენდა შესძლოს!” – წერს მიხეილ სააკაშვილის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი.

,,არა რა, ვერ ვმშვიდდები!!! ანუ, სიმულიანტს და მანიპულატორს რომ დაუდებ მტკიცებულებას, რომ ის სიმულიანტი და მანიპულატორია, ეს არ შეიძლება და დანაშაულია? სექტანტებო! უსინდისო და გულქვა ფარისევლებო!!!

მაგ კაცს სჭირდება ფსიქოთერაპია და ალბათ ფსიქიატრიც, რომ რეალობა მიიღოს,
ბედს შეეგუოს, დამშვიდდეს, დაფიქრდეს, მოინანიოს, კათარზისი და განწმენდა შესძლოს! თქვენ კი, მისი მანიპულაციების მარიონეტები და ინსტრუმენტები ხართ!!!

რა წარმოუდგენელი მანიპულაცია და შანტაჟია საქართველოს წინაშე! – გამოუშვით მიშა, თორემ საქართველოს დავსჯითო, ყვირის მოსყიდული ლობი ევროპარლამენტში… და აქედან ეს ტყაჭა სექტანტები ხელს უწყობთ ამ შანტაჟში!
ყველა მოგებულია – ევროპელებს მორიგი საბაბი ეძლევათ, რუსეთს დაუწვნენ, დაუთმონ და ჩვენ გაგვწირონ.

მიშა ან უკანონო თავისუფლებას მოიპოვებს, ან მისი მანიპუალაციების რეალიზების პროცესით იკაიფებს. ნაცები ფულს გააკეთებენ. სექტანტები – საკუთარი კერპის მსხვერპლშეწირვით ინეტარებენ.“- წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.

  • Kaspersky Digital Footprint Intelligence: ყოველი მეორე ექსპლოიტი ბნელ ქსელში უმიზნებს ნულოვან და პირველი დღის დაუცველობას

    Kaspersky Digital Footprint Intelligence-ის გუნდმა გააანალიზა 547 რეკლამა 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით ფორუმებზე დაუცველობის ექსპლოიტების შესყიდვისა და გაყიდვის შესახებ. აღმოჩნდა, რომ მათი ნახევარი (51%) იყენებს ნულოვანი და…

    მსოფლიოში ანდროიდის მოწყობილობებზე თავდასხმების რაოდენობა კვლავ მცირდება

    2024 წლის მესამე კვარტალში მსოფლიოში „კასპერსკის ლაბორატორიამ“ აღკვეთა 6 686 375 თავდასხმა Android-ზე მავნე, სარეკლამო  ან არასასურველი მობილური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამოვლენილი იქნა …

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *