ირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში:
ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს განსაცდელისადმი. ზოგი პანიკაში ვარდება, ზოგს არ ჯერა, რაც ასევე პანიკის ნაირსახეობაა. ზოგი კიდევ თავის გასაკეთებელს აკეთებს, თვითონ რომც ეკიდოს, სხვისი ხათრით მაინც, მაგრამ სადაც იცის რომ ნერვიულობით და პანიკით ვერაფერს შეცვლის, იქ მშვიდად არის.
აი ასე ვარ მეც: კოვიდ19–ის პირველივე გამოჩენიდან ე.წ. ჯოგური “თერაპიის მომხრე ვარ, მაგრამ ანგარიშს ვუწევ ჩემს გარშემო პანიკაში მყოფ ადამიანებს და ვატარებ პირბადეს, რომელიც ჩემთვის კატასტროფაა, რადგან ანემიური ვარ და დაბადებიდან ჟანგბადის ნაკლებობა მაქვს. ამასთან, მიმაჩნია რომ სიცილი და კარგი ხასიათი იმუნიტეტის საუკეთესო ამამაღლებელია და ყველაზე მძიმე სიტუაციებშიც კი, თუნდაც ეს მე მეხებოდეს, ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო.
ამას ვწერ იმ ტვინნაღრძობების მისამართით, ვინც მწერენ – აი შენ რო დაგემართოს, მერე ვნახოთ როგორ გაიცინებო.
მე რო მოვკვდე მაშინაც გავიცინებ ……. შენა – ოღონდ შენ ვერ გაიგებ!