„ამერიკის საელჩოს გვერდზე შევიხედე და -ჰოი, საოცრებავ!“ – სოსო მანჯავიძე

1,368 წაკითხვა

საკრებულოს ყოფილი წევრი, სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ამერიკის საელჩოს გვერდზე შევიხედე და -ჰოი, საოცრებავ! ნაცები გვარამიას თამადობით ამერიკის ელჩს უტევენ და ლანძღავენ მისი განცხადების გამო. იგივე რეაქცია აქვთ ეუთო-ოდირის მიმართაც.მე პირადად არ ვარ მოხიბლული არსებული სისტემით და არც ასეთი როლის მინიჭება მიმაჩნია მართებულად საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. უმცროსი ძმის სინდრომი მაღიზიანებს მრავალი მიზეზის გამო.მაგრამ ესენი რომ აქ ქოსატყუილობენ საკუთარი პროდასავლურობის შესახებ და იმავე დასავლეთის ელჩებს სასტიკად ლანძღავენ თუ მათი პოზიცია არ აწყობთ, არის ძალიან სასაცილო. ხომ გახსოვთ. რა დღეში ჩააგდეს სტრასბურგის სასამართლო, ჰაიდი ტალიავინი, გერმანიის ელჩი კნირში და სხვანი მრავალნი. ახლა დეგნანს გადაეკიდნენ. ესენი რომ შეშლილები არიან -გასაგებია. ეს ამდენი ჩვენი თანამემამულე რომ გადაიყვანეს ჭკუიდან, ესაა ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა. ~

P,S. ბრიტანეთმაც უღალატა ნაცებს და კომპანიას. ეჰ, სადღაა ის ძველი, კეთილი ინგლისი, არადა, არ იციან ალბიონელებმა რომ ახალ შერლოკ ჰოლმსსა და აგატა კრისტის-გვარამიასა და ელისო კილაძეს უგანეს ,ესენი ამ საქმეს აუცილებლად გამოიძიებენ და ზუსტად დაადგენენ. თუ რამდენი გადაუხადა ამ ღალატში ბიძინამ (პუტინმა) ედინბურგის ჰერცოგსა და ჯონსონს.დიდი სკანდალი ელოდება ინგლისს, ასეთი საფრთხე ვილჰელმ დამპყრობელის მერე არ ჰქონიათ.“

Next Post

Bitcoin trading.

ორშ ნოე 2 , 2020
1,368 წაკითხვაa zkontrolujte, At the moment, zda pota neobsahuje malware. a newspaper explaining its mechanisms and the ideology of it, A konen urit mete nahlsit Bitcoin Era adm, was published through the Cryptography Mailing List. i kdy se vm podailo zskat zpt sv penze. The first Bitcoin software client was released in 2009, Bitcoin Era — hodnocen. and Nakamoto collaborated […]