„ეს არ არის გაგრძელება, გაგრძელება იქნება“ – ბონდო მძინარაშვილი

1,533 წაკითხვა

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„საოცარი ფენომენია დრო!

„ნუ ეცდები დროის მოკვლას,
დრო მოვა და თვითონ მოგკლავს“.

ეს სტრიქონები ისე არავის მიესადაგება, როგორც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს.

გაიხსენეთ, როგორ გაქრნენ 80-იანი წლების დამლევს, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის ხანის და დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პირველხანებში ძალიან პოპულარული და გავლენიანი პოლიტიკური ძალები.

გაიხსენეთ, მომდევნო წლებშიც, როცა პოლიტიკური ცხოვრება მეტ-ნაკლებად კალაპოტში ჩადგა, როგორ “მოკლა დრომ” პოლიტიკური პარტიები.

რატომ მოხდა ასე?!

იმიტომ, რომ პოლიტიკოსი თხელ ყინულზე დადის, – ერთი გაუფრთხილებელი ნაბიჯი და ჩავარდები. ამომყვანიც არავინ იქნება, რადგან ყველა იმაზე ფიქრობს, როგორ მოიშოროს კონკურენტი. პოლიტიკაში კი დაუნდობელი კონკურენციაა: აქ ძალაუფლების მოპოვების დაუოკებელი სურვილი ხშირად ადამიანურ თვისებებსაც თრგუნავს.

იმიტომ, რომ პოლიტიკოსი დროს უნდა გრძნობდეს და მუდმივად აკონტროლებდეს მაჯისცემას.

დრო არავის პატიობს მის მიმართ უყურადღებობას.

დრო დაუნდობელია, – დროის მოკვლა ვინც სცადა, დრომ ყველა გაანადგურა.

ახლაც ასე მოხდება!

P. S. ეს არ არის გაგრძელება.
გაგრძელება იქნება“. – წერს მძინარაშვილი

Next Post

„რადიკალური ოპოზიციის მიზანი მარტივია, მაგრამ ვერაგული“ - ნუკრი ქანთარია

კვი ნოე 8 , 2020
1,533 წაკითხვა ნუკრი ქანთარია ცენტრალურ საარჩევნო  კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება: „რადიკალური ოპოზიციის მიზანი მარტივია, მაგრამ ვერაგული. რადგან დაინახეს, რომ მშვიდობიანი პროტესტით ფონს ვერ გადიან, ახლა შეეცადნენ გაამწვავონ სიტუაცია, მიაღწიონ მსხვერპლს. როგორმე საზოგადოებას დაანახონ სისხლი, რაც მათი აზრით, აღაშფოთებს მოსახლეობას, გაზრდის საპროტესტო მუხტს.და უმართავ პროცესებს გამოიწვვს. ნაც.აქტივისტ კუპრავას მიერ ამ გეგმის გახმიანება – “600 პროტესტანტით ცესკოს ჰაერში ავწევთ”, ამ […]