„კახა კალაძე გრძნობს, რომ „ქართული ოცნების“ გემი იძირება“ – ლაშა ჩხარტიშვილი

899 წაკითხვა

„კახა კალაძე გრძნობს, რომ „ქართული ოცნების“ გემი იძირება, თუმცა ბოლომდე ვერ ბედავს ბორტიდან გადახტომას“ – ამბობს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ლაშა ჩხარტიშვილი:

„ყველა გრძნობს შიგნით თუ გარეთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი დასასრულისთვის ემზადება, მაგრამ მანამდე რეპრესიებით ცდილობენ გამყარებას. რეპრესიებით კი ვერავის ვერ შეაშინებენ, რადგან ამ ქვეყანაში დიქტატურა არავის გასვლია. კალაძეს, როგორც ჩანს, თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს. ცდილობს სამომავლოდ ადგილის დაბევებას, განსხვავებული იმიჯის შექმნას. ჩემთვის კი კალაძე კორუფციაში ჩაფლული ჩინოვნიკია თავისი 30-ათასიანი ნაგვის ურნებით იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანები უბრალოდ სკვერში იყინებიან და ბავშვებს შიათ. თუმცა, რა თქმა უნდა, მასაც აქვს შანსი, გამოისყიდოს ეს ყველაფერი, თუკი დროულად გადადგამს ნაბიჯს. თანამდებობის დატოვება, ეს ნამდვილად იქნებოდა შემამსუბუქებელი გარემოება თუ მას უნდა განსხვავებული იმიჯი ჰქონდეს, მაგრამ ეს ახლა უნდა გააკეთოს.

მე არ გამოვრიცხავ, რომ კალაძემ გახარიას მიბაძოს, თუ ასეთივე დროული იქნება კალაძის მოქმედება, ეს მხოლოდ მას წაადგება და მისთვის იქნება უკეთესი. მეორე მხრივ, ეს დააჩქარებს „ოცნების” კრახს“.

 

Next Post

„გახარია მოსკოვში ჩამოფრინდა 1:30 საათზე – რაც არ უნდა ეცადოს ნაც. სექტა გახარიას გათეთრებას, არ გამოვა!” – შოთა აფხაიძე

შაბ თებ 27 , 2021
899 წაკითხვაევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენელი შოთა აფხაიძე, სოციალურ ქსელში წერს: „ვითომ პროდასავლური შტირლიცების ნაცსექტა და მათი ხელის მედია გახარიას მოსკოვის ვიზიტს სასტიკად უარყოფს. მეგობრებო არის ესეთი ქართული ანდაზა „ქურდს კუჭი ეწვისო“ , ასევე „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“ ! მარტივი ლოგიკა : გახარია მოსკოვში დილით ჩამოფრინდა 1:30 წუთზე მოსკოვის დროით, საიდანაც სასტუმრო კონტინენტალში გაემართა. დილის 8 საათიდან მას და მის ფრანგ მეგობარს, რამოდენიმე […]