„ნიკა გვარამია ყველაფერჩიკია, მაგრამ მე ასეთი არ ვარ…” – თეა წულუკიანი

1,028 წაკითხვა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც,  გელათში ფრესკები წებოვანი ლენტებით არის დამაგრებული.

– ბატონი ნიკა გვარამია ყველაფერჩიკია და ესეც იცის, მაგრამ მე არ ვარ ასეთი. მე როდესაც ვნახე მის მიერ გამოქვეყნებული გელათის დამცინავი პოსტი, ფერწერის სპეციალისტებსა და ხელოვნებათმცოდნეებს ვკითხე და ისინი თავს გრძნობენ შეურაცხყოფილად მისი პოსტის გამო. იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ეს არ არის წებოვანი ლენტები, ეს არის სპეციალური მასალა. მესმის, რომ ბატონი ნიკა გვარამია ჩემსავით არაკვალიფიციურია, მაგრამ მე როდესაც არ ვიცი, ვეკითხები სპეციალისტს, ის არავის არაფერს ეკითხება და მოეჩვენა, რომ ეს არის სკოჩი. აღმოჩნდა, რომ არ არის სკოჩი, ეს არის სპეციალური მასალა, იმიტომ რომ ფრესკა, სწორედ ნიკა გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის, 2008 წლიდან, იყო ექსპერიმენტების მსხვერპლი, ზოგიერთი ნაწილი არის მძიმე მდგომარეობაში, – თქვა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიას ხელისუფლებაშო ყოფნის დროს 4 ნახატი მუზეუმიდან ჯერ სამინისტროში გადავიდა, შემდეგ კი ჩეხეთში გავიდა.

– ნიკა გვარამიას ამის შესახებ „ფეისბუქზე“ არაფერი დაუწერია, ალბათ იმიტომ, რომ მაშინ „ფეისბუქი“ არ არსებობდა, ან მან არ იცოდა ჯერ „ფეისბუქის“ ხმარება, – თქვა მან.
მთავარი

Next Post

„მინდა, საზოგადოებას ვუთხრა სიმართლე“ - რას ამბობს „იმედი“-ს უკვე ყოფილი წამყვანი(ვიდეო)

ხუთ მაი 20 , 2021
1,028 წაკითხვაირაკლი წულაია, რომელსაც ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია “იმედზე” ბიზნეს გადაცემა მიჰყავდა, ტელევიზიიდან მის 25 თანამშრომელთან ერთად გაათავისუფლეს და გადაცემები “ბიზნეს ქრონიკა და “ბიზნესი იმედზე”  დაუხურეს. ამ საკითხზე მან მედიაცენტრ “მთავარი”-ს ეთერში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „წულაია ამ ყველაფერს უკავშირებს რამდენიმე თვის წინ, მისი მხრიდან, ირაკლი კობახიძის მიმართ კრიტიკულ და საწინააღმდეგო მოსაზრების გაჟღერებას, რის გამოც, მისი თქმით, “ქართული ოცნების” გუნდში გაღიზიანდნენ […]

შესაძლოა მოგეწონოთ