„დავდივარ, დავძრწივართ ქუჩიდან ქუჩაში, გამოსავალს ასეთ რაღაცაში ვხედავ“ – თაკო ჩარკვიანი

755 წაკითხვა

თაკო ჩარკვიანი მოქალაქებს მიმართავს, რომ რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე ლეიბები დაყარონ და გაწვენ პროტესტის ნიშნად.

„საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მიდის ბრძოლა. დავდივარ, დავძრწივართ ქუჩიდან ქუჩაში. აღარაფერი აღარ მაინტერესებს. ჩემთვის დროის ათვლა დაიწყო, სანამ ესენი არ წავლენ. შეურაცხყოფილი ვარ, წამების მონაწილეები ვართ. ვუყურებთ ტელევიზორს, ვერაფერს ვაკეთებთ, ყველანაირ კანონს არღვევენ ჩვენ თვალწინ. ორი საათის განმავლობაში არ ვიცოდით, სად იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმარი.

არ ვიცი ამის იქით რა შეიძლება მოხდეს. კონკრეტული პიროვნებისთვის კი არ არის ბრძოლა, ბატონებო, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაგვალეწეს თავზე. გამოსავალს ასეთ რაღაცაში ვხედავ – დიდი რაოდენობა ტალღის, ერთხელ უნდა გავიჭირვოთ, მთელ რუსთაველზე ლეიბები დავყაროთ და გავწვეთ – ეს არის ჩემი აზრი. არ მოწონს ვიღაცას, ნუ მოწონს, ჩემი ვთქვი. მე შიმშილობა, რომ შემძლებობა ვიშიმშილებდი, ვერ ვშიმშილობ, ჩემი გარკვეული პრობლემების გამო, მაგრამ ათასგვარი პროტესტის ფორმა არსებობს, სხვა არაფერი მესახება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

Next Post

ირაკლი კობახიძის ცნობით, ნაციონალებმა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარზე ითათბირეს

სამ ნოე 9 , 2021
755 წაკითხვაირაკლი კობახიძის ცნობით, ნაციონალებმა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარზე ითათბირეს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი თქმით, ინფორმაცია წყარომ მიაწოდა, რომელიც ამბობს, რომ დაახლოებით 10 კაციანი შემადგენლობით გაიმართა ერთგვარი თათბირი, სადაც მოსალოდნელ სცენარებს შორის განიხილეს ელენე ხოშტარიას მოწამვლის ვერსიაც. “ნაციონალების” ერთ-ერთ თათბირზე განიხილეს ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ, რადიკალებს კი ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის […]

შესაძლოა მოგეწონოთ